8 რჩევა თუ როგორ მოვიქცეთ ზედმეტი კანაფის მიღებისას

კანაფის ნებისმიერი მომხმარებელი გეტყვით, რომ არსებობს ერთი გრძნობა, რომელიც არავის მოსწონს. ეს არის ის მომენტი,  როდესაც ხვდებით რომ ზედმეტი მოგივიდათ.  შეიძლება საკვებმა კანაფმა (Edibles) სამი საათის შემდეგ დაიწყო მოქმედება, ან გინდოდათ მეგობრებში გამოგეჩინათ თავი და უფრო ღრმად ჩაისუნთქეთ, შეიძლება უბრალოდ ნაკლებად ტოლერანტული ხართ, მრავალი მიზეზი არსებობს რის გამოც შეიძლება მსგავს სიტუაციაში ჩავარდეთ. როდესაც ასეთი რამ გემართებათ შესაძლოა საკმაოდ ცუდი გამოცდილება მიიღოთ.

არ შეგეშინდეთ! უმეტეს ჩვენგანს გამოუცდია ეს არასასიამოვნო, გადამეტებული კანაფის ეფექტი. საბედნიეროდ არის გზები, რომლებიც დაგეხმარებათ  დამშვიდდეთ და დაძლიოთ გადაჭარბებული კანაფის ზემოქმედება.

1. პანიკის გარეშე

მოდი დავიწყოთ უსაზღვრო სიბრძნით “ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში” -დან.

პანიკის გარეშე. შენ კარგად ხარ და ყველაფერი კარგად არის.

 “Greening out”-ის (ზედმეტი კანაფის მიღება) უმეტესი სიმპტომები გაიფანტება რამოდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში, შეიძლება ცოტა ფეხზე დგომა გაგიჭირდეთ თუმცა ყველა ეს შეგრძნება გაივლის, გვენდეთ.

ასევე, რაც არ უნდა გქონდეთ მოსმენილი,  კანაფის გადამეტების გამო ფატალური შედეგი ისტორიაში არასოდეს დაფიქსირებულა. ასე რომ იმის მიუხედავ თუ რამდენად შეშინებული ხართ ანდა რამდენად ცივი ოფლი გასხამთ,  ნამდვილად არაფერი მოგივათ ზედმეტი მოხმარებით.

2. იცოდეთ თქვენი ლიმიტი მიღებამდე.

თუ შესაძლებელია შეეცადეთ, რომ წინასწარ მოემზადოთ თქვენი ამტანობიდან გამომდინარე. ეს რჩევა ნამდვილად არ დაგეხმარებათ, როდესაც უკვე ზედმეტი მოგივიდათ, თუმცა შემდეგისთვის ნამდვილად გამოგადგებათ მსგავსი სიტუაციის თავიდან აცილებაში.

მოიხმარეთ კანაფი მეგობრებთან ერთად, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ და არ მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ თუ იმაზე მეტს გთავაზობენ, ვიდრე ატანა შეგიძლიათ. შესანიშნავია ახალი მეგობრების შეძენა, თუმცა უცხო ხალხის გარემოცვაში ყოფნა, როდესაც თქვენს საკუთარ სახესაც კი ვერ გრძნობთ, ყველაზე კარგ ვარიანტში უბრალოდ უსიამოვნება იქნება, ყველაზე ცუდში კი შფოთვის დასაწყისი.

არსად იჩქაროთ, განსაკუთრებით, როდესაც საქმე საკვებ კანაფს ეხება. გირჩევთ დაიწყოთ სტანდარტული 10 მილიგრამით (შესაძლოა 5-თაც თუ ნამდვილად გსურთ რომ ეფექტი ძლიერი არ იყოს) და დაელოდეთ მინიმუმ ერთი საათი თუ ორი არა, სანამ დოზას გაზრდით. იგივე ეხება მოწევასაც – თუ მიჩვეული ხართ შიგადაშიგ მხოლოდ ერთ დარტყმას, ნამდვილად არ გირჩევთ ერთი საათი „Puffing and Passing“ წრეში ჯდომას.

3.  ცადეთ წყალი და მსუბუქი სნექები.

