
Blueberry – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Blueberry?
ნამდვილი A კლასის ინდიკა. Blueberry-ს ლეგენდარული სტატუსი მიენიჭა 2000 წელს საუკეთესო ინდიკას ჯილდოს მოპოვების შემდეგ. სთრეინის ისტორია იწყება 1970-იანი წლებიდან, როდესაც ამერიკელი შემჯვარებელი “DJ Short” ექსპერიმენტებს ატარებდა, რამოდენიმე განსხვავებული მიწის წარმომადგენელ ჯიშებზე და თანამშრომლობდა სხვადასხვა სიდბანკებთან და შემჯვარებლებთან. ამის გამო Blueberry-ს სხვადასხვა ფენოტიპები შეიქმნა და პირველი სახე დაიკარგა, მაგრამ უცვლელი დარჩა ჯიშის ტკბილი არომატი და რელაქსაციური, დიდხნიანი ეიფორიული ეფექტები. მომხმარებლების ძირითადი აზრი ამ ჯიშთან დაკავშირებით შემდგომში მდგომარეობს: არანაირი ტკივილი და სტრესი, თქვენი აზროვნება გაიწმინდება და ფოკუსირდება.
Blueberry-ის ეფექტები და მახასიათებლები
ეფექტები

სამედიცინო თვისებები

გვერდითი მოვლენები

Blueberry-ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ
ინფორმაცია გაზრდის შესახებ

გენეტიკური მშობლები
Afghani (ინდიკა), Thai (სატივა), Purple Thai (სატივა)
Blueberry-ის არომატი

რჩევები Blueberry-ის გაზრდასთან დაკავშირებით
გაზრდის ტექნიკა
Blueberry ბრწყინავს გარეთ. დააჩითილეთ ეს ჯიში თქვენს სათბურში და მოემზადეთ, რომ გადარგოთ გარეთ ბოლო ყინვის შემდეგ. გაჟღინთეთ ნიადაგი ხარისხიანი სასუქებით და უყურეთ, როგორ აფრინდება თქვენი მცენარე. გამოიყენეთ Topping, რათა მისცეთ ბუჩქის ფორმა და გაზარდოთ მოსავალი. გასხალით მცენარის ქვედა და მთავარ ღეროსთან არსებული პატარა ტოტები, რათა თავიდან აიცილოთ კვრიტების დაობება და სოკო.
ყვავილობის დრო: 7-9 კვირა
მოსავლიანობა: მაღალი
გაზრდის სირთულე: მარტივი
კლიმატი: საშუალო, ნოტიო კლიმატი, იდეალური ტემპერატურა 18-26 °C. უძლებს ღამის დაბალ ტემპერატურებს, ისე რომ, არ ზიანდება მცენარე და მოსავალი.
Indoor/Outdoor: გაზარდეთ გარეთ, რათა გაიგოთ თუ რა შეუძლია მცენარეს ნატურალური მზის სინათლის მიღებისას. უძლებს ჩრდილოეთის მკაცრ და ცივ კლიმატს.
კვება: როგორ ყოველი გარეთ გაზრდის შემთხვევაში, ახლაც წინასწარ, მიწაში გადარგვამდე უნდა მოამზადოთ და გამოკვებოთ ნიადაგი. ყვავილობის დაწყების შემდეგ მიაწოდეთ ფოსფორი და ნატურალური ჟიჟა შეძლებისდაგვარად.
სარჩევი