Doctor’s Choice – ის სიახლე, ფემინიზებული Cali Crasher: ახალი სთრეინის მიმოხილვა!

კიდევ ერთი საოცარი მარგალიტი რომელმაც გააფართოვა ფოტოპერიოდული ფემინიზებული ჯიშების კოლექცია – Cali Crasher feminized. გამოშვებული 2022 წლის გაზაფხულზე, მან უკვე დაიპყრო უამრავი გროვერის გული. Cali Crasher-ს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ გახდეს შენი საყვარელი სთრეინი: სატივა დომინანტი, უხვად მზარდი, ძლიერი გენეტიკური ბაზა და შესანიშნავი ეფექტი, რომელიც ნამდვილად დააფრქვევს თქვენ გონებას. 

ჩვენ დავურიგებთ Cannapedia Growers Cup – ის, “Grow” ნომინაციაში მონაწილეებს ჩვენს ახალ სთრეინს, Cali Crasher-ს! Doctor’s Choice-ის გუნდმა გაამზადა ახალი ჯიშის დეტალური მიმოხილვა, რათა გაგიადვილოთ მისი შეყვარება. წავედით! 

Cali Crusher Bud

Cali Crasher feminized – ლეგენდარული გენეტიკის გამორჩეული მემკვიდრეობა

ჩვენ ავირჩიეთ კლასიკური და სანდო ჯიშები მთავარ გენეტიკურ ბაზად Cali Crasher-თვის: Columbian Gold, Kali Mist და AK-47. Columbian Gold იგივე Santa Marta Colombian Gold არის სატივა-დომინანტი ჯიში პირდაპირ სანტა მარტას მთებიდან კოლუმბიაში. მშობელი სთრეინი აჩვენებს წარმოუდგენელ სიცოცხლისუნარიანობას და საკმაოდ მრავალფეროვან ტერპენის პროფილს: ის აერთიანებს მკვეთრ სკანკის ნოტებს და ლიმონისა და ლაიმის მჟავე-ტკბილ სიმწარეს, რის გამოც მას აქვს არაჩვეულებრივი გემო.

ჩვენი გუნდის მიერ ამორჩეული მეორე სთრეინი – Kali Mist, არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სატივა რომელიც დღეს არის ხელმისაწვდომი მსოფლიო ბაზარზე. Crasher-ს მემკვიდრეობით გადაეცა მისი მშობლის ზრდის მოდელი და სტრუქტურა, ისევე როგორც ხანგრძლივი, ძლიერი ფსიქოდელიური ეფექტი.

დაბოლოს, ცნობილი სატივა AK-47 არის მესამე სთრეინი, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ. AK-47 არის კოლუმბიური, ჩინური, მექსიკური და ავღანური ჯიშების ნაზავი, რამაც მკაფიოდ შეუწყო ხელი Cali Crasher-ის გემოს და ეფექტის გაძლიერებაში.

რამდენიმეწლიანი უწყვეტი ბრიდინგის და სელექციის შედეგად, დღესდღეობით ჩვენ ნამდვილად კმაყოფილები ვართ შედეგებით. Cali Crasher არის ლეგენდარული გენეტიკის ბრწყინვალე შთამომავალი, რომელიც ნამდვილად ასახელებს თავისი მშობლების სულს და ძალას.

Cali Crusher under Led Light

ზრდის პროცესი

Cali Crasher-ის მცენარეები ძირითადად წარმოდგენილია 2 ფენოტიპში:

1) სატივა-დომინანტი: მაღალი მცენარეები, მინიმუმ 150 სმ ან/და ზემოთ, ფართო თხელი ფოთლებით და გრძელი კვანძებით. კვირტები მკვრივი და წებოვანია, წააგავს ლოლიპოპის ფორმას

Cali Crusher Flowering

მსგავსი ფენოტიპი კარგად ნაჩვენებია გროვერ Cyrusdavirus მიერ

ზრდის პირობები: indoor

სუბსტრატის ტიპი: ნიადაგი / პერლიტი

ტრენინგები: ტოპინგი / Main-Lining / LST

ნუტრიენტები: Thegreensunshineco

განათება: Electric Sky 300 V 3 LED (x2)

ბმული სრულ გროუ-დღიურზე ➡️ Crasher by Cyrusdavirus

2) მეორე ფენოტიპი ასევე არის სატივა-დომინანტი, მაგრამ უფრო ბუჩქოვანი და კომპაქტური. ზრდის სტრუქტურა უფრო მეტად წააგავს AK-47 გენეტიკას. ძირითადი ღეროს კვირტები მკვრივია, ხის მწვერვალების მსგავსი, ბევრი გვერდითი ტოტებით და კვირტებით.

