რა არის პერლიტი და რა გამოყენება აქვს მას?

რა არის პერლიტი და რა გამოყენება აქვს მას?

რა არის პერლიტი და რა გამოყენება აქვს მას?-დავუშვათ, თქვენ იყიდეთ ქოთნის ნიადაგი და ახლახან ჩარგეთ შესანიშნავი ფიკუსის ხე. ზედმიწევნით შემოწმებისთანავე შეამჩნევთ პაწაწინა თეთრ ბურთულებს ქოთანში. პერლიტის შესახებ თუ გსმენიათ, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, არის თუ არა ეს პერლიტის ბურთულები, და თუ ასე, დაგაინტერესებთ ამ კითხვაზე პასუხი.

პერლიტის ნიადაგი

პერლიტის ნიადაგი

ქოთნის ნიადაგში პერლიტი არის არაორგანული დანამატი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის გარემოს ჰაერით გაჯერებისთვის.
ვერმიკულიტი არის ნიადაგის დანამატი, რომელიც ასევე გამოიყენება აერაციისთვის (თუმცა პერლიტზე ნაკლებად), მაგრამ ეს ორი ყოველთვის არ არის ტოლფასი, თუმცა როგორც მიწის დანამატი, ორივე ერთნაირ სარგებელს იძლევა.

რა არის პერლიტი და რა გამოყენება აქვს მას?

რა არის პერლიტი და რა გამოყენება აქვს მას?

პერლიტი არის ვულკანური მინა, რომელიც თბება 1,600 გრადუსამდე ფარენგეიტით (871 გრადუსი ცელსუსი), რის შემდეგაც იგი პოპკორნის მსგავსად “სკდება” და ადრინდელ ზომაზე 13-ჯერ ფართოვდება, რაც წარმოუდგენლად მსუბუქ მასალას ქმნის.

სხვა ვულკანური ქანების მსგავსად, პერლიტიც საკმაოდ მძიმე და მკვრივია თავისი ბუნებრივი ფორმით.

როგორც წესი, პერლიტი შეიცავს შემდეგ ინგრედიენტებს:

70-75% სილიციუმის დიოქსიდი
ალუმინის ოქსიდი
ნატრიუმის ოქსიდი
კალიუმის ოქსიდი
მაგნიუმის ოქსიდი
კალციუმის ოქსიდი
3-5% წყალი


ვინაიდან ის ბუნებრივად მოპოვებული მინერალია, პერლიტი არ არის განახლებადი რესურსი. ძირითადი მწარმოებლები არიან საბერძნეთი, აშშ, თურქეთი და იაპონია.

ეს არის შედარებით იაფი მინერალი და ხშირად გამოიყენება სამრეწველო მიზნებისთვის, როგორიცაა მშენებლობა, თაბაშირის, ქვისა და ჭერის ფილების წარმოება.

მაგრამ აქ განსაკუთრებით საინტერესოა პერლიტის გამოყენება მებაღეობაში და ჰიდროპონიკაში.

ამისათვის საჭიროა მყარი მინერალური შუშის დამუშავება ღია, თეთრი ფერის, პლასტმასისებრ ნივთებად, ბევრი ახალბედა მებაღისთვის გაუგებარია მისი წარმოშობა და დანიშნულება.


ძალიან გაცხელებული პერლიტი შედგება პატარა ჰაერის ნაწილებისგან. მიკროსკოპის ქვეშ ვლინდება, რომ პერლიტი დაფარულია მრავალი პატარა უჯრედით, რომლებიც ტენიანობას ინარჩუნებს ნაწილაკის გარე ნაწილზე და არა შიგნით, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მცენარის ფესვების დატენიანებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ პერლიტი და ვერმიკულიტი ხელს უწყობს წყლის შეკავებას, პერლიტი უფრო ფოროვანია და წყალს გაცილებით მარტივად გადინების საშუალებას აძლევს , ვიდრე ვერმიკულიტი. როგორც ასეთი, ეს უფრო შესაფერისი დამატებაა იმ ნიადაგებში, რომელიც გამოიყენება მცენარეებისთვის, რომლებიც არ საჭიროებს ძალიან ტენიან გარემოს, მაგალითად კაქტუსი ან მცენარეები, რომლებიც ზოგადად კარგად დრენაჟებულ ნიადაგში ხარობენ. თქვენ შეიძლება გამოიყენოთ სტანდარტული ნიადაგი, რომელიც შეიცავს პერლიტს, ამასთან, შეიძლება დაგჭირდეთ უფრო ხშირად მორწყვა, ვიდრე ვერმიკულიტის შემთხვევაში

მცენარეთა პერლიტში გაზრდისას გაითვალისწინეთ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ფტოროვანი დამწვრობა, რაც გამოიხატება, როგორც ყავისფერი ლაქები ოთახის მცენარეებზე. გამოყენებამდე საჭიროა მისი წყლით დანამვა მტვრის შესამცირებლად. პერლიტის ფართო ზედაპირის გამო, ეს კარგი არჩევანია მცენარეებისთვის, რომლებიც საჭიროებს მაღალ ტენიანობის დონეს. მისი ზედაპირის აორთქლება ქმნის უფრო მაღალ ტენიანობას, ვიდრე ვერმიკულიტი.

