Bubba Kush – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე

რა არის Bubba Kush?

Bubba Kush ინდიკა სთრეინია, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა მისი მძიმე ტრანკვილიზატორული თვისებების გამო. ტკბილი ბალახის სურნელს ერწყმის შოკოლადისა და ყავის მადისაღმძვრელი გემო ამოსუნთქვისას, მსუყე ბოლი ავსებს ოთახს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი რელაქსაცია. თავიდან ფეხებამდე გაბუჟებული და მოშვებული ხდები, ამავდროულად ძლიერი ეიფორია ეფინება შენს გონებას, სტრესი ბედნიერი ვაიბებით იცვლება. Bubba Kush აწარმოებს ძლიერ, მსუყე ყვავილედებს რომლებიც მწვანე და იისფერ ტონალობაში შეიფერებიან და მცენარის აგებულებაში ჩაიკარგებიან.

Bubba-ს მცენარის ძლიერი აღნაგობა და ყვავილედების სტრუქტურა ისეთია, როგორიც Afghani-ს შთამომავლებს ახასიათებეთ, მაგრამ მისი ნამდვილი წარმოშობა უცნობია. შემჯვარებელი, რომლის სახელობისაც არის Bubba, ამბობს, რომ ეს ჯიში შეიქმნა OG Kush-ის ჰიბრიდის მიერ უცნობი ინდიკის დამტვერვით, რომელიც ნიუ-ორლეანში იქნა გაზრდილი. მის წარმოშობას ასევე უკავშირებენ Northern Lights-საც. 1996 წლის შემდეგ Bubba Kush ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინდიკა-დომინანტი სთრეინია.

Bubba Kush-ის ეფექტები და მახასიათებლები

ეფექტები

სამედიცინო თვისებები

გვერდითი მოვლენები

Bubba Kush-ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ

ინფორმაცია გაზრდის შესახებ

გენეტიკური მშობლები

OG Kush (ჰიბრიდი)

Bubba Kush-ის არომატი

რჩევები Bubba Kush-ის გაზრდასთან დაკავშირებით

გაზრდის ტექნიკა

Bubba Kush იდეალური სთრეინია ჰიდროპონიკაში გასაზრდელად, რადგან მცენარე სიმაღლეში მოკლე და დაბუჩქული იზრდება და ულამაზესი ტრიქომებით დაფარული ყვავილედების წარმოება შეუძლია. გამოიყენეთ ტოპინგი და SCROG, გასხალით ქვედა ტოტები რათა მცენარემ შეძლოს მთავარი ყვავილედების განვითარება.

ყვავილობის დრო: 8-9 კვირა

მოსავლიანობა: მაღალი

გაზრდის სირთულე: საშუალო

კლიმატი: საშუალო და მშრალი კლიმატი, 18-26 °C. მუდმივი აირაცია აუცილებელია.

Indoor/Outdoor: ძირითადად იზრდება Indoor-ზე, რადგან გარეთ ზრდისას მისი მსუყე ყვავილედები შეიძლება დალპეს ნესტიან ადგილებში.

კვება: Bubba Kush ძლიერი მჭამელია. მის სწორად გაზრდას თავიდანვე ჭირდება დიდი რაოდენობით აზოტი, კალციუმი და მაგნეზიუმი, რათა ბოლომდე განვითარდეს ყვავილობის დაწყებამდე. ყვავილობისას მიეცით ფოსფორის შემცველი სასუქები.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.