კალციუმი/მაგნიუმი/ ყველაზე ხშირი პრობლემა კანაფისთვის

კალციუმი/მაგნიუმი/რკინა (Ca,Mg,Fe)

სწორედ ამ სამი ელემენტის ნაკლებობა არის კანაფისთვის ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რადგან ისინი ვერ იღებენ იმ რაოდენობის კალციუმს, მაგნიუმს და რკინას რაც ბუნებრივად სჭირდებათ. დასაწყისისთვის განვმარტოთ, რა როლს ასრულებენ ეს ელემენტები მცენარის განვითარებაში.

კალციუმი (Ca)

კალციუმი გახლავთ ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი მცენარის მთელი საციცოცლო ციკლის განმავლობაში. იგი დიდ როლს ასრულებს ფესვების ჩამოყალიბებაში და ხელს უწყობს უჯრედების სიცოცხლისუნარიონობას, რაც ძლიერი და ჯანმრთელი მცენარის აუცილებელი პირობაა. გარდა ამისა სწორედ კალციუმის დახმარებით ითვისებს ფესვები მისთვის სასიცოცხლოდ საჭირო მინერალებს და მონაწილეობას იღებს ფოტოსინთეზის პროცესში.

მაგნიუმი (Mg)

მაგნიუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი გახლავთ ქლოროფილის უჯრედოვანი სტრუქურის ჩამოყალიბება, რადგან სწორედ ქლოროფილი აძლევს მცენარეს მწვანე შეფერილობას და ახორციელებს ფოტოსინთეზს.

რკინა (Fe)

მართალია რკინის შემცველობა მცენარეებში შედარებით ნაკლებია თუმცა მას ასევე დიდი როლი მიუძღვის ქლოროფილის წარმოებაში.

როგორც ვხედავთ ამ სამ მიკრო ელემენტს დიდი კავშირი აქვთ ერთმანეთთან და თითოეულის ნაკლებობა ხშირ შემთხვევაში იწვევს დანარჩენების ნაკლებობას.

რამ შეიძლება გამოიწვიოს მათი (Ca,Mg,Fe) ნაკლებობა

  • არასწორმა pH — მა ფესვებში
  • თუკი თქვენ მცენარეს ზრდით ქოქოსის ნიადაგში, ტორფში ან ნებისმიერ გარემოში სადაც ნიადაგი ცოტაა ან საერთოდ არაა.
  • თუ მოსარწყავად იყენებთ დაბალი რაოდენობის მინერალების შემცველ წყალს, მაგალითად გამოხდილს.

როგორ გავიგო თუ ჩემს მცენარეს აკლია კალციუმი/მაგნიუმი/რკინა (Ca,Mg,Fe)

როგორც ზევით აღვნიშნეთ მოცემული ელემენტები უდიდეს როლს ასრულებს მცენარის ზრდა-განვითარებაში, შესაბამისად მათი ნაკლებობა თუ მეტობა საკმაოდ მწვავედ აისახება მცენარეზე და მათი ამოცნობაც არაა რთული.

კალციუმი (Ca)

კალციუმის დეფიციტის დროს პრობლემები იწყება მცენარის ზედა ახალ ამოსულ ფოთლებზე, რომლებსაც უჩნდება მოყავისფრო წერტილები და კარგავს შეფერილობას. ნელდება და შეიძლება მთლიანად შეჩერდეს მცენარის ზრდა. ხანდახან მოყავისფრო ლაქები შეიძლება განვითარდეს ქვედა ფოთლების მხოლოდ იმ ნაწილზე რომელზეც სინათლე ხვდება. საბოლოო ჯამში ლაქები გაიზრდება და ფოთოლი დაიღუპება.

მაგნეიუმი (Mg)

კალციუმისგან განსხვავებით მაგნიუმის ნაკლებობის დროს დაავადება იწყება სულ ქვედა ფოთლებზე და ნელ ნელა მიიწევს ზევით. ფოთლებს ეკარგებათ მწვანე შეფერილობა და იღებენ შედარებით ღია მწვანე ფერს. ასევე ვითარდება მოყავისფრო ლაქები. საბოლოო ჯამში კი ფოთოლი იღუპება.

რკინა (Fe)

რკინის ნაკლებობის შემთხვევაში პირველ ნიშნებს ვატყობთ ახლად ამოსულ ფოთლებზე რომლებიც კარგავენ შეფერილობას და ხდებიან ღია ყვითელი. საგრძნობლად ნელდება ზდის პროცესი. ხშირ შემთხვევაში რკინის დეფიციტს თან ახლავს კალციუმისა და მაგნიუმის დეფიციტის ნიშნებიც.

როგორ ვუშველო ამ ყველაფერს

თუ ზევით აღწერილი სიმპტომებიდან თქვენს მცენარეს ერთ ერთი მაინც აღენიშნება დიდი შანსია რომ დანარჩენებიც მალევე განუვითარდეს. ამ შემთხვევაში კი საჭიროა სხვადასხვა ზომების მიღება:

  • პირველ რიგში ვამოწმებთ ნიადაგის pH და იმის მიხედვით თუ რამდენია იგი ვიღებთ შესაბამის ზომებს. Ph ის შესახებ დეტალური სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს გვერდზე.
  • თუ pH მწყობრშია ესე იგი ჩვენს მცენარეს ბუნებრივად აკლია ზემოთ აღნიშნული ელემენტები (კალციუმი/მაგნიუმი/რკინა Ca,Mg,Fe) ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია ხელოვნურად დაუმატოთ ისინი.

სტატიის წარმდგენია green it

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.