გერმანიაში კანაფი ლეგალური ხდება

2021 წლის 26 ნოემბერი.

გერმანიის მთავრობა ელოდება მოზრდილებში კანაფის მოხმარების ლეგალიზაციას კანონის შემოტანას,  ამ დროს კი BusinessCann-ი იკვლევს მიწოდების გამოწვევებს და კანონმდებლობის ფორმირების შესაძლებლობებს.

ჯერ კიდევ 2015 წელს გერმანიის გრინსის პარტიამ კანაფის კონტროლის აქტი (CCA) გამოაქვეყნა.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის პარლამენტში ამასთან დაკავშირებით პროგრესი არ ყოფილა, დღეისთვის უკვე გაჩნდა პირველი ევროპული კანაფის ბაზარი და მან უკვე დაიმკვიდრა მესამე ადგილი ურუგვაისა და კანადის შემდგომ.

მწვანეთა მთავარი მიზანი „ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის ნარკო-პოლიტისგან დაცვაა.

მათ ეხმაურება ჯანდაცვის ექსპერტი კარლ ლაუტერბახი სოციალ დემოკრატიული პარტიიდან და აცხადებს , რომ კანაფის ლეგალიზაცია მომხმარებელს საშიში მინარევებისგან დაიცავს.

ე.წ. „შუქნიშანთა კოალიციის“ მესამე წევრიც, თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) არჩევნებში როგორც კანაფის მომხრე , ისე იბრძოდა .სამივეს კი  თავისი 416 ერთობლივი ადგილით,  თითქმის 50 მანდატით ჯანსაღი უმრავლესობა ექნება.

კანაფის კონტროლის აქტი

სამი მხარე უკვე თითქმის ორი თვეა ჩართულია მოლაპარაკებებში . მათ ოთხშაბათს გამოაცხადეს თავიანთი პოლიტიკის დღის წესრიგი, განცხადება დეტალებს მოკლებული იყო, მაგრამ კანაფთან დაკავშირებით ასეთი რამ ითქვა:

ჩვენ წარმოგიდგენთ კონტროლირებად სადისტრიბუციო სისტემას ზრდასრულებისთვის ლიცენზირებულ მაღაზიებში პროდუქტის მოსამარაგებლად. ხარისხი შემოწმებული იქნება , რაც მოგვცემს გარანტიას , რომ პროდუქტის შემცველობაში არ იქნება მინარევები და ასევე დაცულები იქნებიან არასრულწლოვნებიც. ჩვენ ამ კანონს ოთხ წლიანი სოციალური გამოკითხვების შედეგად დავამტკიცებთ.

გერმანიის ყოფილმა დეპუტატმა  კაი-ფრიდრიხ ნიერმანმა და ყოფილმა ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის სპიკერმა ბურხარდ ბლაინერტმა, გამოაქვეყნეს 2021 წლის ზაფხულის განმავლობაში რეკრეაციული THC ს ანგარიში .

იგი ხაზს უსვამს იმას, რომ შავი ბაზრიდან ლეგალიზებულ კომერციულ პროდუქტზე გადასვლა წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას. CCA არის პროგრესული ბაზა, რომელიც ერთდროულად ყველა ასპექტის გაკონტროლებით უნდა დაიწყოს . დაარეგულიროს კანაფის კონტროლირებადი განაწილების ყველა ასპექტი და გარდაქმნას ის თავისუფალი ბაზრის მოდელად.

ბაზრის მომარაგება

2018 წელს, პროფესორმა იუსტუს ჰაუკაპმა, წამყვანმა გერმანელმა ეკონომისტმა რეგულირებადი ბაზრების დარგში, დაასკვნა, რომ შავ ბაზარზე დაახლოებით 4,6 მილიონი მომხმარებელია, რომლებიც წელიწადში დაახლოებით 500 ტონა კანაფს მოიხმარენ.

