კანაფი და აივ ინფექცია

მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ დაავადებებს თუ შეუძლიათ ისე დააზიანონ ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, როგორც აივ-სა და შიდსს. ამ დაავადებებთან სააბრძოლველად, ბოლო დეკადის მანძილზე, სამედიცინო მარიხუანას გამოყენება სტაბილურად იზრდება, ვინაიდან მას შეუძლია საგრძნობლად შეამციროს ბევრი მძიმე სიმპტომი. დღესდღეობით, შიდსით დაავადებული ყოველი მესამე ადამიანი კათარზისს კანაბისში პულობს. ის შველის როგორც ტკივილებს, გულისრევას, უმადობას და კახექსიას, ასევე, პაციენტებს უმსუბუქებს იმ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რომლებსაც დაავადებულთა მიმართ სოციუმის დამოკიდებულება, სტიგმა და სტრესი იწვევს.

რა არის HIV და როგორ მკურნალობენ მას?

HIV (აივ) ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი არის დაავადება, რომელიც სისხლის თეთრი უჯრედების განადგურებით ასუსტებს ინდივიდის იმუნურ სისტემას. როგორც კი იმუნიტეტი ქვეითდება, თავს იჩენს არაერთი ვირუსული ინფექცია: მენინგიტი, პნევმონია, ენცეფალიტი, ტუბერკულიოზი, ქრონიკული დიარეა და ა.შ.

აივის განვითარებას მივყავართ შიდსამდე (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) , რომლის დროსაც ადვილად იჩენს თავს არაერთი დაავადება და CD4+T უჯრედების ნაკლებობა.

აივისა და შიდსის მკურნალობა ძირითადად მოიცავს მაღალი აქტიურობის ანტირეტროვირუსულ თერაპიას, რომლის მიზანია, შეანელოს დაავადების პროგრესირება. დამატებით შეიძლება გამოიწეროს მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება თანმდევი ინფექციების, სიმპტომების და სხვა წამლებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შესამსუბუქებლად.

ცხოვრება შიდსის დიაგნოზით

შიდსით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტი, დენიელ კეინი ყვებოდა, თუ რა დამღლელია ყოველდღიურად მისაღებ წამლებთან გამკლავება. მას აწუხებდა მუდმივი დაღლილობა, ფიზიკური სისუსტე, გულისრევა, თავბრუსხვევა, უმადობა, ნევროლოგიური პრობლემები, შფოთვა და საბოლოოდ, იმდენად მძიმედ იყო, აბების ყლაპვაც კი უჭირდა.

თითოეული ეს სიმპტომი თან ახლავს ანტირეტროვირუსულ თერაპიას და პაციენტთა ერთ მესამედს მუდმივად ტანჯავს. ზოგი ისეთ სავალალო მდგომარეობამდე მიდის, რომ უარს ამბობს მკურნალობის გაგრძელებასა და რწმენაზე, რომ სიცოცხლეს შეინარჩუნებს. ხოლო ის პაციენტები, რომელთა დანიშნულებაში კანაფიც შედის, 3.3-ჯერ უფრო ხშირად აგრძელებენ თერაპიის კურსს. ამ ღირსშესანიშნავ სხვაობას არაერთი ფაქტორი განაპირობებს.

როგორ გვეხმარება კანაფი შიდსის მკურნალობაში?

კანაფის შესახებ შესაძლოა ჯერ კიდევ ბევრი საკითხია შესასწავლი და კვლევებიც ლიმიტირებულია, მაგრამ საკმაო მტკიცებულებები გვაქვს, რომ ის მნიშვნელოვნად ამცირებს გულისრევას, თავბრუსხვევასა და უმადობას. ამისთვის კი, ერთი შესუნთქვაც საკმარისია. კანაფი ეხმარება პაციენტებს, შეინარჩუნონ წონა და საჭირო საკვები ნივთიერებები. ამასთანავე, მისი შესუნთქვით ან სხვადასხვა ექსტრაქტის სახით მიღებისას, მცირდება ნეიროპათიური ტკივილებიც.

