8 სასუქი სახლის პირობებში

ნატურალური სასუქი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ადამიანიბის მხრიდან, რათა მიიღონ უფრო დიდი, ძლიერი, და რაც მთავარია, სუფთა მოსავალი.

გთავაზობთ 8 საუკეთესო ორგანულ სასუქს, რომლის დამზადებაც სახლის პირობებშია შესაძლებელი.

ყავის მარცვლები

სასუქი ვეგეტაციისთვის

ყავის მარცვლები, როგორც ნატურალური სასუქი, ერთერთი ყველაზე ცნობილი სასუქია, რომლის მიღებაც სახლის პირობებშია შესაძლებელი.

ყავის მარცვლები არის მჟავე, რაც ხელს უწყობს ძმარმჟავის ბაქტერიების განვითარებას ნიადაგში. ის ასევე შეიცავს 2% აზოტს და სხვა მიკრო და მაკრო ელემენტებს N-P-K 2.1-0.3-0.3

საუკეთესო გზა ყავის მარცვლების გამოყენების, არის მათი შერევა ნიადაგში, რათა ფესვებს პირდაპირი კონტაქტი ქონდეთ მასთან. ყავის მარცვლები ასევე ინარჩუნებენ მჟავიანობას ნიადაგში, რაც ძალიან სასარგებლოა მითუმეტეს საქართველოში, სადაც ონკანის წყლის საშუალო მჟავიანობა 8.0 არის. ყავის მარცვლის მჟავიანობა ~ 5.2.

კიდევ ერთი გზა ყავის სასუქის დასამზადებლად, არის მისი დაფქვა და ჩაყრა წყალში, სადაც გაჩერდება 24 სააათი და გადაიქცევა სასარგებლო ნივთიერებებით სავსე ნაზავად. ეს ნაზავი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ორგანული მჟავიანობის დამწევი და ზრდის დამაჩქარებელი.

ზუსტი რაოდენობები დადგენილი არაა, ასე რომ შეგიძლიათ უბრალოდ “თვალის ზომით” მოიხმაროთ, ვინაიდან ამ მიქსს არ აქვს “Overdose”.

ნაცარი

სასუქი გვიანი ყვავილობისთვის

ნაცარი იდეალური დამხმარე სასუქია ყვავილობის ბოლო სტადიაში. ის მდიდარია კალიუმით და ფოსფორით. ასევე იყენებენ როგორც ტრიქომების მოსამატებელ საშუალებას. ნაცარი ასევე ეფექტურია მწერებთან საბრძოლველად.

საუკეთესო გზა ამ სასუქის დასამზადებლად არის მისი ნაყენის გაკეთება. ამისთვის უბრალოდ აიღეთ ნაცარი, ჩაყარეთ წყალში, გააჩერეთ 24 საათი და დამხმარე სასუქი გვიანი ყვავილობისთვის მზადაა. ზუსტი რაოდენობა უცნობია ვინაიდან გამოიყენება როგორც დამხმარე სასუქი.

ბანანის ჩაი

სასუქი მთლიანი ციკლისთვის

ბანანი ცნობილია კალიუმის მაღალი შემცველობით. კალიუმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი კანაფის ზრდისთვის. კანაფი მას მოიხმარს სრული ციკლის განმავლობაში. კალიუმი (K) ეხმარება მცენარეს აწარმოოს შაქრები, სახამებლები და კარბოჰიდრატები.

კალიუმი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტერპენებთან დაკავშირებული ცილების ბიოსინთეზში, ფესვების მიერ წყლის ათვისებაში და სტომატას დაკეტვა გაღებაში. (სტომატა არის ფოთოლზე არსებული ფორები, რომლის საშუალებითაც მცენარე იღებს ან უშვებს წყალს).

ბანანის ჩაის მისაღებად აიღეთ 3 ბანანის ქერქი, ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში, დააყარეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და აადუღეთ, როცა გაცივდება ამოიღეთ ქერქი და სასუქი მცენარის მთლიანი ციკლისთვის განსაკუთრებით ყვავილობისთვის მზადაა. ბანანის ქერქის N-P-K 0-3-42

რეზულტატებმა აჩვენეს რომ ამ სასუქის მოხმარება ყვავილობის ბოლო 6 კვირაში დააახლოებით 20%-ით ზრდის ყვავილედების სისქეს.

ჭინჭრის ჩაის სასუქი

ფოთლოვანი კვების სასუქი, მავნებლებისგან დამცავი საშუალება

ჭინჭრის ჩაი უფრო მეტია, ვიდრე სასუქი. ის ასევე გამოიყენება სხვადასხვა მავნებლებისგან თავდაცვისთვის, როგორც სასუქი კი ის მდიდარია ორგანული აზოტით და სხვა სასარგებლო მინერალებით.

