
ბეტა-კარიოფილენი: ტერპენი შფოთვისა და დეპრესიისთვის
მცენარე კანაფი სავსეა ძალიან ბევრი საინტერესო ქიმიური შემადგენლობებით. მათგან ყველაზე პოპულარული კი კანაბინოლებია. მიუხედავად ამისა, კანაბინოლები არ არის ერთადერთი რამ, რაზეც დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია ტერპენი.
ტერპენები გვხვდება სხვადახვა ჯიშის მცენარეებში. ეს მოლეკულა იწარმოება ტრიქომებში, სოკოსებრ ჯირკვლებში, რომლებიც განლაგებულია კანაფის ყვავილედების და ფოთლების ზედაპირზე.
ტერპენები არიან სურნელოვანი ზეთები, რომლებიც აძლევენ კანაფს სხვადასხვა სუნსა და არომატს. ანუ როცა კანაფით სავსე პარკში ჩასუნავ და შენი ცხვირი სასიამოვნო არომატებით გაივსება, ეს ყველაფერი ტერპენების დამსახურებაა.
დიდი რაოდენობით ტერპენები არის ნაპოვნი კანაფში და ყველა მათგანს გააჩნია ღრმა სამედიცინო დანიშნულება. მაგალითად ტერპენი ბეტა-კარიოფილენი (Beta-caryophyllene (BCP)) იძლევა იმედს შფოთვისა და დეპრესიის დასამარცხებლად.

ტერპენი BETA-CARYOPHYLLENE (BCP)
ეს კონკრეტული ტერპენი აღმოჩენილია სხვა მცენარეებშიც, როგორებიცაა: სვია, შავი პილპილი და როზმარი. მაგრამ რა არის ასეთი სპეციფიკური ამ ტერპენში? როგორც აღმოჩნდა, ის მხოლოდ ძველი ტერპენი არ არის. მას ასევე შეუძლია ჩაანაცვლოს კანაბინოიდებიი.
უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, ენდოკანაბინოიდურ სისტემაში მთავარი რეცეპტორები ირიან CB1 და CB2. THC-ს შეუძლია გააქტიუროს ორივე რეცეპტორი, რის შედეგადაც “ვბოლდებით”, მაგრამ განსხვავებით THC-სა, BCP არ ააქტიურებს ორივე რეცეპტორს, ის მხოლოდ მოქმედებს CB2 რეცეპტორზე და შედეგად ვიღებთ სამკურნალო თვისებებს დაბოლების გარეშე ისევე, როგორც კარგად ცნობილ კანაბიდოლ CBD-ს შემთხვევაში.

მომავლის მედიცინა
მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ამ ტერპენზე ჯერ კიდევ საწყის სტადიებშია, BCP მაინც გვპირდება კარგ შედეგებს, როცა საქმე მის პოტენციურ გამოყენებას ეხება მედიცინაში.
როგორც თაგვებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, ტერპენ BCP-ს გააჩნია პოტენციალი შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ.
ექპერიმენტის დროს შერჩეული იქნენ თაგვები, რომელთაც ქონდათ აშლილობისა და დეპრესიის ნიშნები. როგორც კვლევის დროს დადგინდა, BCP ჩართული იყო ემოციების კონტროლში და ამგვარად ის ებრძვოდა სტრესს, დეპრესიას, აშლილობას და სხვა მსგავს მდგომარეობებს.
კანაფის ჯიშები BCP-ს მაღალი შემცველობით
- Royal Cookies
- OG Kush
- White widow