“THC ანგარიში” მიიჩნევს, რომ ეს შეფასება არასწორია ,  რადგან ბაზარს სჭირდება წლიური მიწოდება დაახლოებით 800 ტონა კანაფი . ხოლო სამედიცინო კანაფის პროგრამისთვის ამჟამად საჭიროა წელიწადში დაახლოებით ოცი ტონა სამედიცინო მარიხუანა.

მოხსენების თანაავტორი ბ-ნი ნიერმანი ვარაუდობს, რომ თეორიულად , მხოლოდ კანადასა და ურუგვაის შეუძლიათ რეკრეაციული მარიხუანას ექსპორტზე გატანა, ეს კი გერმანიის ხელისუფლებისთვის დილემას წარმოადგენს.

ის ამბობს: ”მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულთა გამოყენება უდავოდ გაზრდის შიდა მიწოდების ჯაჭვს, პროდუქტი იქნება მხოლოდ ენერგო ინტენსიური და ძვირადღირებული კანაფი.

„თუმცა ეს ყველაფერი საეჭვო ხდება ,  რადგან ადგილობრივ ფერმერებს არ აქვთ ტექნიკური ცოდნა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ მაღალი ხარისხის THC ჯიშების კულტივაცია“

თუმცა, დაამატა რომ სამედიცინო ბაზრის განვითარებასთან ერთად , გაჩნდება შესაძლებლობა, რომ გერმანია სამედიცინო მარიხუანით უზრუნველყონ ისეთი ლიცენზიის მქონე ქვეყნებმა , როგორებიც არიან კოლუმბია , ლესოტო , საბერძნეთი , ჩრდილოეთ მაკედონია და სხვა.

„მათ უნდა შეეძლოთ სწრაფად და ლეგალურად დააკმაყოფილონ ყველა მოთხოვნა რა ევროპაში კანაფის უმსხვილესი ექსპორტიორები გახდნენ.“

საცალო გაყიდვის კვალი

„THC ანგარიში“ ხაზს უსვამს იმას, რომ ერთ-ერთი გახმაურებული საკითხი, რომლის წინაშეც ხელისუფლება დგას, არის ყოვლისმომცველი, ეროვნული, ლიცენზირებული მაღაზიის პრობლემა.  სავარაუდოა , რომ ყველაზე მეტი კანონდარღვევა და შეუსაბამობა პირველ ტალღაზე გამოვლინდება .

”ყველაზე სავარაუდო შეფერხება, რა თქმა უნდა, იქნება საცალო სექტორის ხარჯების შეფასება, რომელიც შეიძლება მერყეობდეს 250,000 ევროდან 1 მილიონ ევრომდე, შენობების, პროდუქტების, პერსონალის ტრენინგის და დასაქმების ჩათვლით,” – ამბობს ბ-ნი ნირმანი.

მით თქმით ახალი მთავრობა მუშაობს იმ საკითხებზე , რაც CCA ში გადაუჭრელი იყო. ესენია: მიდგომა რეკლამასთან, საფოსტო შეკვეთასთან და სახელმწიფოთა ჩარევა მაღაზიებს შორის მინიმალური მანძილის რეგულირებასთან დაკავშირებით – ე.წ. ზონირება.

ფასები და გადასახადები

შავ ბაზარზე ერთი გრამი კანაფის ამჟამინდელი ფასი 8-დან 10 ევრომდე მერყეობს, „ზოგჯერ კი უფრო მაღალია რეგიონიდან და მარაგიდან გამომდინარე“, ამბობს ბ-ნი ნირმანი.

CCA რეკომენდაციას უწევს გადასახადის დაწესებას 4 ევროს გრამზე დაფქული ყვავილებისთვის, 5 ევროს თითო გრამ ჰაშიშისთვის და 6 ევროს თითო გრამ ზეთისთვის.

თუმცა THC ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ ასეთი „მაღალი“ გადასახადის მიღება შეაფერხებს ლეგალური ბაზრის ზრდას.

