რა არის Quantum Board (კვანტური დაფა)?

თუ მცენარეების გაზრდა თქვენს ინტერესთა სფეროშია, ძალიან დიდი შანსია, რომ ბოლო 1-2 წლის განმავლობაში ყველა მხრიდან გესმოდათ ე.წ. quantum boardის (“კვანტუმ ბორდი”, თარგმანში – “კვანტური დაფა“) შესახებ.

ადამიანებს უყვართ ტრენდების აყოლა და საკუთარი გადაწყვეტილებების, მათ შორის, არასწორი გადაწყვეტილებების ბოლომდე დაცვა. ამ მომენტში კი, მცენარის მომყვანთა საზოგადოებაში არც თუ ისე ბევრი რამ არის ისე ტრენდული, როგორც კვანტური დაფა.

რა არის ეს კვანტური დაფა? არის კი ის ისეთი კარგი, როგორც ამბობენ? და თუ მართლა კარგია, რომელი ბრენდის სჯობს? ჩვენ დეტალურად გიპასუხებთ ამ კითხვებზე და როცა სტატიის ბოლოში ჩახვალთ, გეცოდინებათ ყველაფერი, რაც კვანტური დაფის შესახებ უნდა გცოდნოდათ

დავიწყოთ მთავარი კითხვით:

რა არის კვანტური დაფა?

კვანტური დაფა გამოიგონა კომპანიამ Horticulture Lighting Group (HLG). ეს არის ახალი ტიპის განათება, რომლის ბრტყელ დაფაზეც დიდი ოდენობით დაბალი სიმძლავრის, პატარა LED დიოდებია (კვანტები) განთავსებული.

HLG 100 quantum board

დიოდები განთავსებულია სვეტებად, პარალელური ჩართვით. მათი კვების წყარო დიდი სიმძლავრის მუდმივი დენის დრაივერებია. 

სტატიის დაწერის მომენტისთვის, სხვადასხვა მწარმოებლები ძალიან ბევრი ტიპის კვანტურ დაფას გვთავაზობენ. ყველაზე მეტად ცნობადი დაფაა QB288 V2, რომელსაც ზემოთ ნახსენები HLG აწარმოებს. ამ დაფაზე განთავსებულია Samsung-ის ფირმის 288 LM301H ლედი, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ლედია ბაზარზე. არსებობს ამ პროდუქტის მეორე ვერსიაც, სადაც 288 ლედიდან 16 ცალი ჩანაცვლებულია მუქი წითელი ან ლურჯი ოსრამის (Osram) დიოდებით.

HLG ყოველთვის იყენებს ისეთი მაღალი ხარისხის კომპონენტებს, როგორიცაა Samsung-ის ლედები და Meanwell-ის დრაივერები. ალბათ, კომპანიის ფოკუსირება ხარისხზე კვანტური დაფების პოპულარობასაც განაპირობებს.

ბაზარზე კვანტური დაფების მწარმოებელი სხვა კომპანიებიც არსებობენ. ისინი, ფასის დაწევის მიზნით, იმავე კომპონენტებთან ერთად, შედარებით იაფიან დეტალებსაც იყენებენ. სტატიის ბოლოს მათაც გადავხედავთ და შესაბამის რეკომენდაციებსაც გაგიზიარებთ.

Meanwell Driver

კვანტური დაფის უპირატესობები

ერთი შეხედვით, ტიპური ლედ სანათის ვიზუალი კვანტური დაფების ვიზუალს სჯობს. ტიპური ლედ სანათი მოთავსებულია რკინის კორპუსში და მას აქტიური გაგრილების სისტემა აქვს. საწყის ეტაპზე, გვიჭირს, დავიჯეროთ, რომ გარეგნულად შეუხედავი კვანტური დაფა ტრადიციულ ლედზე ბევრად უკეთესია. ანუ, ეს ის შემთხვევაა, როცა გარეგნობა აშკარად გვატყუებს. კვანტურ დაფებს აქვთ საკმაოდ დიდი უპირატესობა არამარტო ტრადიციულ დიოდებთან, არამედ ყველა სხვა სანათთან შედარებით. მათ აქვე გაგაცნობთ:

ეფექტურობ

უფრო მეტი სინათლე ნაკლები ვატების ფასად. მაგალითად, HLG 550 V2 Rspec გამოყოფს 168 ლუმენს ვატზე, ანუ 2.6 მიკრომოლს ჯოულზე, რაც ძალიან მაგარი მაჩვენებელია.

