
Bloom Flora – ქართული წარმოების სასუქები
დღეისათვის კანაფის თემატიკა ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება, რაც აისახება კიდეც ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიების რაოდენობის მატებითა და ქართული პროდუქციის შექმნით.
ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Bloom Flora, თბილისსა და გორში არსებული გროუშოპების ქსელი, რომლის წარმატების მთავარი საიდუმლო მათსავე დამზადებულ სასუქშია.

Bloom Flora-ს სასუქების შესახებ კანაპედიას გუნდი, კომპანიის ერთ-ერთ წარმომადგენელს ესაუბრა.
კ: რა უპირატესობა აქვს Bloom Flora-ს სასუქებს ბაზარზე არსებულ სხვა სასუქებთან შედარებით?
ბ: პირველ რიგში ის უპირატესობაა, რომ ბლუმ ფლორას სასუქი შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი მცენარისთვის, ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში სასუქი გათვლილია კანაფისთვის და შეიცავს ყველა საჭირო საკვებ მინერალს და დანამატს, ზუსტად იმ რაოდენობით რა რაოდენობითაც სჭირდება ზემოთხსენებულ მცენარეს და რაღა თქმა უნდა, დამზადებულია საქართველოში.
კ: რა ქიმიური შემადგენლობა აქვს სასუქს? (NPK)
ბ: ქიმიურ შემადგენლობაში შედის დაახლოებით 13 კომპონენტი, როცა სხვა სასუქებში (სახელს და კომპანიას არ დავასახელებ) მხოლოდ 9 კომპონენტია, როგორც ყველა მცენარის სასუქი, ბლუმ ფლორაც შეიცავს იმ 3 ძირითად კომპონენტს (აზოტი, კალიუმი, ფოსფორი)
კ: როგორ გამოვიყენოთ სასუქი? (ვეგეტაცია/ყვავილობა/სიმწიფე)
ბ: სასუქის მიცემა შეიძლება ადრეული ვეგეტაციის ფაზიდან, სადღაც 10-14 დღიდან, მცენარის ჯანმრთელობისდა მიხედვით… ყოველი ფაზის სასუქს (ვეგეტაცია, ყვავილობა, სიმწიფე) აქვს 2 კომპონენტი N1 და N2 ორივე კომპონენტი უნდა მივცეთ ყოველი სასუქით მორწყვისას. ორჯერ უნდა მოვრწყათ სასუქით, ერთხელ PH 5,5-6,0 წყლით
თავიდან 2,5-2,5მლ 1ლ წყალზე (1 კვირა)
შემდეგ 3,5-3,5 მლ 1ლ წყალზე (1 კვირა)
შემდეგ 4-4 მლ 1ლ წყალზე (1 კვირა)
ასე შეგვიძლია ავიდეთ 5-5მლ მდე.
შეიძლება დოზებით მანიპულაცია ოღონდ გამოცდილი გროუერებისთვის, ჩვენი გროუერები 6-6 მლ და მეტსაც აძლევენ, მაგრამ ეს მეთოდი მხოლოდ გამოცდილებმა იხმარეთ, იმათმა ვინც კარგად ერკვევა როდის რა ჭირდება მცენარეს, რომ გადაჭარბებული დოზა არ გამოგეპაროთ.
კ: რისთვის არის რეკომენდირებული სასუქის გამოყენება?
ბ: სასუქი რეკომენდირებულია ნებისმიერი მცენარისთვის, მაგრამ დოზების დაცვით, მაგ სახლის ქოთნის მცენარეებისთვის შეგვიძლია ნახევარი დოზა გამოვიყენოთ.

კ: რა სახის შეფუთვებშია ხელმისაწვდომი სასუქი?
ბ: სასუქის სამივე ფაზა (ვეგეტაცია/ყვავილობა/სიმწიფე) ხელმისაწვდომია 100 და 200 გრამიან ბოთლებში, ბითუმად შეკვეთის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ზომის სპეციალური ჭურჭელი.
კ: სად და როგორ შევიძინოთ?
ბ: ამჟამად სასუქის შეძენა შეიძლება Bloom Flora-ს მაღაზიებში მისამართებზე
თბილისი: პეტრიაშვილის 4
გორი: ამილახვრის 10
ასევე ჩვენს მეგობარ Seededri-ს მაღაზიებში. დიდი იმედი გვაქვს, მალე გავითქვამთ სახელს ხარისხით, შედეგითა და ფასით, ასე რომ მალე გვიხილავთ სხვადასხვა მაღაზიებშიც.

სასუქის გამოყენების ცხრილი
