კანაფის გენოტიპები და ფენოტიპები: რა ხდის სთრეინს უნიკალურს?

ზოგჯერ, ზოგიერთი კანაფის ჯიში იმდენად კარგია, რომ რამდენჯერაც საშუალება გექნებათ, იმდენჯერ გინდებათ მისი გასინჯვა და დაგემოვნება. ერთხელაც, შეიძლება გაოცდეთ, როდესაც აღმოაჩენთ, რომ ერთიდაიგივე Blue Dream -ის სხვა ძირი, საერთოდ არ გავს წინაზე გასინჯულ ამავე სთრეინს, არც ფიზიკურად, არც ეფექტებით. თუ ერთი ძირის ყვავილედები წაწვეტებული ფორმის წებოვანი გარსით იყო დაფარული, შესაძლოა მეორესი პატარა ჩახუჭუჭებული ყვავილედებით და თეთრი კრისტალებით დაიფაროს. ერთიდაიგივე სთრეინი – მაგრამ სხვადასხვა ეფექტები?

ორი რამ განაპირობებს ნებისმიერი კანაფის მცენარის სტრუქტურულ ფორმაციას: გენეტიკა და გარემო-პირობები. მცენარის გენეტიკური კოდი, ცნობილი როგორც “გენოტიპი”, მუშაობს როგორც ერთგვარი “ნახაზი/გეგმა”, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს მცენარის ზრდა და ჩამოყალიბება, მაგრამ “გენოტიპის” სრული პოტენციალის წარმოსაჩენად აუცილებელია კარგი გარემო-პირობების შექმნა. “გენოტიპის” ფიზიკური გამოხატვაა “ფენოტიპი”, რაც ნიშნავს, რომ “ფენოტიპზეა” დამოკიდებული თუ როგორ გაიზრდება მცენარე ვიზუალურად. ფერი, ზომა, ყვავილედების ფორმა, სუნი, წებვადობა, ეს ყველაფერი გამომდინარეობს მცენარის “ფენოტიპიდან” და როგორც ავღნიშნეთ, სრულად გამოსავლენად, საჭიროა კარგი გარემო-პირობების არსებობა.

ამ სტატიაში გაეცნობით ინფორმაციას კანაფის გენეტიკის, როგორც ანტიკური ხანის, ასევე დღევანდელი დღის კულტივაციის შესახებ და გაიგებთ, რომ ყოველი ჯიში გამოირჩევა უნიკალური თვისებებით, მაგრამ თითოეული მცენარე, ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც თოვლის ფიფქები, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სრული პოტენციალის გამოსავლენად, მცენარეს აუცილებლად უნდა შეუქმნათ კარგი პირობები.

ყველაზე ადრეული კანაფის ჯიშები

კანაფი უძველესი მცენარეა, რომელსაც ფესვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს გადგმული. ყველაზე ადრეული ჯიშები, როგორც ცნობილია Hindu Kush-ის მაღლობებში იზრდებოდა, პაკისტანის რეგიონში, როდესაც დანარჩენი ჯიშები მოგვიანებით, ტროპიკულ სარტყელში გავრცელდა. მცენარის ეს უძველესი ვარიაციები, ცნობილია როგორც “ადგილობრივი ჯიშები” და კანაფის კულტში ნამდვილი “ბრილიანტების” წონა აქვთ. ადაპტაციის ათასობით წელიწადმა სთრეინებს საშულება მისცათ ეწარმოებინათ და განევითარებინათ გეოგრაფიული ლოკაციიდან გამომდინარე საუკეთესო თვისებები. ისეთ ადგილებს, საიდანაც პირველად წარმოიშვა შესაჯვარებელი ჯიშები, “ტკბილ წერტილებს” უწოდებენ.

ჩვენი დაბალი, წებოვანი ინდიკები გავრცელდა 30-50 გრადუსის განედებში, როდესაც სატივები, ძირითადად ეკვატორთან ახლოს, 30 გრადუსამდე განედების მქონე ქვეყნებში განვითარდა. განსხვავებული გარემო-პირობების არსებობის გამო, განსხვავებულად განვითარდა მცენარეებიც, როგორც ვიზუალურად, ასევე შემადგენლობითა და ფერით.

