THC-ს მიღმა: კანაფის შემადგენელი ტერპენები

იცოდით რა იყო კანაფის ტერპენები? როგორც ჩანს თქვენმა ცხვირმა იცოდა 🙂

მსოფლიოს გარშემო, კანაფის მოყვარულები სხვადასხვაგვარ High-ს იღებენ ყოველდღიურად, და არ იციან რაზეა დამოკიდებული ეს. უმეტესობას მიაჩნია, რომ თუ მცენარეს მაღალი შემცველობით ექნება THC, ის კარგად “დაიბოლება”, მაგრამ არის თუ არა THC კანაფის მთავარი შემადგენელი ნაწილი?

უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი იგებს ტერპენების შესახებ. ეს არის მოლეკულები, რომლებიც მცენარის სუნსა და გემოზე მოქმედებენ. კანაფის ტერპენები არსებობს 150-მდე სახეობა, როგორებიცაა terpineol, linalool, pinene და სხვა. ყველა მათგანი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჩვენს ხასიათზე.

ბევრ თქვენგანს გაგებული გექნება კანაბინოიდების, THC-სა და CBD-ს შესახებ, მაგრამ ტერპენები კანაფის ქიმიური შემადგენლობის ძალიან დიდ ნაწილს წარმოადგენენ. ჩვენ ყოველდღიურად ვიგებთ ახალ-ახალ ინფორმაციებს და ვიღრმავებთ ცოდნას, რომელიც რამოდენიმე წლის წინ მხოლოდ ინდიკა, სატივა და ჰიბრიდის ცოდნით შემოიფარგლებოდა.

მეცნიერება ადასტურებს, რომ ჩვენ უნდა ჩავეძიოთ THC-ს მიღმა, რათა სთრეინის ეფექტების სრული პოტენციალი დავინახოთ. თუ THC ძრავია, ტერპენები მისი ბორბლები იქნება.

“არავის მოწონს ადამიანი პიროვნების გარეშე, ასევეა მარიხუანაც.” – თქვა ედ როზენთალმა, “Marijuana Harvest”-ის თანაავტორმა.

ტერპენები კანაფის ეფექტების მამოძრავებელი ძალაა. როდესაც მცენარის ქიმიურ შემადგენლობა მოლეკულურ დონეზე დაიყვანთ, ნახავთ შედეგებს, რომლებიც დაადასტურებენ ტერპენების აუცილებლობას და ეს იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ტრადიციუალად ინდიკისა და სატივას შედარება.

კანაფის ტერპენები – ფაქტები

2010 წლის შემდეგ, როდესაც The Emerald Cup-მა დაიწყო ტესტირება, თასის გამარჯვებულ სთრეინი აღარ გამხდარა მაღალი THC-ს მქონე ჯიში, არამედ გამარჯვებულების შემადგენლობაში იყო დიდი დოზით სხვადასხვა ტერპენები და კანაბინოიდები, რომლებიც უძლიერეს ეფექტებს ქმნიდა.

ამ და მომდევნო კვირაში, კანაპედია ეცდება მოგაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია ტერპენების, კანაბინოიდებისა და საერთოდ მარიხუანის ქიმიური შემადგენლობის შესახებ, ასე რომ დარჩით ჩვენთან, გააზიარეთ ცოდნა და განავითარეთ #მეტიკულტურა.

ბედნიერ სეზონს გისურვებთ

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.