„კანაფის კონტროლის აქტში გათვალისწინებული გადასახადით 4 ევრო, წარმოების ხარჯებით 1 ევრო, საბითუმო ხარჯებით 2 ევრო და სპეციალიზებული მაღაზიებისთვის 3 ევრო გრამზე, ეს გამოიწვევს 10 ევროს გრამის ფასს. პლუს 19% დღგ, ანუ 11,90 ევრო ჯამში.

”ამიტომ, მით უფრო მნიშვნელოვანია კანაფის გადასახადის თავიდან დაწესება უფრო დაბალ დონეზე, რათა მრეწველობამ თავდაპირველად მიაღწიოს შესაბამის ადეკვატურ ზღვარს და ამით შეძლოს კონკურენცია გაუწიოს შავ ბაზარს. საჭიროების შემთხვევაში, კანაფის გადასახადი შესაძლოა მოგვიანებით გაიზარდოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პირადი ფლობა, კულტივაცია, წარმოება და სამუშაოები

2015 წლის CCA განაცხადა რომ ზრდასრულებს – (18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს) – უფლება აქვთ ჰქონდეთ 30 გრამამდე კანაფი და კერძო ტერიტორიაზე პირადი გამოყენებისთვის მოიყვანონ სამი მდედრობითი კანაფის მცენარე

ეს ასევე შესაძლებლობას იძლევა გაიხსნას ადგილები მოსაწევად, მარიხუანას საკვები და პროდუქტებისთვის სასმელი პროდუქტებისთვის , თუმცა ასეთი ადგილის გასახსნელად სრული შემოწმება იქნება სავალდებულო.

2015 წლის ვერსია არ გამორიცხავს კულინარიულ მოხმარებასა და ალკოჰოლში გაზავებას.

თვის დასაწყისში პროფესორმა ჰაუკაპმა განაახლა თავისი კვლევა ბაზრის შესახებ და განაცხადა, რომ კანაფის რეფორმამ შეიძლება გაზარდოს საგადასახადო შემოსავალი 3,34 მილიარდი ევროს ოდენობით და დაზოგოს პოლიციისა და სასამართლო სისტემის ხარჯების 1,36 მილიარდი ევროთი.

მან ასევე თქვა , რომ კანაფის წარმოების ინდუქტრია შექმნის 27 000 სამუშაო ადგილს სრულ განაკვეთზე , წარმოებიდან წერტილიდან მიწოდების წერტილამდე არსებულ ჯაჭვში .

გაცდება თუ არა კანონპროექტი უზენაეს პალატას?

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა კომენტატორმა გამოთქვა შეშფოთება, უზენაესი პალატისგან ლიბერალიზაციას შესაძლო შეფერხების შესახებ — ბ-ნი ნირმანი ამბობს, რომ „ნარკოტიკების შესახებ კანონი ფედერალური საკითხია, და მისი გადაწყვეტა მხოლოდ ბუნდესტაგის ფედერალურ მთავრობას შეუძლია“.

საერთაშორისო ვალდებულებები

თუ გერმანიამ კანაფის ლეგალიზება მოახდინა, ის  გასცდება 1961 და 1971 წლის 30 მარტის ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ერთიანი კონვენციის წესდებას. შესაბამისად, საჭიროა მოძებნოს გამოსავალი, თუ როგორ შეიძლება შესრულდეს ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

ურუგვაიმ რეკრეაციული კანაფის ლეგალიზებისას ადამიანის უფლებების დაცვა მოითხოვა და ამტკიცებდა, რომ აკრძალვამ გამოიწვია ძალადობა, ექსპლუატაცია და ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი სხვა დარღვევები.

თუმცა, შემდგომში იგი რამდენჯერმე გააფრთხილა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭომ (INCB) და სანქციებითაც დაემუქრა.

