
Anesthesia – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Anesthesia?
Anesthesia Pyramidseeds-ის მორიგი შედევრი ჰიბრიდული ინდიკაა, რომელიც Northern Lights-ისა და Black Domina-ს შეჯვარების შედეგად წარმოიშვა, რომელთა გენეტიკებიც სათუთად იქნა შერჩეული ესპანელი პროფესიონალი ბრიდერების მიერი. მცენარეს გააჩნია ყველა ის თვისება, რაც დიდი ზომის ინდიკებს ახასიათებთ, ყვავილობს სწრაფად და საკმაოდ დიდი მოსავალი აქვს. ვიზუალურად Northern Lights-ის დედობრივი გენი მოყვება. არის კომპაქტური და სწრაფად მზარდი, სქელი, მოგრძო ზომის მუქი ყვავილედები კი მწვანე კრისტალებითა და წებოთია დაფარული.
მცენარეს მოტკბო სურნელი აქვს, რომელსაც მომჟაო მძაფრი არომატი დაკრავს. ეფექტები განსაკუთრებით სასიამოვნო და დამაწყნარებელია, აქვს ფიზიკური High. იდეალურია პაციენტებისთვის, რომლებიც ებრძვიან შფოთვას, უძილობას, ფიზიკურ გადაღლილობას, სტრესს.
Anesthesia-ის ეფექტები და მახასიათებლები
ეფექტები

სამედიცინო თვისებები

გვერდითი მოვლენები

Anesthesia-ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ
ინფორმაცია გაზრდის შესახებ

ქიმიური შემადგენლობა

გენეტიკური მშობლები
Northern Lights (ინდიკა), Black Domina (ინდიკა)
Anesthesia-ის არომატი

რჩევები Anesthesia–ის გაზრდასთან დაკავშირებით
გაზრდის ტექნიკა
ანესთეზია Pyramidseeds-ის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გასაზრდელი სთრეინია. 90%-იანი ინდიკას გენეტიკის გამო იზრდება დაბუჩქული, ხშირი ტოტებითა და სქელი ყვავილედებით. საჭიროა შეინარჩუნოთ აირაცია. გამოიყენეთ LST, Topping, ან სხვა ტექნიკები. იკვებება საკმაოდ ძლიერად, ყვავილობაში ჭირდება ფოსფორით დახმარება.
ყვავილობის დრო: 8 კვირა
მოსავლიანობა: საშუალო
გაზრდის სირთულე: მარტივი
კლიმატი: იდეალური ტემპერატურაა 22-27°C გრადუსი. შეინარჩუნეთ მუდმივი აირაცია ტოტების გასამაგრებლად და სოკოს თავიდან ასაცილებლად. არ უყვარს მაღალი ტენიანობა, განსაკუთრებით ყვავილობაში. აკონტროლეთ ნათურის დაშორება.
Indoor/Outdoor: ძირითადად იზრდება Indoor-ზე, იდეალურია ბოქსში/ტენტში გასაზრდელად, ვეგეტაციური ზრდის გახანგრძლივებისა და ტექნიკების გამოყენების საშუალებით შეგიძლიათ დაფაროთ 1 მ2-მდე.
კვება: დარგეთ წინასწარ შეზავებულ მაღალი ხარისხის ნიადაგში. 12-16 დღის ასაკიდან დაიწყეთ გამოკვება. ყვავილობაში მიეცით ფოსფორი.
დამატებითი ინფორმაცია
THC-ს შემადგენლობა: 18%
CBD-ს შემადგენლობა: 0.01-0.08%
სიძლიერე: მაღალი
გენეტიკა: 10% სატივა/90% ინდიკა