მარინოლი THC-ის შემცველი, სინთეზირებული მედიკამენტია და სამედიცინო მარიხუანამდე ინიშნება. მისი ლეგალურობა საშუალებას გვაძლევს, ჩავატაროთ არაერთი კვლევა. თუმცა, მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მასა და უშუალოდ კანაფის შესუნთქვას შორის საგრძნობი სხვაობაა. მცენარე შეიცავს ასობით სხვა თერაპიული უნარის მქონე კომპონენტს, კანაბინოიდებს, ტერპენოიდებს, რაც არ შედის მარინოლის შემადგენლობაში. თანაც, მან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული უკუჩვენებები.

პაციენტი ქეით ვაინსი გვიყვება, რომ მარინოლის მიღების შემდეგ ან მომენტალურად ეძინებოდა, ან იყო გაბრუებულ მდგომარეობაში და უჭირდა ადეკვატურად ფუნქციონირება. კანაფის შესუნთქვის ან მოწევისას კი, შეეძლო დოზის კონტროლირება, ინარჩუნებდა სტაბილურ მდგომარეობას და მადაც მომენტალურად უბრუნდებოდა მაშინ, როდესაც მარინოლის მოქმედებას რამდენიმე საათს ელოდა.

კანაფი არამხოლოდ ამცირებს შიდსის თანმდევ სიმპტომებს, არამედ გავლენა აქვს მის პროგრესირებაზეც. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მარიხუანას შემადგენელი კომპონენტი – დენბინობინი ანელებს შიდსის უჯრედების რეპლიკაციას. მართალია ეს საკითხი ჯერ კიდევ კვლევის სტადიაზეა, მაგრამ მშვენიერ შესაძლებლობებს ხსნის HIV თერაპიისთვის.

თანამედროვე სამყაროში მენტალურ ჯანმრთელობას ხშირად არ აქცევენ სათანადო ყურადღებას. შიდსის რთულ ფიზიკურ სიმპტომებს ადამიანი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობებთან მიყავს. დეპრესია, შფოთვა და სტრესი კი კიდევ უფრო ამძიმებს მის ყოველდღიურობას. მიუხედავად ამისა, კანაფის გარშემო ეიფორიულ ცრურწმენებსა და ტაბუს ისევ ვხვდებით საზოგადოებაში.

პიტერ მაკვილიამსი, სამედიცინო კანაფის მოხმარების პოპულარიზაციის აქტივისტი, რომელიც 2000 წელს გარდაიცვალა, წერდა საკუთარ, როგორც შიდსითა და კიბოთი დაავადებული პაციენტის, გამოცდილებაზე: „გარდა იმისა, თუ რა საოცარი ეფექტი აქვს სამედიცინო მარიხუანას ჩემს სიმპტომებზე, მას კიდევ ერთი პლიუსი აქვს. როგორ ვთქვა ისე, რომ ახალგაზრდების გარყვნაში არ დამადანაშაულონ? თითქმის დამავიწყდა რა გრძნობაა, როცა ცხოვრება გსიამოვნებს. კანაფი კი ამ სიამოვნებას მიბრუნებს. თავად სიამოვნებაა თერაპია. საუკეთსო საშუალება, ჩემი ტკივილების გასაქრობად, სიცოცხლის დაფასება და ცხოვრებისეული პასუხი სიკვდილის წინააღმდეგ.“

სამედიცინო მარიხუანას გამოყენება შიდსით დაავადებულ პაციენტებში

პაციენტებმა კანაფის მოხმარებამდე აუცილებლად უნდა გაიარონ ექიმის კონსულტაცია. ინფორმაციის ფლობას მნიშვნელოვნად შეუძლია მათი ცხოვრების შეცვლა.

ექიმი ნილ ფლინი დარწმუნებულია, რომ მარიხუანა ეხმარება ბევრ მძიმე პაციენტს, ამსუბუქებს მათ ტკივილებს და ხშირად სასიცოცხლო როლს თამაშობს დაავადებულთა ცხოვრებაში. იმ სავალალო შემთხვევებში კი, როდესაც მდგომარეობა სრულიად უიმედოა, კანაფი მომაკვდავ ადამიანს ანიჭებს სიმშვიდეს და იცავს აგონიისაგან. ეს კი დიდი შვებაა როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის.

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.