წყალი, წყალი და წყალი – არ დაგავიწყდეთ ჰიდრატაცია! არ აქვს მნიშვნელობა წყალი გირჩევნიათ თუ წვენი, მთავარია ცივი სასმელი ახლოს გქონდეთ (სასურველია კოფეინს არ შეიცავდეს). ეს დაგეხმარებათ გამშრალი პირის პრობლემის მოგვარებაში და ასევე დაგეხმარებათ ფოკუსი გადაიტანოთ მარტივ და ნაცნობ საქმიანობაზე.

4. ახლოს გქონდეთ შავი პილპილი.

თუ გიწევთ პარანოიასთან და შფოთვასთან ბრძოლა, მარტივი საოჯახო ინგრედიენტი შავი პილპილი დაგეხმარებათ. ბევრი ამტკიცებს მის ამ შესაძლებლობას, მათ შორის ნილ იანგიც! შეიყნოსეთ ან დაღეჭეთ ის. თითქმის იმწამიერ შვებას გაგრძნობინებთ.

5. დამშვიდდით და დაისვენეთ.

იპოვეთ მშვიდი, ჩუმი ადგილი, სადაც შეძლებთ დაისვენოთ და ღრმად ისუნთქოთ. გახსოვდეთ, რომ ის დისკომფორტი რასაც გრძნობთ, გაივლის. ჩაისუნთქეთ ღრმად ცხვირიდან და პირით ამოისუნთქეთ. ფოკუსი მიაპყარით სუნთქვის ხმას და უბრალოდ დაისვენეთ.

ხანდახან ძილი საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ ყოველთვის არ არის შესაძლებელი ტვინის გათიშვა. როდესაც იპოვით ჩუმ ადგილს, დაწექით და მოდუნდით. თუ ძილი მოგერევათ, აუცილებლად წაუძინეთ, რომ ენერგია შეივსოთ და თუ ვერ მოახერხეთ დაძინება, უბრალოდ კომფორტულად მოეწყვეთ სანამ უკეთესად არ იგრძნობთ თავს.

6. გაისეირნეთ

თუ ვერ ახერხებთ დაძინებას, ადგილის შეცვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა დაგეხმარებათ. დაიმახსოვრეთ,  რომ ახლოს უნდა იყოთ იმ გარემოსთან სადაც იყავით – ნამდვილად არ გვინდა დაიკარგოთ მაშინ, როდესაც შფოთავთ და პარანოია გჭირთ! თავი შეიკავეთ გასეირნებისგან თუ თავბრუ გეხვევათ და ფეხზე დგომა გიჭირთ და გირჩევთ მეხუთე რჩევას დაუბრუნდეთ.

7. მიიღეთ აბაზანა

თუ თქვენს სახლში იმყოფებით შესანიშნავი გამოსავალია აბაზანის მიღება. ნამდვილად სასიამოვნო ვარიანტია და დაგეხმარებათ რელაქსაციაში.

8. ყურადღება გადაიტანეთ!

ყველა ის აქტივობა, რაც კანაფის ზემოქმედების ქვეშ გასართობი და სასაცილო გვეჩვენება, კარგი გზაა ყურადღების გადასატანად, როდესაც დედამიწაზე დაბრუნებას ცდილობთ. გირჩევთ:

  • სასაცილო ანიმაციის ყურება;
  • თქვენი საყვარელი ალბომის მოსმენა;
  • ვიდეო თამაშები;
  • თქვენ მეგობრებთან საუბარი (რომლებიც, იმედია, თქვენს გვერდით არიან და გამშვიდებენ);
  • ჩაეხუტეთ თქვენს მეორე ნახევარს;
  • ცადეთ გაფერადება (მართლა, უფროსების გასაფერადებელი წიგნები საკმაოდ პოპულარული ხდება)
  • რამე გემრიელობა მიირთვით

რაც არ უნდა აირჩიოთ, დარწმუნდით, რომ ეს თქვენთვის კარგად ნაცნობი აქტივობაა. თქვენი ტვინი პოზიტიურ განწყობას დააფიქსირებს და შეგახსენებთ რომ კარგად და უსაფრთხოთ იმყოფებით.

წყარო

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირვლემა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.