კანაფის ანატომია: მცენარის ნაწილები

კანაფის ყვავილედზე კარგად დაკვირვებისას შეამჩნევდი სხვადასხვა ნაწილების კომპლექსურ გადაბმებსა და კვანძებს, რომელთაგან ზოგი ნარინჯისფერი თმების ფორმის ბუსუსებია, ზოგი შაქრისმსგავსი კრისტალები, ასევე პატარა, მინიატურული ზომის ფოთლები და სხვა. რა არის რეალურად ამ შემადგენლობის დანიშნულებები? რისთვის აწარმოებს მათ მცენარე და რა ფუნქციებს ემსახურებიან ეს ნაწილები? ამ სტატიაში ვისაუბრებთ მცენარის ანატომიური აგებულების შესახებ.

დედალი და მამალი მცენარე

კანაფის მცენარე შეიძლება იყოს დედალი, მამალი ან ორივე ერთად (ჰერმაფროდიტი), მაგრამ ის, რასაც შენ მოიხმარ დედალი მცენარის ყვავილედებია.

დედალი კანაფი აწარმოებს დიდი ზომის წებოვან, მყარი სტრუქტურის მქონე ყვავილედებს, რომელსაც კრეჭენ და აძლევენ მრგვალ ან წვეტიან ფორმას, როდესაც მამალი მცენარე აწარმოებს შედარებით პატარა ზომის სასქესო ბურთებს, რომლებიც გასამრავლებელ “მტვერს” ინახავენ. მამალი მცენარეები მტვერავენ და ანაყოფიერებენ დედალ მცენარეებს, რის შედეგადაც დედალი მცენარე იწყებს კაკლების/თესლების წარმოებას. ის ყვავილედები, რომლებიც ძირითადად მოიხმარება, მოიხსენიება როგორც, “სინსიმილა” (Sinsemilla), კანაბინოიდებით სავსე ყვავილედი, რომელსაც არ აქვს ნაწარმოები კაკლები.

იშვიათია როდესაც მცენარე ჰერმაფროდიტი ხდება. ეს ნიშნავს, რომ მას გააჩნია ორივე სქესის ორგანოები, რაც საშუალებას აძლევს ყვავილობისას თავისი თავი დამტვეროს. ხშირ შემთხვევაში ჰერმაფროდიტი მცენარის არსებობა შეშფოთებას იწვევს, რადგან ფუჭდება “სინსიმილა” და გენეტიკურად გადადის ჰერმაფროდიტის გენი კაკლებში.

გროუერებს შეუძლიათ დარწმუნდნენ თავიანთი მცენარის სქესში, თუ ისინი გამოიყვანენ მცენარის კლონებს. ასევე არსებობს წინასწარ ფემინიზირებული თესლები, რომლებიც 99%-ით დედალ მცენარეს ზრდიან.

მცენარის ანატომია

კანაფის ანატომია

კანაფის მცენარე შედგება რამოდენიმე სტრუქტურისგან, რომელთაგან ბევრი შეგვიძლია ჩვეულებრივი მცენარეების აგებულებაშიც ვნახოთ. კანაფი იზრდება გრძელ, ვიწრო ტოტებზე, მისი დიდი დამახასიათებელი სავენტილაციო ფოთლებით, რომლებიც ტოტებთან “კვანძებს” ქმნის. კანაფი საბოლოო სახეს იღებს ყვავილობის დაწყების შემდეგ, როდესაც უნიკალური ფორმაცია იწყება.

კოლა

კოლა ქვია ყვავილედების (buds) ერთიანობას. მცენარის ტოტების დაბოლოებებზე გაზრდილი ყვავილედები, რომლებიც საბოლოოდ ერთმანეთს ებმებიან, ქმნიან “კოლას”. მთავარი, ყველზე დიდი კოლა, მცენარის შუა, ძირითად ტოტზე/ძირზე იზრდება.

სტიგმა და პისტილები

პისტილები ინახავენ მცენარის რეპროდუქციისთვის საჭირო ნაწილებს, ხოლო მათ წარმოქმნილ ფერად, თმების მსგავს წამონაზარდებს სტიგმა ეწოდებათ. სტიგმების დანიშნულებაა მამალი მცენარის მიერ წარმოებული მტვერის შეგროვება. პისტილების სტიგმები თავიდან თეთრი, გამჭვირვალე რძისფერია, ნელ-ნელა კი იღებს ყავისფერ, მუქი ნარინჯისფერ, მოწითალო შეფერილობას, რათქმაუნდა მცენარის დამწიფებასთან ერთად. ისინი დიდ როლს ასრულებენ მცენარის რეპროდუქციაში, მაგრამ ნაკლები კავშირი აქვთ მის სიძლიერესა და სურნელზე.

ბრაქტი

ბრაქტები არის სტიგმებისა და პისტილების შემნახველი, “ცრემლების ფორმის” მქონე პატარა “ფოთლები”, რომლებიც თავიდან ბოლომდე დაფარულია წებოვანი გარსით. ბრაქტები შეიცავენ კანაბინოიდების ყველაზე დიდ რაოდენობას, შედარებით ყველა სხვა ნაწილთან.

ტრიქომები

მიუხედავად მათი მინიატურული ზომისა, რთულია გამოგვრჩეს ტრიქომების კრისტალური, წებოვანი “საბანი”, რომლითაც მცენარის ყველა ყვავილედი მთლიანადაა დაფარული. ეს წებო (გაშრობის შემდეგ “კიფი” (Kief)) ტრიქომებისგან არის შექმნილი, გამჭვირვალე, სოკოს ფორმის წამონაზარდებისგან, რომლითაც დაფარულია კანაფის ფოთლები, ტოტები და ბრაქტები. ტრიქომები პირველად წარმოიშვა მტაცებლებისგან თავის დასაცავად, მათი მძაფრი სუნისა და არასასიამოვნო გემოს გამო. ეს წამონაზარდები შეიცავენ მთავარ არომატულ ზეთებს, რომლებსაც ტერპენები ეწოდებათ. ტრიქომებისგან იქმნება ჰაშიში.

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირვლემა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.