შუქის განაწილებ

წერტილოვანი წყაროდან სინათლის განაწილება სივრცეში არათანაბარია. კვანტური დაფის შემთხვევაში, ლედები განთავსებულია დიდ დაფაზე და, ამის ხარჯზე, სინათლე სივრცეში უკეთესად ნაწილდება.

შედეგად, იღებთ სინათლის ნაკლებ ინტენსივობას სივრცის ცენტრში და მეტ ინტენსივობას გარე არეალში.

ნათების სპექტრ

როგორც აღმოჩნდა, სანათების ლურჯი და წითელი დიოდები უკვე წარსულს ჩაბარდა. თანდათანობით, სულ უფრო მეტი მწარმოებელი ირჩევს თეთრ დიოდებს.

დღეს ხშირად ნახავთ კვანტურ დაფებზე დამატებით განთავსებულ მუქ წითელი, ულტრაიისფერი (UV) და ინფრაწითელი (IR) ნათების დიოდებს.

სანათის გაგრილებ

როგორც წესი, კვანტური დაფები თხელ, ალუმინის ნაჭერზე მონტაჟდება, ზოგ შემთხვევაში კი – ალუმინის რადიატორზეც. ასეთი მიდგომა სრულად საკმარისია დიოდების პასიური გაგრილებისთვის. კვანტური დაფისთვის აქტიური გაგრილების სისტემა (ე.წ. ვენტილატორები) არ არის აუცილებელი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სანათი არ ცხელდება.

დაბალი ფას

კვანტური დაფის საშუალო ფასი უფრო დაბალია, ვიდრე იგივე სიმძლავრის სინათლის გამომყოფი LED ან COB სანათის ღირებულება. არსებობს უფრო იაფი სანათებიც, მაგრამ ისინი ახლოსაც ვერ მივლენ კვანტური დაფის ნათებასთან.

“გააკეთე შენით” (DIY)

კვანტური დაფების სისუსტეები 

კვანტურ დაფას არ აქვს მნიშვნელოვანი მინუსები, თუმცა მაინც არის რამდენიმე პატარა, მაგრამ გასათვალისწინებელი მომენტი.

Canopy Penetration ანუ სინათლის შეღწევადობა მცენარის ვარჯში

თეთრი ფერის სინათლე მოიცავს მწვანე სინათლესაც (ტალღებსაც), რის ხარჯზეც კვანტური დაფა მცენარის ვარჯში კარგ შეღწევადობას უზრუნველყოფს. სწორედ ეს არის კვანტური დაფის უპირატესობა, წითელ და ლურჯ დიოდებთან შედარებით.

თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ მძლავრ, თეთ ლედებს (COB) კვანტურ დაფებზე გაცილებით უკეთესი შეღწევადობა აქვთ.

“ღია” დიზაინ

კვანტური დაფების კონსტრუქცია ძალიან მარტივია – დიოდები პირდაპირ დამაგრებულია დაფაზე, რომელსაც არც დამცავი კორპუსი აქვს და არც ლინზები.

დიოდები და სანათის ელ. გაყვანილობა, ხშირ შემთვევაში, დაუცველია. ზოგიერთმა მწარმოებელმა დაიწყო ელ. გაყვანილობისთვის პლასტიკური დამცავების გამოყენება, თუმცა ეს, ძირითადად, მაინც გამონაკლისია. საბოლოო ჯამში, საქმე გვაქვს გარემოსგან ნეკლებად დაცულ სანათთან, რომელიც იაფია და ეფექტური.

სანათის გამოყოფილი სითბ

მიუხედავად იმისა, რომ კვანტური დაფა სხვა ტიპის სანათებზე ნაკლებად ცხელდება, ის მაინც დიდი რაოდენობით სითბოს გამოჰყოფს. ზოგი ფიქრობს, რომ თუ სანათს არ ახლავს აქტიური გაგრილების სისტემა (ე.წ. ვენტილატორი), ის გაცილებით “ცივია”. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ კვანტური ბორდიც შედგება დიოდებისგან, რომლებიც საკმაოდ კარგად ცხელდებიან.

სწორი მოლოდინისთვის გეტყვით,  რომ კვანტური დაფა მის ექვივალენტ HID ნათურაზე (HPS/MH) 30%-ით ნაკლებ სითბოს გამოჰყოფს.  

სანათის მწარმოებლები

კვანტური დაფის მწარმოებელი კომპანიების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ბუნებრივია, მათი ხარისხი არ არის ერთნაირი. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის მიგვაჩნია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი მწარმოებლები ყველაზე კარგ პროდუქციას აწარმოებენ. აქვეა ჩვენი მოკლე რჩევები საუკეთესო ვარიანტების შესახებ:

თუ გაქვთ ფული, იყიდეთ HLG. თქვენ მიიღებთ საუკეთესო ხარისხს კვანტური დაფის ორიგინალი მწარმოებლისგან.

თუ თქვენი ბიუჯეტი საგრძნობლად შეზღუდულია, გადახედეთ Kingbrite-ის პროდუქციას. ეს ვერსია, ძირითადად, იგივეა რაც HLG-ის პროდუქცია, მაგრამ უფრო იაფი. სტატიის დაწერის მომენტისთვის, შეკვეთა შესაძლებელია მხოლოდ ჩინეთიდან.

და ბოლოს, აქვე დავწერთ დამატებით ინფორმაციას ზემოთ აღნიშნულ კომპანიებზე, მათ პროდუქციასა და ხარისხზე:

Horticulture Lighting Group

კომპანიამ HLG შექმნა პირველი კვანტური დაფა, რომლის ხარისხიც საუკეთესოა ბაზარზე. მისი ფასი 2-3-ჯერ მეტია ვიდრე საუკეთესო ჩინური მწარმოებლის სანათის ღირებულება.

Spider Farmer

კვანტური დაფების მწარმოებელი ერთ-ერთი საუკეთესო ჩინური კომპანია. იყენებს Samsung-ის დიოდებს და Meanwell-ის დრაივერებს – იგივე დეტალებს, რასაც კომპანია HLG. მათი შეძენა შესაძლებელია აშშ-ს ონლაინ მაღაზიებში.

Mars Hydro

Mars Hydro განათებების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელი ჩინური კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ყოფნის ხანგრძლივ ისტორიას ითვლის.

კომპანიის სანათებში გამოყენებულია უფრო იაფფასიანი კომპონენტები, მაგრამ ისინი მაინც კარგ სანათებად ითვლებიან. ზემოთ აღნიშნულ ორ ბრენდთან შედარებით, მისი სანდოობა უფრო დაბალია – ისევე, როგორც ფასი. 

Kingbrite

ამ კომპანიას ყველაზე იაფი დაფები აქვს. მის სანათებში გამოყენებულია იგივე კომპონენტები, რაც HLG-ის დაფებში, თუმცა ფასი მაინც დაბალია. Kingbrite-ს აქვს უფრო მეტი არჩევანი (ზომა, სიმძლავრე, სხვადახვა ვარიანტები) ვიდრე მის ამერიკელ ნათესავს. შეკვეთა შესაძლებელია ჩინეთიდან, ალიბაბას საშუალებით.

Meijiu

Meiju, ფაქტობრივად, იგივეა, რაც Kingbrite, თუმცა ოდნავ ნაკლები ასორტიმენტით.

წყარო: gamarjoint.com

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.