B ვიტამინები და მათი მნიშვნელობა კანაფში

B ვიტამინები თქვენი მცენარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენენ და ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებენ მოსავლის რაოდენობაზე. ამ პოსტში შევეცდები დეტალურად გადმოგცეთ ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რას აკეთებენ ისინი მცენარეში და რატომ არის აუცილებელი თქვენი მცენარის კვების რაციონში B-52 სასუქის შეტანა.

როგორ ეხმარებიან B ვიტამინები მცენარეს?

  • ფოლის მჟავა ეხმარება მცენარეს შეინარჩუნოს ჯანსაღი მეტაბოლიზმი და დნმ, მაგრამ ფოლის მჟავა ადვილად იშლება მცენარეში, განსაკუთრებით ძლიერი ნათების დროს. ტესტებმა აჩვენა, რომ ფოლის მჟავა ზრდის მოსავლის რაოდენობას და ხარისხს.
  • B5 ვიტამინი არის არსებითი მნიშვნელობის ფუნდამენტალურ უჯრედულ პროცესებში.
  • B1 ვიტამინი ეხმარება თქვენს მცენარეს გამოიყენოს და აწარმოოს კარბოჰიდრატები, რათა თქვენს მცენარეს ჰქონდეს საკმარისი ენერგია ძლიერი ვეგეტაციური ზრდისთვის, ძლიერი ყვავილედებისა და ზეთის წარმოქმნისთვის. ის ააქტიურებს Systemic Acquired Resistance (SAR)-ს იგივეა, რაც აცრა ადამიანებისთვის. ის იცავს მცენარეს დავადებებისგან.
  • B1 ვიტამინი ასევე ეხმარება მცენარეს ფესვების განვითარებაში.
  • B7 ვიტამინი ჩართულია ენზიმურ პროცესებში, ენერგიის წარმოქმნასა და ამინომჟავების სინთეზში.

მცენარეები B ვიტამინებს თავისითაც აწარმოებენ, მაგრამ ამისთვის ისინი იყენებენ საკვებს. როცა მცენარეს უკვე დამზადებულ ვიტამინებს აწვდი მას უწევს ნაკლები ენერგიისა და საკვების დახარჯვა მის დასამზადებლად, რის ხარჯზეც მცენარეს მეტი ენერგია და საკვები რჩება მასის განსავითარებლად.

საქართველოში ბაზარზე ასეთი პროდუქტი მხოლოდ Advanced Nutrients – “B52” გვაქვს. მისი მიცემა შეგიძლიათ მესამე კვირიდან საბოლოო ჩარეცხვამდე-2 მილილიტრი/ლიტრ წყალზე დოზის უცვლელად. მისი გამოყენება ასევე შეგიძლიათ Advanced Nutrients-ის სხვა სასუქებთან ერთადაც.

წარმატებული გროუ მეგობრებო!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.