
4:20 საერთაშორისო კანაფის დღე
20 აპრილს კანაფის საერთაშორისო ფესტივალის დღეს აღვნიშნავთ იპოდრომზე.
დაწყების დრო 13:00.
თქვენ შეძლებთ მოისმინოთ პრეზენტაციები:• თამარ მღებრიშვილი – კანაფის დეკრიმინალიზაციის ეფექტი მომხმარებლებზე (კვლევის შედეგების წარდგენა) – 14:40• ირმა კირთაძე – კანაფის კულტივაციის საერთაშორისო კვლევის შუალედური შედეგების განხილვა – 15:00• ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე – რა გართულებებით ხვდებიან ნარკოლოგთან კანაფის მომხმარებლები – 15:20• გიორგი მახარაძე – არსებული ლეგალური მხარეები კანაფის სამართლებრივ ჭირლში – 15:40• Cannapedia – მებაღეთა თასის წარდგენა, ახალი წესებითა და განახლებული ჟიურის შემადგენლობით – 16:00• ყველასთვის საყვარელი რეპერი და ჩვენი მეგობარი ზაზა ნოზაძე (Sf-x) რამოდენიმე სიმღერით გაგვიხალისებს დღეს 16:30• იქნება ასევე დიჯეი რომელიც მუსიკალურად გააფორმებს ამ დღეს.• იმ მებაღეებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა “Cannapedia Autoflowers Cup-ში”, რომელიც დასრულდა 17 იანვარს, გადაეცემათ წამახალისებელი საჩუქრები “Royal Queen Seeds”-სგან.• ასევე ადგილზე დაგხვდებათ “ფლი მარკეტის” საზოგადოება და შეძლებთ შეიძინოთ მათი პროდუქცია• სასურველია თან იქონიოთ გამაგრილებელი სასმელი, რადგან ადგილზე იქნება მცირე რაოდენობით, ვინაიდან უცნობია დამსწრეთა რაოდენობა.• ვთხოვეთ ქუჩის თეატრის მსახიობებს საინტერესო გაეხადათ ფესტივალი თავიანთი არტისტობით.• წარმოდგენილი იქნება გროუ შოპების პროდუქცია გამოფენის სახის, თუმცა მსურველებს შეეძლებათ მათი შეძენა ადგილზე.• წამყვანი იქნება ჩვენი ენერგიით და იუმორით სავსე ნიკა გრიგოლია.• გთხოვთ, ყველამ იქონიოს პირდბადე და ანტიბაქტერიული საშუალებები, არ დავაბინძუროთ გარემო და რაც შეიძლება კარგად ჩავატაროთ დღე.
დღის კულმინაცია 4:20-ზე ყველა ერთად ვუკიდებთ ჯოინთს , ხელებს ვწევთ მაღლა და ვიძახით Legalize!!!