მსგავსი ფენოტიპი კარგად ნაჩვენებია გროვერი BB_UK -ს მიერ

Grow Box

ზრდის პირობები: indoor

სუბსტრატის ტიპი: ნიადაგი

ტრენინგები: ტოპინგი / LST

ნუტრიენტები: Advanced Nutrients / Dutchpro Nutrients / Growth Technology

განათება: Mars Hydro TSL 2000 LED 300w

ბმული სრულ გროუ-დღიურზე ➡️ Crasher by BB_UK

Cali Crasher Vegetation

ფემინიზებული Cali Crasher ინდორში გვაძლევს არაჩვეულებრივად აქტიურ და ენერგიულ ზრდას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა საკმარისი ადგილი მცენარეს. სივრცის ნაკლებობის პირობებში მცენარის „ტრენინგი“ ძალიან შეგიწყობთ ხელს: Cali Crasher კარგად რეაგირებს FIM-ზე, ტოპინგზე, main-lining-ზე და LST-ზე. ეს საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ ჩამოაყალიბოთ მცენარის სრულყოფილი სტრუქტურა ზრდის პერიოდში, არამედ გავლენას ავლენს საბოლოო მოსავლიანობაზე, რის კვალზეც ის მკაფიოდ იზრდება. იხილეთ გროუ-დღიური 1Right_Angle -ის მიერ, რომელმაც წარმატებით გამოიყენა ტრენინგის სრული სპექტრი.

ზრდის პირობები: outdoor

სუბსტრატის ტიპი: Coco coir / ProMix HP m / პერლიტი / აზომიტი

ტრენინგები: FIM / main-lining / LST / Schwazzing

ნუტრიენტები: Green Planet Nutrients / General Hydroponics / NPK Industries 

ბმული სრულ დღიურზე ➡️ Crasher by 1Right_Angel 

გემო და ეფექტი

Cali Crasher -ში მკაფიოდ იგრძნობა მშობლების გავლენა და მემკვიდრეობა, რაც პირდაპირ აისახება მის გემოსა და ეფექტზე: Colombian Gold -ის სკანკის ნათელი ნოტები შესანიშნავად ავსებს ძლიერ და მდიდარ ლიმონისა და ლაიმის ციტრუსის ნოტებს. ყვავილობის დასაწყისში ჩნდება ძლიერი სურნელი, რომელიც თანდათან ძლიერდება ჰარვესტამდე. იმ შემთხვევაში თუ ეგ იწვევს თქვენთვის დისკომფორტს, გირჩევთ გამოიყენოთ ფილტრები და სუნის გამანეიტრალებლები. 

ეფექტი იგრძნობა მყისიერად, ფაქტიურად პირველივე ნაპასის შემდეგ. როგორც უმეტესს სატივა-დომინანტ სთრეინს შეესაბამება, Cali Crasher – ს ახასიათებს ძლიერი და ხანგძლივი ეფექტი, რომელიც გამოიხატება პოზიტიურ, ბედნიერ განწყობაში, რომელიც ნელ-ნელა გადადის ძალიან სასიამოვნო დასვენებაში.

Cali Crasher ასევე კარგია სამედიცინო გამოყენებისთვის, მას აქვს რბილი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რომელიც შესანიშნავად ეხმარება მაგალითად კუნთების დაძაბულობის ან სპაზმების მოხსნაში.

ახლა კი დროა სცადოთ ახალი ფემინიზებული Cali Crasher! ჩვენ გპირდებით, რომ იგი ნამდვილად მოიპარავს თქვენ გულს, პირველი გასინჯვის შემდეგ! როგორც ჩვენ ვამბობთ – One Love! One Crash!

Cali Crasher ხელმისაწვდომია შემდეგ სიდშოპებში:

SWEED – https://www.facebook.com/SWEED.GE

GreenRepubilc – https://www.fb.com/ItsGreenRepublic/

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.