რა არის კანაფის დეკარბოქსილაცია?

რა არის და რისთვის არის საჭირო კანაფის დეკარბოქსილაცია?

დეკარბოქსილაცია ნიშნავს ნივთიერების მოლეკულური სტრუქტურიდან კარბონის დიოქსიდის, იგივე ნახშირორჟანგის მოშორებას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კანაბინოიდური მჟავების გააქტიურებას.

ანუ:
THCA —-> THC
CBDA —-> CBD
CBNA —-> CBN
CBGA —-> CBG

ესეიგი დეკარბოქსილაციის შედეგად კანაბინოიდური მჟავები გარდაიქმნებიან კანაბინოიდებად, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ორგანიზმს მათი აღქმა.
მაგალითისთვის, ჩვენ თუ კანაფის ყვავილედებს შევჭამთ, მას ჩვენზე არანაირი ეფექტი არ ექნება რადგან გაუაქტიურებული THCA, რომელიც მის შემადგენლობაშია, ჩვენზე ეფექტს ვერ მოახდენს, ხოლო მოწევისას, წვის პროცესში THCA გარდაიქმნება THC-დ და სწორედ ამის შემდეგ ვიღებთ სასურველ შედეგს.
დეკარბოქსილაცია გულისხმობს ამ ნივთიერებების მოწევის გარეშე გააქტიურებას.

როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ უკვე გააქტიურებული კანაფი?

მას შემდეგ რაც ჩვენს ყვავილედებს გავააქტიურებთ მისი გამოყენების არეალიც და ეფექტიც გაიზრდება.
პირველ რიგში უნდა ითქვას რომ მისი მოწევა ისევე იქნება შესაძლებელი როგორც აქამდე.

უკვე გააქტიურებული კანაფით შეგვიძლია გავაკეთოთ:
კანაფის ჩაი, კანაფის კარაქი, გამოვიყენოთ პირდაპირ საკვებში – პიცაში, კუბდარში თუ გინდათ რომელიმე წვნიანშიც და სმუზშიც კი, ანუ ნებისმიერ საკვებ პროდუქტში.

ასეთი სახით კანაფის მიღების უპირატესობა არის ის, რომ მისი ეფექტი არის ბევრად ძლიერი და ბევრად ხანგრძლივი, მაგრამ ამ თემას ცალკე სტატია უნდა მიეძღვნას. მოკლედ ეკონომიურია, ძლიერია და თან ფილტვებსაც დაასვენებთ.

გარდა ამისა მისი გაკეთება შესაძლებელია კანაფის ფოთლებითაც კი, ვინაიდან ასეთი სახით მიღებული ეფექტი ბევრად მძლავრია, ფოთლებსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ საკმაოდ ძლიერი ეფექტი შექმნან საკვები სახით მიღებისას.

როგორ ჩავატაროთ დეკარბოქსილაცია

არსებობს 3 მარტივი გზა ამისთვის.

1) მოვხალოთ კანაფი პირდაპირ ღუმელში.
ღუმელში ჩართული უნდა იყოს მხოლოდ ზედა მხარე.
ტემპერატურა უნდა დავაყენოთ 108 -118 °C შუალედში, 115 °C არის იდეალური ტემპერატურა.
კანაფი არ უნდა მოვათავსოთ უშუალოდ რკინის ზედაპირზე რადგან არ დაგვეწვას, უმჯობესია გამოვიყენოთ ოდნავ დაკუჭული საცხობი ქაღალდი (ფოლგა), მასზე დავყაროთ ჩვენი ყვავილედები თუ ფოთლები და 45 წუთის მანძილზე მოვხალოთ. შემდეგ დავასვენოთ ნახევარი საათი და მზადაა.

2) როდესაც დიდი რაოდენობით გვაქვს მცენარე, უმჯობესია გამოვიყენოთ შუშის ქილის მეთოდი.
ზუსტად იგივე პრინციპია, მოვათავსოთ ჩვენი მცენარე კარგად დახურულ შუშის ქილაში და შევდგათ ღუმელში 60 წუთის მანძილზე, ქილა უმჯობესია დავდოთ რაიმე ნაჭერზე და არა უშუალოდ რკინის ზედაპირზე და ყოველ 15 წუთში ერთხელ გამოვიღოთ და შევანჯღრიოთ და დავაბრუნოთ უკან ქილა, 60 წუთის შემდეგ დავასვენოთ ნახევარი საათი და მზადაა.

3) კანაფი უნდა მოვათავსოთ პოლიეთილენის ჰერმეტულ პარკში, გამოვტუმბოთ ჰაერი და შემდეგ მოვათავსოთ 95-99 °C გარდუსზე გაცხელებულ წყალში 90 წუთის მანძილზე.
შემდეგ დავასვენოთ ნახევარი საათი და მზადაა.

ამ პროცედურის ჩატარებისას მკაცრად დაიცავით ტემპერატურა რადგან არ მოხდეს მცენარის კანაბინოიდების და ტერპენების დაწვა, თორემ დაეგარკება სიმძლავრე, ეფექტი და არომატი.

სტატიის ავტორია ჩვენი Facebook ჯგუფის წევრი: Igor Golicinski

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.