კანაფის შეჯვარება და Indoor გაზრდა

კანაფის შეჯვარების კულტურაში გადამწყვეტი ნაბიჯები განხორციელდა 1970-იან 1980-იან წლებში, როდესაც ფედერალებმა “ანტი-კანაფის” ოპერაციების ჩატარების პიკს მიაღწიეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კანაფის გროუერებს სხვა გზა აღარ დარჩათ, და Outdoor გროუინგმა გადაინაცვლა მიწისქვეშა სარდაფებსა და ბუნკერებში, სადაც ხელოვნურად მოეწყო ნიადაგი, განათება, ჰიდროპონიკული სისტემები და დაიწყო კანაფის მასიური წარმოება, რომელიც დღესაც გრძელდება და უკვე ლეგალურად არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. არსებობს პატარა ეჭვებიც, რომ მცენარე ხელოვნური ნათებით იდეალურად არ იზრდება, მაგრამ წლების განმავლობაში, ბრიდერებმა (შემჯვარებლებმა) გამოიყენეს ათასობით გენი და ჯიში, რათა მიეღოთ საუკეთესო შედეგი. დღეს კი ასეთი სიტუაციაა, არსებობენ ჯიშები, რომლებიც Indoor ბევრად უკეთ იზრდებიან ვიდრე Outdoor და წარმოაჩენენ თავიანთ სრულ პოტენციალს.

კანაფის კულტივაციაში, გროუერების მთავარი მოტივატორი დღემდე მცენარის ერთ-ერთი შემადგენელი კანაბინოიდი, THC-ა, რომელზეც დამოკიდებულია თუ რამდენად High იქნებით, მისი მოხმარების შემდეგ. THC ფარავდა და დღემდე ფარავს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან კანაბინოიდებს, მაგალითად როგორიცაა CBD ან THCV.

ამ დაკარგული განძის იდეალურად გაზრდისთვის, საჭიროა სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინება, მაგალითად როგორებიცაა: სასუქები, ტემპერატურა, განათების ციკლი, განათების რაოდენობა და დახრილობის კუთხე, ნიადაგის ტიპი, დისტანცია მცენარიდან განათებამდე, მოსავლის აღების დრო და ა.შ.

ჰიბრიდიზაციის ხანა

Indoor გროუინგის რევოლუციასთან ერთად, განვითარდა ჰიბრიდული ჯიშების წარმოებაც, რაც გულისხმობს მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ჯიშების ერთმანეთთან გადაჯვარებას. ეს ის დროა, როდესაც სატივა შეხვდა ინდიკას, ამ დროს წარმოიშვა პირველი ჰიბრიდული ჯიში. გროუერებს უყვარდათ ინდიკა თავისი წებოვანი, სქელი ყვავილედებისა და ყვავილობის დაბალი ხანგრძლივობის გამო. ეს ორივე მიზეზი აუცილებელი იყო კომერციული წარმოების ასამაღლებლად.

თუ ჩვენ წარმოვიდგენთ სატივასა და ინდიკას, როგორც გენეტიკური სპექტრის ერთმანეთის პარალელურ ბოლოებს, მივხვდებით, თუ რას ნიშნავს მცენარის ფენოტიპური გამოვლინება. მაგალითად ავიღოთ Blue Dream, Blueberry ინდიკასა და Haze სატივას ნაჯვარი. Blue Dream-მა შესაძლოა გენეტიკური სპექტრის ნებისმიერ წერტილში გამოავლინოს თავისი ფენოტიპური თვისებები და ხასიათი, ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ, სად, როდის გაიზრდება მცენარე. ამის გამოა, რომ ზოგჯერ, Blue Dream-ის ინდიკას ფენოტიპი იზრდება, როდესაც ჩვენ გვინდა, რომ სატივა გაიზარდოს. ეს არ ნიშნავს, რომ მცენარე გაუკონტროლებლად იზრდება, ეს უბრალოდ იმის მანიშნებელია, რომ არ უნდა ვიყოთ გაოცებულნი, თუ სატივა-დომინანტი ჰიბრიდული მცენარე მაღალი არ გაიზრდება, რადგან მას შერეული აქვს ინდიკას გენი, რომელმაც შესაძლოა კონკრეტულ შემთხვევაში სატივას გენს აჯობა.

ჰიბრიდიზაციის გამო, ჩვენ ვირტუალურად გვაქვს ულიმიტო ჯიშების არსებობისა და გამოყვანის საშუალება. ყველაზე ცნობილი შემჯვარებელი კომპანიებიც კი, დღემდე აგრძელებენ სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარებას და ახალი ჯიშების წარმოებას. შესაძლოა ორიგინალი კანაფის გენეტიკა ამით იკარგება, მაგრამ არსებობს ხალხი, რომლებიც ასეთი გენეტიკების ძებნას ახმარს თავის დროს, მაგალითად როგორც Strain Hunters. მათი აღმოჩენების წყალობით, დღემდე შენარჩუნებულია რამოდენიმე, გადაშენების პირას მყოფი ჯიშის გენეტიკა. გარდა ამისა, ორიგინალი გენეტიკის მქონე მცენარეები მედიცინაში სხვადასხვაგვარად გამოიყენება. ჩვენ გვჯერა, რომ პოლიტიკური ვირტუალური ბარიერები ჩამოიშლება, და კანაფის კულტურა კვლავ აყვავდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირვლემა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.