სომხეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით სამრეწველო კანაფი დაალეგალიზა

სომხეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო ”ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი

კანონპროექტი არეგულირებს კანაფის სამრეწველო ჯიშების მოყვანის პროცესს, საიდანაც შეიძლება hemp-ის მიღება (ტექსტილის მრეწველობისთვის), აგრეთვე კანაფის ზეთის მიღება (საკვები და კოსმეტიკური მიზნებისათვის) მთავარი მოთხოვნა: დასაშვებია მხოლოდ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შეზღუდული შემცველობა (კანაფის მთავარი ფსიქოაქტიური ნივთიერება). მცენარეებში THC უნდა იყოს არაუმეტეს 0,3% და დადასტურდეს შესაბამისი სერტიფიკაციით. ასეთი დაბალი THC-ს შემცველობით , წამგებიანი იქნება მისგან ნარკოტიკული ექსტრაქტების დამზადება (მითუმეტეს, ხელოვნური გზით)კანაფის მოყვანის ან ვაჭრობის ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით და საჭიროების შემთხვევაში განახლდება. ნარკოტიკული საშუალების წარმოებასა და რეალიზაციაში კრიმინალური წარსულის მქონე პირებს არ შეეძლებათ ლიცენზიის მიღება, მაშინაც კი, თუ ნასამართლეობა მოხსნილია.ამ ეტაპზე წარმოება დაიშვება დახურულ სივრცეებში, რათა შემცირდეს სხვადასხვა რისკები.ტექნიკური კანაფის კულტივირება დაშვებულია ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-ში (რიგ შტატებში) და რუსეთში. კანაფის ჯიშიდან გამომდინარე, ერთი ჰექტარიდან 200-210 ლიტრამდე ზეთი და 6 ტონამდე ჩალის მიღებაა შესაძლებელი (საიდანაც, თავის მხრივ, 1,5 ტონა ბოჭკო მიიღება).

ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა საუბრისას აღნიშნეს, რომ კანონპროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია პოტენციური უცხოუელი ინვესტორების მხრიდან

ტექსტი თარგმნა Growing.ge

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.