INCB სანქციებით კანადასაც ემუქრებოდა, თუმცა მიუხედავად სახელმწიფო სამედიცინო კანაფის პროგრამის შენარჩუნებისა, სანქციები არასდროს დაუკისრებიათ.  რამეთუ ის აკმაყოფილებს ერთიანი კონვენციის მოთხოვნებს და ამარაგებს მსოფლიოს დიდ ნაწილს. „INCB-ამაზე თვალი დახუჭა“ ამბობენ THC ანგარიშის ავტორები.

შემდგომი ნაბიჯი არის ერთიანი კონვენციის დენონსირება CCA თვლის , რომ ეს არის პროცესი რომელსაც მინიმუმ 18 თვე დასჭირდება.

საქონლის თავისუფალი გადაადგილება

გერმანია ევროკავშირის წევრია, ასე რომ გერმანიაში  გასაყიდი საქონელი, პრინციპში, დაშვებული უნდა იყოს დანარჩენ 26 წევრ ქვეყანაშიც.

თუმცა, ხელშეკრულების 36-ე მუხლის თანახმად, როდესაც საქმე ეხება საქონლის თავისუფალი გადაადგილების აღიარებას, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ მოითხოვონ „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა,“, ამბობს ბ-ნი ნირმანი.

„ეს სავსებით შესაძლებელი იქნება THC-ით მდიდარი კანაფის შემთხვევაში, რადგან მას გააჩნია ფსიქოაქტიური ეფექტი“ – თქვა მან.

ვადები

რაც შეეხება იმას, თუ როდის შევა ძალაში კანაფის ზრდასრულთა გამოყენების ბაზარი, „THC ანგარიში“ ვარაუდობს, რომ CCA-მ თანხმობა შეიძლება მიიღოს 2023 წლის მარტში, რეგულირებადი ბაზარი კი 2024 წლის 1 აპრილს გაიხსნას.

დასკვნაში ნათქვამია: დიდი გამოწვევა იქნება რეფორმის ისე შემუშავება , რომ შავი ბაზრის სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრა მოხდეს. ასევე დასამუშავებელია ისეთი საკითხები ,როგორებიცაა გასაცემი ლიცენზიების რაოდენობა და კანაფის პროდუქტებზე თავდაპირველად დასაწესებელი საგადასახადო განაკვეთი .

„ასევე აუცილებელია , რომ ბავშვებსა და მოზარდებში კანაფის მოხმარება მკაცრად გაკონტროლდეს და გატარდეს საგანმანათლებლო კურსები კანაფის მოხმარების საფრთხეებთან და საშიშროებებთან დაკავშირებით.

ბიზნეს რეაქცია

გერმანიის კანაფის მრეწველობის ასოციაცია (BvCW) მიესალმა კოალიციის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ: „ის შექმნის საფუძველს გონივრული მომავლისთვის, რათა განვითარდეს კანაფის მცენარის პოტენციალი” ევროპის ეკონომიკასა და გერმანიის 83 მილიონიან მოსახლეობაში

დოქტორი სტეფან მაიერი

კომპანიის პრეზიდენტმა, დოქტორ სტეფან მაიერმა თქვა: „კანაფის ინდუსტრიის მსგავსად,  ჩვენც მივესალმებით კოალიციურ შეთანხმებას, რომელიც კანაფის სექტორში მომავალი რეფორმების განხილვის კარგ საფუძველს მოგვცემს. სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს რომ არსებობს შესაბამისი გზები ,  კანაფის ინდუსტრიას შეუძლია გაიაროს ისეთი მარეგულირებელი საკითხები, როგორიცაა ხარისხის უზრუნველყოფა, ბავშვებისგან დაცვა, მომხმარებელთა ჯანდაცვა ,  გონივრული რეკლამის შეზღუდვები და შესაბამისი გადასახადები. ”

BvCW ამბობს, რომ არსებობს  ჯვარედინი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას და თვლის რომ “სხვა ქვეყნების ლეგალიზაციის შეცდომები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული“

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.