პერლიტი

პერლიტი

რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც პერლიტი არის სასარგებლო დანამატი ბაღებსა და ჰიდროპონიკურ წყლებში. ეს ძირითადად გამომდინარეობს მისი უნიკალური ფიზიკური და ქიმიური თვისებებიდან:

  • პერლიტი ფიზიკურად სტაბილურია და ინარჩუნებს ფორმას ნიადაგში გადარევის შემთხვევაშიც კი.
  • მას აქვს ნეიტრალური pH დონე.
  • იგი არ შეიცავს ტოქსიკურ ქიმიკატებს და მზადდება ბუნებაში არსებული ნაერთებისგან, რომლებიც გვხვდება ნიადაგში.
  • ის წარმოუდგენლად ფოროვანია და შიგნით შეიცავს ჰაერის ნაწილაკებს.
  • მას შეუძლია შეინარჩუნოს გარკვეული რაოდენობის წყალი, ხოლო დანარჩენი წყლისგან გათავისუფლდეს.
  • ეს თვისებები საშუალებას აძლევს პერლიტს ხელი შეუწყოს ნიადაგის / ჰიდროპონიკის ორ კრიტიკულ პროცესს, რაც მცენარის ზრდისთვის აუცილებელია:

აერაცია


მცენარის ყველა უჯრედს სჭირდება ჟანგბადი, თუნდაც მას, რაც მიწისქვეშაა. მწვანე ნაწილებს შეუძლიათ შექმნან ჟანგბადი ფოტოსინთეზის დროს.

ქვემოთ, ფესვთა სისტემამ უნდა შეიწოვოს იგი ნიადაგიდან. ნიადაგის აერაცია საშუალებას იძლევა ჰაერის პატარა ნაწილები დარჩეს, რაც ხელს უწყობს ძლიერი ფესვთა სისტემის ზრდას.

დრენაჟი


წყლის გარეშე ვერანაირი ცოცხალი არსება ვერ გადარჩება. როდესაც საქმე მცენარეებს ეხება, ნიადაგში ჭარბმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს “დახრჩობა”.

ამ სიტუაციაში, ფესვთა სისტემა ჟანგბადს “შიმშილობს”, რაც საბოლოოდ სიკვდილს იწვევს. სათანადო დრენაჟს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ცარიელი საჰაერო სივრცეები დარჩეს ნიადაგში.

ნიადაგში პერლიტის დამატება აუმჯობესებს დრენაჟის შესაძლებლობებს, რადგან მას აქვს შესანიშნავი ფილტრაციისა და წყლის გადინების თვისება.

ეს ჰაერის ნაწილაკები ასევე ნიშნავს, რომ პერლიტი შესანიშნავია ფესვთა სისტემისთვისაც. ნიადაგის შეფუთვისას ჰაერის ნაწილაკები იკარგება. მაგრამ რადგან პერლიტი უფრო რთული მინერალია, ის ინარჩუნებს ფორმას და ჰაერის ნაწილაკებს ინახავს ფესვებისთვის.

პერლიტის გამოყენება

პერლიტის გამოყენება

პერლიტი გამოიყენება ნიადაგის ნარევებში (მათ შორის უმიწაწყლო საშუალებებისთვის) აერაციის გასაუმჯობესებლად და ნიადაგის სუბსტრუქტურის მოდიფიკაციისთვის, მისი სიფხვიერის, კარგად დრენაჟირებისა და დატკეპნის განსაზღვრისთვის.

ერთი წილი თიხნარის, ერთი წილი ტორფის ხავსისა და ერთი წილი პერლიტის პრემიუმ-ნაზავი ოპტიმალურია კონტეინერებში ზრდისთვის, რაც საშუალებას აძლევს ქოთანს საკმარისი რაოდენობით წყალი და ჟანგბადი ჰქონდეს.

პერლიტი ასევე შესანიშნავია კალმების დასაფესვიანებლად და ხელს უწყობს ბევრად უფრო ძლიერი ფესვების წარმოქმნას, ვიდრე მხოლოდ წყლის შემთხვევაში. აიღეთ კალმები და ჩადეთ ზიპ-ჩამკეტიან ერთი მესამედი დასველებული პერლიტით სავსე ტომარაში. კალმების დაჭრილი ბოლოები კვანძამდე მოათავსეთ პერლიტში, შემდეგ შეავსეთ ტომარა ჰაერით და დალუქეთ იგი. განათავსეთ ჰაერით სავსე ტომარა არაპირდაპირი მზის შუქზე და შეამოწმეთ იგი ორი ან სამი კვირის შემდეგ, გამოიტანა თუ არა ფესვები. კალმების დარგვა შესაძლებელია, როდესაც ფესვები ½ 1 ინჩამდე (1-3 სმ.) სიგრძისაა.

პერლიტის სხვაგვარად გამოყენება ქვის ნაგებობა, ცემენტისა და თაბაშირის ფხვიერი შევსების იზოლაციაში. პერლიტი ასევე გამოიყენება ფარმაცევტულ პროდუქტებსა და მუნიციპალურ საცურაო აუზებში წყლის ფილტრაციისთვის, ასევე აბრაზიის საპრიალებელ საშუალებებში, საწმენდებსა და საპნებში.

სამედიცინო გაფრთხილება

სამედიცინო გაფრთხილება


მარეგულირებელი სააგენტოების მიერ პერლიტი განიხილება როგორც „უსიამოვნო მტვერი“, რაც ნიშნავს, რომ უნდა აუცილებელია გაკონტროლდეს პერლიტის მტვერი. რეკომენდებულია თვალისა და პირის ღრუს დაცვა, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი მოხვედრა ლორწოვან არეში. პერლიტის მტვერმა შეიძლება გააუარესოს არსებული რესპირატორული მდგომარეობა და გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. პერლიტი არ იწვევს კიბოს, თუმცა პერლიტის ზოგიერთ კომერციულ პროდუქტში შეიძლება ასევე იყოს ძალიან მცირე რაოდენობით კვარცი, რომელიც კანცეროგენულ ნივთიერებათა ჩამონათვალშია.

წყარო

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.