
Blue Dream – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Blue Dream?
Blue Dream, სატივა-დომინანტი ჰიბრიდი, რომელიც კალიფორნიაში დაიბადა Blueberry ინდიკასა და Haze სატივას ნაჯვარია და აბალანსებს მთელი სხეულის რელაქსაციასა და ნაზ, სასიამოვნო ცერებრალურ ეფექტებს. დამწყებიც და გამოცდილი მომხმარებლებიც ერთნაირ სიამოვნებას იღებენ Blue Dream-ის წყნარი ეიფორიის გამოცდის შემდეგ. ჯიშს გააჩნია ინდიკა-დომინანტი ფენოტიპებიც, მაგრამ სატივა-დომინანტი ბევრად უფრო გავრცელებულია.
ტკბილი კენკრის არომატით გაჟღენთილი Blue Dream, მალევე გაგრძნობინებთ ყველანაირი სიმპტომის გაყუჩებას, რაც მას იდეალურ სთრეინად აქცევს დილით გამოყენებისათვის მათთვის, ვისაც მაღალი THC-ს შემცველობა ჭირდება ტკივილთან, დეპრესიასთან და უძილობასთან გასამკლავებლად.
Blue Dream-ის ეფექტები და მახასიათებლები
ეფექტები

სამედიცინო თვისებები

გვერდითი მოვლენები

Blue Dream-ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ
ინფორმაცია გაზრდის შესახებ

ქიმიური შემადგენლობა

გენეტიკური მშობლები
Blueberry (ინდიკა), Haze (სატივა)
Blue Dream-ის არომატი

რჩევები Blue Dream-ის გაზრდასთან დაკავშირებით
გაზრდის ტექნიკა
Blue Dream სატივა-დომინანტია და რათქმაუნდა სიმაღლის პრობლემა არ შეექმნება. სწორი “წვრთნებითა” და გასხვლით ეს მცენარე მარტივად და ლამაზად გაიზრდება. ხელი შეუწყვეთ ტოტების გამაგრებას, რადგან ინდიკას მსგავსი ყვავილედების წონას მისი წვრილი ტოტებისთვის პრობლემების გამოწვევა შეუძლია. სწორად გაზავებულ ნიადაგში Blue Dream იდეალურად გაიზრდება და ზუსტად ამის გამო გახდა ის ასეთი ცნობილი.
ყვავილობის დრო: 9-10 კვირა
მოსავლიანობა: მაღალი
გაზრდის სირთულე: Blue Dream არის მცენარე, რომელიც შეცდომების დაშვების საშუალებას გაძლევთ, მისი გაზრდა მარტივია
კლიმატი: იტანს ტემპერატურის ცვალებადობას და უძლებს ცივ ღამეებს, იდეალური ტემპერატურაა 19-26°C
Indoor/Outdoor: იზრდება როგორც Indoor, ასევე Outdoor. გარეთ გაზრდის შემთხვევაში ეს მცენარე ნამდვილად გაგაოცებთ!
კვება: კვებეთ ძლიერად, Blue Dream იტანს დიდი რაოდენობით აზოტს, დამწვრობის გარეშე, მაგრამ არ გადაამეტოთ.