No products in the cart.

21 საინტერესო ფაქტი ა.შ.შ-ს 2020 წლის კანაფის ინდუსტრიიდან
კანაფის ინდუსტრია, მთელს მსოფლიოში როგორც ბაზრის ზომით, ასევე ფინანსური მაჩვენებლებით სტაბილურ ზრდას განიცდის. თუმცა ის ფაქტი, რომ კანაფის აკრძალვა ა.შ.შ-ს ჯერ კიდევ ბევრ შტატში მოქმედებს, მიუთითებს იმაზე, რომ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი უმეტესწილად უკანონო ბაზარზე ხვდება.

დღეს, ამერიკელთა 67% ფიქრობს, რომ მარიხუანა უნდა ლეგალიზდეს.
მთლიანი გაყიდვების წილის 87% – შავ ბაზარზე გენერირდება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ რომ, 2022 წლისთვის ინდუსტრიის ლეგალური გაყიდვები 22 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
2020 წლისთვის, ა.შ.შ-ს 33 შტატში კანაფის მოხმარება სამედიცინო მიზნებისთვის ლეგალურია. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კანაფის გაყიდვები სამედიცინო პროდუქციის გაყიდვებს გადააჭარბებს, ხოლო 2027 წლისთვის, ეს ბაზარი მოცულობით – 73,6 მილიარდ დოლარს მიაღწევს. 2020 წლის მონაცემებით, ა.შ.შ-ს კანაფის ინდუსტრიაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულია – 243 700 ადამიანინ. მათი საშუალო ხელფასი კი, სტანდარტულზე – 10,7% -ით მეტია.
სანამ ფაქტების დეტალურად ჩამოთვლას შევუდგებით, გვინდა რამდენიმე ციფრი შემოგთავაზოთ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის 2019 წლის კანაფის ინდუსტრიის „ექსპერტთა აზრი“-დან იმის შესახებ, თუ რას მისცემს საქართველოს მარიხუანას ეკონომიკა?
ლეგალიზების შემთხვევაში, შესაძლოა მოეწყოს მისი სათბურები (2018 წ. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, კანაფის მოყვანა მხოლოდ დახურულ სივრცეში მოიაზრებოდა). რომელთა სავარაუდო საშუალო დანახარჯი – 4 მილიონი ლარია.
ამ ფართობზე მიღებული მოსავლის მოცულობა, 3-7 ტონაა, ხოლო მის გაშრობისა და გადამუშავების შემდეგ, საბოლოო პროდუქტის მოცულობა საშუალოდ 0,8 ტონას შეადგენს.
რაც შეეხება ფასს – გრამის საშუალო ფასად 10 დოლარი, ხოლო, 1 პლანტაციაზე დასაქმებულთა რაოდენობა – 100 ადამიანით განისაზღვრა. (აქ უნდა გავიხსენოთ ამერიკის სტატისტიკა კანაფის ინდუსტრიის საშუალო ხელფასების მეტობის შესახებ)
ნაშრომი გვეუბნება, რომ ერთ ასეთ პლანტაციაზე შესაძლოა პირველივე წელს წმინდა მოგება 10,6267 მილიონი ლარი იყოს, რაც ხუთწლიანი ციკლის განმავლობაში 66 მილიონ ლარს გაცდება. თუ წარმოვიდგენთ რომ, ასეთი პლანტაცია ქვეყანაში მინიმუმ 10 იქნება, ხუთი წლის განმავლობაში მათ შეეძლებათ 1 მილიარდ 330 მილიონის გამომუშავება, ხოლო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტი, დამატებით თითქმის 200 მილიონი ლარით შეივსება.
მარიხუანას ლეგალიზაციის სტატისტიკა
- ამერიკელთა 67% თვლის, რომ მარიხუანა სრულად უნდა ლეგალიზდეს. ეს არის ბოლო წლების მომხრეთა რაოდენობის უპრეცედენტო ზრდა, რადგან ჯერ კიდევ 1969 წელს, ასეთი ადამიანების რიცხვი მხოლოდ 12%-ს შეადგენდა. (Pew Research)
- ა.შ.შ-ს 33 შტატში კანაფის მოხმარება სამედიცინო მიზნებისთვის ლეგალურია. ეს იმ ფონზე, როდესაც მარიხუანა ფედერალური კანონით, ჯერ კიდევ აკრძალულია. ამასთან, 2020 წლს, ოკლაჰომა იყო ერთ-ერთი ბოლო და ამავ დროს, ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული შტატი, რომელმაც სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზება დაუშვა. (ABC News)
- ა.შ.შ-ს კანაფის ბაზარზე, რეკრეაციული მოხმარების გაყიდვების სტატისტიკის გათვალისწინებით, კალიფორნიის ბაზარის მოცულობამ ყველაზე დიდი ციფრი, 5,6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ჯერჯერობით არ არსებობს სამედიცინო მარიხუანის გაყიდვების საბოლოო სტატისტიკა შტატების მიხედვით, თუმცა, ცნობილია რომ კოლორადომ ამ ნაწილში დაახლ. 0,3 მილიარდი გამიმუშავა. (Statista)
- სავარაუდოდ, 2022 წლისთვის მარიხუანას ლეგალური გაყიდვები 22 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ასეთი გზით მისი რეალიზაცია, კი, ა.შ.შ-ს კანაფის ინდუსტრიას ათნიშნიანი ეკონომიკური შედეგისკენ მიიყვანს. (Fool)
- 2020 წლის 1 იანვრიდან, მარიხუანას გაყიდვა21+ ასაკის ადამიანებისთვის 11 შტატში ლეგალურია. ილინოისის შტატი ბოლო იყო, რომელმაც ეს კანონმდებლობა მიიღო. დანარჩენი ათი შტატი ლეგალური მარიხუანისთვის იყო – მიჩიგანი, მეინი, მასაჩუსეტსი, ვერმონტი, ვაშინგტონი, ორეგონი, ნევადა, კალიფორნია, კოლორადო და ალასკა. (Business Insider)
- მოსალოდნელი პროგნოზების მიხედვით, მსოფლიო კანაფის გლობალური ლეგალური ბაზრის ღირებულება2027 წლისთვის – 73,6 მილიარდი დოლარი იქნება. ლეგალიზაცია, მოზრდილებში ხელს შეუწყობს განსაკუთრებით სამედიცინო და რეკრეაციული მოხმარებას. (Grand View Research)
- კანაფის ინდუსტრიის ღირებულება 2019 წელს დაახლოებით 14,9 მილიარდ დოლარად ფასდებოდა. 2019 წელს, წინა წლთან შედარებით წლიური გაყიდვები 45,7% -ით გაიზარდა. (BDS Analytics)
- სავარაუდოდ, მარიხუანის ინდუსტრიის ღირებულება, 2025 წლისთვის 82,9 მილიარდ დოლარს მიაღწევს და შემოსავლების 62.9% -იანი წილით, განაგრძობს ზრდას. არადა, 2019 წელს მარიხუანას საბაზრო ღირებულება, პროდუქტის ტიპისა და ბაზრის წილიდან მიღებული შემოსავლის მიხედვით, დაახლოებით 9,1 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. (Grand View Research)
- მოსალოდნელია რომ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კანაფის რეალიზაცია, სამედიცინო პროდუქციის გაყიდვებს გადააჭარბებს. სამედიცინო მარიხუანას ინდუსტრიის უახლესი სტატისტიკის თანახმად, მოსალოდნელია რომ კანაფის გაყიდვები მედიცინის გაყიდვებს გაუსწრებს. (Fool)
- 2020 წლის ა.შ.შ-ს მარიხუანის ბაზარი დაახლოებით 52 მილიარდ დოლარად შეფასდა და ის დღემდე ერთ-ერთ უდიდეს ბაზრად რჩება. (INC)
- 2020 წლის მთლიანი ბაზრის გაყიდვების 87%, შავ ბაზარზე დაგენერირდა. სამედიცინო მარიხუანის შემოსავლების იგივე სტატისტიკა აჩვენებდა, რომ ბაზარმა ლეგალური გაყიდვებიდან მხოლოდ 6,2 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ანუ, 46 მილიარდ დოლარი – შავ ბაზარზე დარჩა. (INC)
- 2020 წლის მონაცემებით, კანაფის ინდუსტრიაში 243,700 ლეგალური და მუდმივი სამუშაო არსებობდა. ეს იყოიმდროისთვის, ა.შ.შ-ს გაფართოებული ინდუსტრიის მიერ შექმნილი 33,700-ზე მეტი დამატებითი სამუშაო ადგილი. ეს მონაცემი კი, 15% -ით მეტია, ვიდრე 2019 წელს (Leafly)
- 2020 წლის, ა.შ.შ-ს ყველაზე მრავალ დისპენსერიანი შტატად – კოლორადო მოიაზრებოდა (515). თუმცა, მას შემდეგ კანაფის ბაზრის ზომა ფართოვდება, რადგან უფრო და უფრო მეტი შტატი გეგმავს ლეგალური დისპანსერების რაოდენობის გაზრდას სამედიცინო მარიხუანაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. (Statista)
- დისპანსერების საშუალო წლიური შემოსავალი – 3 მილიონი დოლარია. ეს მნიშვნელოვანი ციფრია, რადგან აშშ – ში მცირე ბიზნესის მხოლოდ 9% –ს აქვს წლიური 1 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი. (Statista)
- დისპანსერის წლიური საოპერაციო ხარჯები 1,92 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მარიხუანის სააფთიაქო სტატისტიკის თანახმად, დისპანსერის წარმატებით წარმართვისთვის საჭიროა წელიწადში მხოლოდ 2 მილიონი დოლარი, ან, წლიური შემოსავის დაახლოებით ორი მესამედი. (Statista)
- კანაფის ბაზარი წელიწადში დაახლოებით 21% –ით გაიზრდება. კანაფის ინდუსტრიის წინაშე მდგარი ყველა დაბრკოლებისა და გამოწვევის მიუხედავად, უახლოესი წლების განმავლობაში დადგენილია, რომ ეს ზრდა საკმაოდ მდგრადი იქნება. ყოველი მეხუთე ამერიკელი იყენებს კანაფს და ეს რიცხვი მხოლოდ იზრდება, რაც კიდევ უფრო დიდ მოთხოვნას გააჩენს მოქმედ დისპენსერებზე. (American Cannabis Consulting)
- კანაფის ინდუსტრიაში დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათი საშუალო ხელფასი 10,7% -ით მეტია, ვიდრე ა.შ.შ-ს სტატისტიკური საშუალო შემოსავალი. ამ მონაცემებით, კანაფის ინდუსტრიაში საშუალო ხელფასი 58 511 აშშ დოლარია. (მაშინ როცა ა.შ.შ-ს საშუალო ხელფასი წელიწადში 52 863 აშშ დოლარია). (Marijuana Business Daily)
- 2019 წლის ოქტომბერში უნცია მარიხუანის (28.34 გრ) საშუალო ფასი – 319 დოლარი იყო. ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა კოლუმბიის ოლქში უნციაზე 595 დოლარით, შემდეგ მოჰყვა ილინოისი (353,15 დოლარი) და კონექტიკუტი (332,83 დოლარი). იმ დროისთვის ივარაუდებოდა რომ, 2021 წლისთვის ეს ფასი გასამმაგდებოდა. (Statista)
- ა.შ.შ-ს კანაფის ინდუსტრიის 2020 წლის მონაცემების თანახმად, საშუალოდ, ადამიანები მარიხუანას გამყიდველთან მისვლაზე, 25–30 დოლარს ხარჯავენ. მარიხუანას მოხმარების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ერთ ვიზიტზე, მათი მხოლოდ 8,2% ხარჯავს 100 დოლარზე მეტს. მათი საშუალო დანახარჯი ერთ შენაძენზე 25-30 დოლარს შეადგენს. (Forbes)
- 2020 წლისთვის ლეგალური კანაფის გაყიდვები 17 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. რადგან, ეს ბაზარი დრითიდღე იზრდება. თუმცა, ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი იქამდე, რომ ლეგალურმა საქონელმა ჩაანაცვლოს შავი ბაზარი. მათი მოსალოდნელი გაყიდვების პროგნოზი 2020 წლისთვის დაახლოებით 62 მილიარდია (New Frontier Data).
- 2019 წელს, ინდუსტრიის მედია რეკლამაში – 370,2 მილიონი დოლარი დაიხარჯა. კანაფის რეკლამირების სტატისტიკის მიხედვით, ეს არის უზარმაზარი თანხა, რაც ოდესმე კანაფის რეკლამირებაში დახარჯულა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეკლამების სამიზნე აუდიტორია 21 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები არიან. ინტერნეტ არხები, განსაკუთრებით სოციალური ქსელები, კრძალავს რეკლამის გამოყენებას 21- ასაკამდე ადამიანებზე. (Dash Two)
