
Californian Snow – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Californian Snow?
FastBuds-ის მიერ შექმნილი ერთ-ერთი უიშვიათესი და უძლიერესი ჯიში, Californian Snow, ამერიკული California-სა და 2013 წელს აღმოჩენილი კანადური რუდერალისის ნაჯვარია. არის ძალიან ძლიერი და ძირითადად გამოირჩევა სატივას ფენოტიპური გამოვლინებებით, მიუხედავად იმისა, რომ ეფექტები ძირითადად ინდიკასია. მწიფე, ზრდასრული მცენარე მთლიანად დაფარულია თეთრი ფერის გარსით. ზუსტად ამის გამო ეწოდა მას “კალიფორნიული თოვლი” – ყვავილედები სრულად არიან დაფარულნი თეთრი ფერის ტრიქომებით, რაც წებოვნებას ქმნის და მცენარეს არარეალურად კარგ სურნელსა და ვიზუალს ანიჭებს.
სურნელებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ Californian Snow ნამდვილად ისეთი ტკბილი სთრეინია, როგორც ახალგამომცხვარი მარწყვის ტორტი. მცენარე გვთავაზობს ტკბილი, ცხვირის ამწველი სურნელიდან მჟავე ლიმონისა და ლაიმის ნაზავის სურნელებამდე “Range”-ს.
Californian Snow-ს ეფექტები და მახასიათებლები
ეფექტები

სამედიცინო თვისებები

გვერდითი მოვლენები

Californian Snow-ს გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ
ინფორმაცია გაზრდის შესახებ

ქიმიური შემადგენლობა

გენეტიკური მშობლები
California (სატივა), კანადური რუდერალისი
Californian Snow-ს არომატი

რჩევები Californian Snow-ს გაზრდასთან დაკავშირებით
გაზრდის ტექნიკა
Californian Snow არ საჭიროებს დიდ გამოცდილებას. რეკომენდირებულია დამწყები გროუერებისთვისაც. სთრეინი შეიქმნა ცივი ქვეყნებისთვის, სადაც ზაფხული მოკლეა. საქართველოს პირობებისთვის ამ ჯიშის გაზრდა იდეალური იქნება მთის რეგიონებში მცხოვრებთათვის. გირჩევთ არ გამოიყენოთ სტრეს-ტექნიკები, რადგან მცენარეს ისედაც მოკლე სასიცოცხლო ციკლი აქვს და ზედმეტი სტრესების თავიდან არიდება იდეალური იქნება.
ყვავილობის დრო: 8-9 კვირა
მოსავლიანობა: მაღალი
გაზრდის სირთულე: საშუალო
კლიმატი: საშუალოდ მშრალი კლიმატი, 19-26 °C. აუცილებელია მუდმივი აირაცია რათა არ განვითარდეს სოკო და ნესტი. ყვავილობაში შეინარჩუნეთ დაბალი ტენიანობა.
Indoor/Outdoor: ძირითადად იზრდება Indoor-ზე, იდეალურია ბოქსში/ტენტში გასაზრდელად მისი სასიამოვნო სურნელისა და პატარა სასიცოცხლო ციკლის გამო.
კვება: ზრდის 1 კვირის თავზე შეგიძლიათ დაუწყოთ სასუქების მიწოდება. გამოიყენეთ დიდი რაოდენობით ფოსფორი ყვავილობაში, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება ოვერდოზებს.
დამატებითი ინფორმაცია
THC-ს შემადგენლობა: 23%
CBD-ს შემადგენლობა: 0.1-0.3%
სიძლიერე: მაღალი
გენეტიკა: 70% სატივა-დომინანტი