
ისრაელის ექიმები კორონავირუსის კანაფით განკურნებას განიხილავენ
თელ-ავივის (ისრაელი) ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის (იჰილოვი) მკვლევარებმა გამოაცხადეს სატესტო ექსპერიმენტების დაწყების შესახებ, რომელთა მიზანია კორონავირუსზე სამედიცინო კანაფის მოქმედების განსაზღვრა.
ექიმების და მეცნიერების ამოცანაა დაადგინონ, შეუძლია თუ არა კანაბიდოლს, რომელიც ცნობილია როგორც CBD და წარმოადგენს კანაფის ერთ-ერთ აქტიურ ინგრედიენტს, დახმარება კორონავირუსის მკურნალობაში.
ექიმების აზრით, მარიხუანის ეს კომპონენტი ანელებს ანთებით პროცესს, რომელიც არის ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში და აიოლებს სიმპტომებს
პროექტის ინიციატორი ექიმი, პროფესორი თვლადი ბიოლოგიის დარგში, ბარაკ კოენი, ამბობს, რომ ეს არის კანაფის ინგრედიენტებით სიმპტომების მკურნალობის ინოვაციური მიდგომა. ინგრედიენტები არის უსაფრთხო და არ იწვევს მიჩვევას.
კვლევები ჩატარდება საავადმყოფოს რამოდენიმე ათეულ პაციენტზე, რომლებსაც აღმოაჩნდათ COVID-19.