მოიხამრება ფოთლოვანი კვებისთვის და მზადდება იგივე პრინციპით რითიც ბანანის ჩაი. უბრალოდ მოხარშეთ, გააცივეთ, გაწურეთ და მზადაა.

ლუდის საფუარის სასუქი

მრავალფუნქციური სასუქი

ლუდის საფუარი, როგორც წესი, გამოიყენება საკვებად, მაგრამ მასში დიდი რაოდენობით მინერალების, ამინო მჟავების და ცილების აღმოჩენის გამო, წარმატებით იყენებენ მებაღეობაშიც. არ შეგეშალოთ ის ჩვეულებრივ საფუარში.

როგორ მივიღოთ მისგან სასარგებლო სასუქი ჩვენი მცენარეეებისთვის?

ძალიან მარტივად!

უბრალოდ გახსენით 1 ჩაის კოვზი ლუდის საფუარი 1 ლიტრ წყალში.

უმჯობესია მისი გამოყენება ყვავილობის ფაზაში, ვინაიდან მდიდარია ფოსფორით და კალიუმით.

კვერცხის ნაჭუჭის სასუქი

სასუქი კალციუმის ნაკლებობის მოსაგვარებლად

კვერცხის ნაჭუჭისგან ცალკე სასუქი არ მზადდება. აუცილებელია მისი დამატება სხვა, სახლში დამზადებულ ორგანულ სასუქებში, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს მცენარეს კალციუმის მარაგი სულ ექნება.

მცენარეში კალციუმის ნაკლებობა არაა ხშირი მოვლენა, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესია დაფშხვნილი კვერცხის ნაჭუჭი, შეურიოთ თქვენს მიერ დამზადებულ ნებისმიერ სასუქში. მისი შერევა ასევე შეგიძლიათ პირდაპირ ნიადაგში.

ოსპის და ლობიოს ჩაის სასუქი

ფესვების სტიმულატორები მდიდარი აუქსინებით

აუქსინები არიან ფიტოჰორმონების ძალიან საჭირო ჯგუფი. ისინი აკონტროლებენ უჯრედების ზრდას და ფოტოტროპიზმს (მცენარის ფოთლების ან ღეროს მოძრაობას სინათლის ძიებისთვის) იწვევს ტოტების ვერტიკალურ ზრდას უჯრედების დრეკადობის ხარჯზე.

აუქსინებს ტრადიციულად იყენებენ გელის ფორმაში, რომელსაც უსვამენ ტოტებს ფესვების სტიმულირებისთვის. ერთერთი ყველაზე ცნობილი “კლონექსი”, აუქსინების სინთეტიკური ფორმაა და ის მშვენივრად მუშაობს ამ ფორმაშიც, თუმცა ამ ფიტოჰორმონს ვხვდებით ორგანულ მატერიებშიც, მაგალითად ზღვის მცენარეებში და ზოგიერთ მარცვლეულში.

ჩაის დასამზადებლად ჩაყარეთ ოსპი ან ლობიო, ან ორივე ერთად წყალში. დატოვეთ ის 24 საათის განმავლობაში შემდეგ შეათბეთ, ცოტათი და დაჭყლიტეთ, რათა მიიღოთ პასტა რომელიც მზად არის თქვენს პატარა მცენარეებს ადვილად გადაალახინოს გადარგვისგან მიღებული ან სხვა ფესვების დაზიანებით მიყენებული სტრესები. ასევე დაგეხამრებათ კლონირებაშიც.

ცხოველების განავალი

სრული ციკლის სასუქი

სხვადასხვა ცხოველის განავალში სხვადასხვა NPK შემცველობაა. მათ ზუსტ შემცველობას შემდეგ პოსტში გაიგებთ.

რაც შეეხება მისგან სასუქის წარმოებას, არის წესები, რისი დაცვაც აუცილებელია შემდგომი გართულებებისა და უკეთესი ხარისხიანი სასუქის მისაღებად.

ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი არის ის, რომ განავალი უნდა შეგროვდეს მშრალ კონდიციაში და უნდა დაკომპოსტირდეს მინიმუმ 2 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში განადგურდება მავნე ბალახის თესლები და მასში შემავალი ელემენტები გადავა მცენარისთვის უფრო სასარგებლო და ადვილად ასათვისებელ ფორმაში.

სულ ეს იყო, წარმატებულ გროუს გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.