
5 ნივთი, რომელიც კანაფის ყველა გროუერს უნდა ქონდეს
სწორი ინსტრუმენტების ქონამ ნებისმიერ სფეროზე შეიძლება იქონიოს ზეგავლენა. ასეთი სფეროებში შედის კანაფის გაზრდაც. არ აქვს მნიშვნელობა მოსავლის რაოდენობის მომატება გსურთ თუ საერთოდ გროუინგის უნარებში დაოსტატება, ქვემოთ მოცემულ 5 ნივთს აქვს პოტენციალი, რომ თქვენი გროუინგის პროცესი ბევრად უფრო მარტივი, დახვეწილი და სასიამოვნო გახადოს.
თერმომეტრი/ტენიანობის საზომი

თუ გინდათ გქონდეთ ერთი ნივთი, რომელსაც თქვენი ბაღის პატრონობა და გადარჩენა შეუძლია, პასუხი ეს ნივთია. ყველა გროუერს ჭირდება თერმომეტრი და ტენიანობის საზომი, ტემპერატურისა და ტენის გასაკონტროლებლად. კანაფის კულტივაცია დამოკიდებულია დღე-ღამის ნათელ და ბნელ პერიოდებში სწორ ტემპერატურაზე, რაც 20°C-დან 27°C-მდე მერყეობს. ასევეა ტენიანობის შემთხვევაშიც. უბრალო საზომის ყიდვას ამაზონზე შეძლებთ სულ რაღაც 10$-ის ფარგლებში.
pH საზომი

pH საზომი, ალბათ ყველაზე დაუფასებელი ნივთია, რომელსაც გროუერების ბაღებში შეხვდებით. მებაღეები ხშირად ფიქრობენ, რომ pH საზომი, მხოლოდ მათთვისაა გამოყენებადი, ვინც ჰიდროპონიკის სისტემას იყენებს, მაგრამ ცდებიან. ნიადაგში გაზრდის შემთხვევაშიც, აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ წყლის მჟავიანობა, რათა არ მოხდეს ნორმაზე მეტი სიმჟავის მიწოდება მცენარის ფესვებისათვის.
თვალების დამცავი სათვალე

გროურუმში რამოდენიმე წუთის გატარებაც კი შესაძლოა საზიანო იყოს თქვენი თვალებისათვის. არ აქვს მნიშვნელობა LED განათებას იყენებთ თუ HPS-ს, სრული სპექტრის აღქმა აზიანებს თვალებს, თუ არ ხართ საკმარისად კარგად აღჭურვილები.
მცენარის სქესის დამდგენი ტესტი

კანაფის გაზრდაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტია, როდესაც არაფემინიზირებული მცენარე მამალი აღმოჩნდება. ბაღებში, სადაც ადგილი ისედაც შეზღუდულია, მებაღეებს არ აქვთ მამალი მცენარის გაზრდის
სურვილი და ეს სრულიად მართებულია. ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ შეიძინოთ მცენარის სქესის დამდგენი ტესტი, რომელიც ადრეულ ეტაპებზევე დაგეხმარებათ დაადგინოთ ძირის სქესი და საჭიროების შემთხვევაში მოიშოროთ ბაღიდან, რათა არ მოხდეს დედალი მცენარეების დამტვერვა.
გამადიდებელი შუშა/ლუპა

როდესაც მოსავლის აღების დრო მოდის, მებაღეები უნდა დააკვირდნენ მცენარის ტრიქომებს, რათა გაიგონ, ბოლომდე დამწიფებულია მცენარე თუ არა. ამაზე პასუხი, ტრიქომებზე დაკვირვებით მიიღება, მაგრამ მათზე დაკვირვება შეუიარაღებელი თვალით ძალიან რთულია. ამიტომ გირჩევთ შეიძინოთ გამადიდებელი შუშა, რომელიც ამ საქმეს ძალიან გაგიმარტივებთ.