
კანაფის თესლი – 10 საინტერესო ფაქტი
უკვე აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ კანაფის თესლი გამოსადეგი რამ არის, ამაზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობს ყოველდღიურად.
- დღესდღეობით ხალხი რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს, ხშირად იყენებს კანაფის თესლს როგორც ჯანმრთელ საკვებ დანამატს.
- თვითონ კანაფის თესლების და კანაფის ზეთის (რომელიც თესლებისგან მზადდება) სამკურნალო თვისებების გამო, მათ ხშირად იყენებენ სამკურნალო საშუალებებში.
- ანტიოქსიდანტები, ვიტამინები, მიკროელემენტები, ომეგა-3 და ომეგა-6, რომლებსაც შეიცავს კანაფის თესლი, საშუალებას იძლევიან, რომ კანაფის თესლი გამოიყენონ კოსმეტოლოგიაში, ისეთი პროდუქტების შესაქმნელად რომელიც აახალგაზრდავებს კანს და კვებავს თმას.
- ასევე, კანაფის თესლი ითვლება კარგ ბიოდანამატად დეკორატიული/შინაური ფრინველების საკვებად.
1. კანაფის თესლის გამოყენება მისი თვისებების გამო უძველესი დროიდან დაიწყეს
მისი გაზრდა 5000 წლის წინ დაიწყეს აზიაში და ახლო აღმოსავლეთში. ძველ ჩინეთში კანაფის კულტურა ბევრად უფრო ადრე ჩამოყალიბდა, ვიდრე სოიოს კულტურა. ძველ საბერძნეთში ცნობილი იყო სასმელი რომელიც კანაფის თესლებისგან მზადდებოდა, რომლის დასახელებაც სიტყვასიტყვით “ტანჯვის შემამსუბუქებლად” ითარგმნება. ევროპაში კანაფის მოყვანა დაახლოებით ათასი წლის წინ დაიწყეს.
2. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კანაფის თესლები არის ერთერთი საუკეთესო საკვები დანამატი სკოლის ასაკის ბავშვების რაციონში.
3. კანაფის თესლი – კონცენტრირებული სარგებელი!
ერთი ჩაის კოვზი კანაფის თესლი შეიცავს:
- 24 საათის განმავლობაში მანგანუმის რეკომენდირებული დოზის 50%-ს (ადამიანისთვის);
- რეკომენდირებული კალიუმის რაოდენობის 17%;
- ადამიანისთვის რეკომენდირებული რკინის რაოდენობის 6%.
4. სხვა პროდუქტებს თუ შევადარებთ?
- კანაფის თესლი შეიცავს უფრო მეტ ომეგა-3 და ომეგა-6-ს ვიდრე ზღვაში მობინადრე თევზები.
- კანაფის თესლში უფრო მეტი ამინომჟავებია, ვიდრე ხორცში, ამიტომ მისი რეკომენდირება შეიძლება ვეგეტარიანელებისთვის, რაც მათ თავისი რაციონის შევსებაში დაეხმარებათ.
- სელის თესლებთან შედარებით, კანაფის თესლები 3-ჯერ უფრო მეტ ვიტამინ E-ს შეიცავენ.
5. კანაფის თესლი მშვენიერი საშუალება პოტენციის ასამაღლებლად!
მამაკაცური პოტენციის გასაზრდელად კანაფის თესლები უნდა გააცხელოთ მარილთან ერთად. ასევე კარგი იქნება თუკი დალევთ ჩაისთან ერთად (1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალთან ერთად) თაფლის დამატებით.
6. კანაფის თესლებს ბუდისტები თვლიან ნამდვილ საკრალურ საკვებად.
საიტერესო ფაქტი: ლეგენდის მიხედვით, სანამ ბუდა გასხივოსნდებოდა, 6 წლის განმავლობაში მიყვებოდა დიეტას, რომელშიც ყოველდღიურად ერთ კანაფის თესლს ჭამდა.
7. კანაფის თესლი – აქტიური მრავალწლიანობისთვის.
ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, რომელიც მთიან რეგიონში მდებარეობს და ქვეყნის სხვა ნაწილებისგან მთებისგან შექმნილი ჯაჭვითაა მოწყვეტილი, დაახლოებით 300,000 ადამიანი ცხოვრობს. ამ პროვინციაში არის 100-ზე მეტი ადამიანი რომელმაც 100 წელს გადააბიჯა. აღმოჩნდა, რომ ამ ხალხის მრავალწლიანობის საიდუმლო ის იყო, რომ ხშირად მიირთმევდნენ კანაფის თესლისგან დამზადებულ სუპს.
8. კანაფის თესლი შეიცავს ვიტამინ B8-ს და ფითინს.
ვიტამინი В8 ან მეზოინოზიტი – ნახშირწყლების მიმოცვლის მნიშვნელოვანი მონაწილეა, იგი ქოლესტერინის რაოდენობას აკონტროლებს. ფითინი ეხმარება თირკმელს, რომ ქონი არ დაიდოს და არ “გასუქდეს”. კანაფის თესლი ორივე ნივთიერების ბუნებრივი წყაროა.
9. 1000 კანაფის თესლის წონა საშუალოდ არ აღემატება 20 გრამს!
10. გამორჩეული სარგებელი – გაღვივებული თესლი.
კანაფის თესლის დამატება ბევრ სხვადასხვა საჭმელში შეიძლება, შეგიძლიათ მათგან ჩაი დაამზადოთ, მამკურნებელი ნაყენი დააყენოთ, შეკაზმოთ სალათა და ა.შ. ასევე შეგიძლიათ ე.წ “ბლენდერის” მეშვეობით დაფქვათ და ფქვილს აურიოთ, მაგრამ განსაკუთრებით სასიამოვნოა მისი მიღება უმად, როდესაც გაღვივებულია.
სარჩევი
- 1. კანაფის თესლის გამოყენება მისი თვისებების გამო უძველესი დროიდან დაიწყეს
- 2. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კანაფის თესლები არის ერთერთი საუკეთესო საკვები დანამატი სკოლის ასაკის ბავშვების რაციონში.
- 3. კანაფის თესლი – კონცენტრირებული სარგებელი!
- 4. სხვა პროდუქტებს თუ შევადარებთ?
- 5. კანაფის თესლი მშვენიერი საშუალება პოტენციის ასამაღლებლად!
- 6. კანაფის თესლებს ბუდისტები თვლიან ნამდვილ საკრალურ საკვებად.
- 7. კანაფის თესლი – აქტიური მრავალწლიანობისთვის.
- 8. კანაფის თესლი შეიცავს ვიტამინ B8-ს და ფითინს.
- 9. 1000 კანაფის თესლის წონა საშუალოდ არ აღემატება 20 გრამს!
- 10. გამორჩეული სარგებელი – გაღვივებული თესლი.
- გააზიარე: