როგორ გავუმკლავდეთ კანაფის 3 მთავარ მავნებელს

კანაფის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ბიოლოგიური მავნებლების აღმოჩენა, განეიტრალება და განადგურებაა. ჭკვიანი მებაღეები აკეთებენ ყველაფერს, რათა დაიცვან თავიანთი მცენარეები მავნებლებისგან, რადგან მათზე ზრუნვა ბევრად უფრო რთულია, როდესაც ისინი მცენარეზე აღმოჩნდებიან. თუ თქვენც შეგექმნათ პრობლემა კანაფის 3 ძირითად მავნებელთან, პოსტში ნახავთ, როგორ გაუმკლავდეთ მათ 🙂

ძირითადი რჩევები თქვენი მცენარის დასაცავად

პირველ რიგში, მოდით გადავხედოთ რამოდენიმე რჩევას, თქვენი მცენარის ჯანსაღად დასარჩენად და დასაცავად.

  • დარწმუნდით, რომ თქვენი გროუბოქსი/გროურუმი მთლიანად იზოლირებულია. გამოიყენეთ ქაფი ან სილიკონი ღრეჩოების ამოსავსებად. დალუქეთ მზეგამტარი ფანჯრები და კარები. ჰაერის შემომტან ნებისმიერ საშუალებას დაუყენეთ ფილტრი.
  • ეცადეთ არ შეეხოთ მცენარეებს გარეთ ნაცვამი ტანსაცმლით. თუ თქვენ იყავით გარეთ, გამოიცვალეთ ტანსაცმელი გროუბოქსში/გროურუმში შესვლამდე რათა თავიდან აიცილოთ ქუჩაში აკიდებული მავნე ნივთიერებების ბოქსში მოხვედრა.
  • არ შეუშვათ თქვენი შინაური ცხოველები გროუ-არეაში. არასდროს შეუშვათ თქვენს ბაღში ცხოველები, რადგან მათ შეუძლიათ ატარონ ყველანარი მწერი, რომელსაც თქვენ ვერ დაინახავთ.
  • თქვენი ნივთები შეინახეთ სტერილურად. ყოველი გამოყენების მერე თქვენი ხელსაწყოები გაასუფთავეთ.
  • დაიცავით სისუფთავე. გაწმინდეთ და გაანიავეთ გროურუმი, დაიბანეთ ხელები მცენარესთან შეხებამდე, მცენარის ნარჩენი ფოთლები/ნაფლეთები, მაშინვე მოაშორეთ მიწიდან.

ახლა კი განვიხილავთ სამ მთავარ მავნებელს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან გავრცელებულნი კანაფის ზრდაში.

Spider Mites/ტკიპა-ობობები

ტკიპა-ობობები არიან კანაფის ზრდაში ყველაზე მეტად გავრცელებული და პოტენციურად ყველაზე საშიში მავნებლები. ისინი არიან ძალიან პატარა ზომის (0.4 მმ) არაქნოიდები, რომლებიც ცხოვრობენ ფოთლების უკანა მხარეს, ეკრობიან მათ და წოვენ მცენარის წვენს. მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით ძალიან რთულია, მაგრამ დაავადებულ ფოთლებს ზედა მხრიდან ეტყობათ ბევრი თეთრი წერტილი, რაც გროუერებს ხშირად ერევათ სოკოში ან ობში. ტკიპა-ობობები ასევე მცენარის გარშემო ქსოვენ პატარა ქსელებს, ასე რომ, თუ რაიმე მსგავსი შეამჩნიეთ თქვენს მცენარეს, იცოდეთ რასთან გაქვთ საქმე.

როგორ გავუმკლავდეთ ტკიპა-ობობებს?

ტკიპა-ობობები მარტივად მრავლდებიან მშრალ, თბილ გარემოში. მათი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დააგდეთ ტემპერატურა და გაზარდეთ ტენიანობა თქვენს გროურუმში. მიუხედავად იმის, რომ არსებობს ბევრი შესაწამლი საშუალებები, მათგან უმეტესობა მომწამვლელია და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას კანაფთან.

არსებობს რამოდენიმე ბუნებრივად დამზადებული შესაწამლი საშუალება, რომელთა გამოყენებაც შეიძლება.

Pyrethrum, ნატურალური პესტიციდი, რომლის 3-ჯერ დასხმა 5-10 დღიანი შუალედით, საკმარისი იქნება მათთან გასამკლავებლად.

Azamax და Azatrol ასევე გავრცელებული პესტიციდებია, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს.

ბიოლოგიური კონტროლერები, როგორებიც არიან მტაცებელი ტკიპები და ჭიამაიები ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოქსში ტკიპა-ობობების გასანადგურებლად.

Fungus Gnats/სოკოს კოღოები

სოკოს კოღოები არიან ნაცრისფერი ან შავი შეფერილობის გრძელფეხება კოღოსმაგვარი მწერები, რომელთა ზომა 2-4 მმ-ია. მათი ლარვა თეთრი ან გამჭვირვალეა 4-6 მმ ზომის, და ცხოვრობენ ნიადაგში, იკვებებიან ფესვებით, ორგანული მატერიით და სოკოთი. მათი არსებობა გამოიწვევს მცენარის დასუსტებას, რაც საბოლოოდ რამოდენიმე სახის დაავადებაში გადაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული კოღოები არ ვნებენ მცენარეს, ისინი არიან ლარვის დამდებები და გამავრცელებლები. მარტივად ეკრობიან მცენარის წებოვან ყვავილედებზეც.

როგორ გავუმკლავდეთ სოკოს კოღოებს?

დაბალი ტენიანობის შენარჩუნება და იმაში დარწმუნება, რომ ზედმეტად ხშირად არ რწყავთ მცენარეს, მთავარი გასაღებებია კოღოებისგან თავის დასაცავად. ყველაზე ეფექტური გზაა თქვენი ნიადაგისთვის ფიზიკური ბარიერის შექმნა. ვგულისხმობთ, რომ ნიადაგს ზემოდან შეგიძლიათ შეუქმნათ ქვიშის, პერლიტის ან რაიმე მსგავსი პროდუქტის 4-5 სმ სისქის ფენა, რაც ხელს შეუშლით კოღოებს ნიადაგში ლარვების დადებაში და მათი სასიცოცხლო ციკლი შეჩერდება.

ზრდასრული კოღოების საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ კარგად გავრცელებული და ცნობილი ყვითელი ლენტი (ბუზების ლენტი).

Root Aphids/ფესვის ხოჭოები

სავარაუდოდ, ყველაზე რთულად გასანადგურებელი მავნებლები ფესვის ხოჭოები არიან. პატარა, ხოჭოს მაგვარი მწერები, რომლებიც ცხოვრობენ და საზრდოობენ თქვენი მცენარის ფესვებზე. ზომით 1-2 მმ სიდიდის ხოჭოები, ფერით ძირითადად იმ მცენარეს ემსგავსებიან რომელზეც ცხოვრობენ, ამ შემთხვევაში ძირითადად ყვითელი/მწვანე/ნარინჯისფერი/ყავისფერი ფერის მწერები შეგვხვდება. მათი არსებობის შემთხვევაში მცენარის ფესვები ყვითელი ფერის ხდება, სივდება, მაგრდება რადგან წვენს იწოვენ ხოჭოები და საბოლოოდ იწვევს დაავადებებს, რომელთა გამოც მცენარე დაისტრესება და მოსავალი საგრძნობლად შემცირდება.

როგორ გავუმკლავდეთ ფესვის ხოჭოებს?

თუ ინფექცია ერთხელ გავრცელად, შემდეგ თითქმის შეუძლებელი იქნება ფესვის ხოჭოების განადურება. ნომერ პირველი პესტიციდი მათთან საბრძოლველად არის BotaniGard, საშუალება, დამზადებული ცოცხალი სოკოსგან Beauveria bassiana, რომელიც აავადებს და კლავს ხოჭოებს, შემდეგ კი ავრცელებს სპორებს, თავისი მომავალი “სამიზნეებისთვის”. შეგიძლიათ გამოიყენოთ Pyrethrum-თან ერთად, მაგრამ აუცილებლად მოეპყარით ამ პესტიციდს სიფრთხილით, რადგან მისი გადამეტებით შესაძლოა მცენარე დააზიანოთ. გამოიყენეთ როგორც ნიადაგში დანამატი ყოველ მეორე დღეს, მინიმუმ 6-ჯერ.

ბედნიერ გაზრდას გისურვებთ!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.