გერმანიაში კანაფის ლეგალიზაციის კანონპროექტის დეტალები

სტატიის წარმდგენია Cannapedia Medical

ცნობილი გახდა გერმანიაში კანაფის ლეგალიზაციის კანონპროექტის დეტალები. პუნქტები ასახავს ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა ჩართული სამინისტროს მხრიდან საკმაოდ ფრთხილ მიდგომას , თუმცა კანონპროექტი ჯერ არ არის ჯეფ მარტენსის მიერ დადასტურებული.

Soms-ის ახალი შედეგები მოსალოდნელზე სწრაფად გასაჯაროვდა. ამ დილით გამოქვეყნდა სტატია ლიბერალური კოალიციის პარტიის მიერ, რომელიც მათ შეხედულებებს ხალხს ამცნობდა , მოგვიანებით კი გაირკვა , რომ გერმანიაში კანაფის ლეგალიზაციის კანონპროექტის დეტალებმა გაჟონა.

გერმანიის კანაფის ლეგალიზაციის კანონპროექტში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე უკვე ცნობილია.

პუნქტებში ნაჩვენებია ჯანდაცვის სამინისტროსა და პროექტში ჩართული სხვა სამინისტროების მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით.

როდესაც RND-მ ჯანდაცვის სამინისტროს ამის შესახებ ჰკითხა , ნეიტრალური პასუხი მიიღო.  მათი თქმით ,ეს პროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია , ჯერაც მიმდინარეობს ჯანდაცვის , იუსტიციის, ფინანსთა სამინისტროს , სურსათის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის აქტიური მოლაპარაკებები. ასე, რომ გაჟონილი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის საბოლოო.

ცვლილებები უფრო მკაცრია , ვიდრე პარტიული პოზიციები.

გაჟონილი კანონპროექტიდან უკვე ცნობილი გახდა , რომ განიხილება მკაცრი პოზიციები SPD სა და FDP შესახებ.

SPD-დან ღამის 12:45 წუთზე , ინსტაგრამზე პირდაპირი მაუწყებლობა ჩაირთო კარმენ ვეგესთან და დირკ ჰეიდენბლუტთან ერთად. .კარმენი ინსტაგრამზე იუწყება, რომ  ლეგალიზაციის საკითხზე საკმაოდ აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობილი პუნქტები

საკითხიშეზღუდვა
შესყიდვის ლიმიტი20 გრ / ტრანზაქცია
მფლობელობის ლიმიტი გარე სივრცეში20გრ
შეძენის მინიმალური ასაკი18 წლის
სახლიში მოყვანადასაშვებია, მაქსიმუმ 2 მცენარე
THC ლიმიტი15% 21 წელზე მეტი ასაკის მომხმარებლისთვის10% 18-21 წლის მომხმარებლისთვის
გაყიდვების ადგილებილიცენზირებული მაღაზიებიაფთიაქები
კანაფის გამოყენების მიზანიაღარ არის კლასიფიცირებული, როგორც სამედიცინო
ჯარიმა მოხმარებისთვის <18 წელიპროდუქტის ჩამორთმევა , სავალდებულო პრევენციის კურსი ,
დისტანციური გაყიდვების ადგილის შეზღუდვამარიხუანას გაყიდვა აიკრძალება სკოლების , ბაღებისა და ბავშვთა შეკრების ადგილების სიახლოვეს.
პროდუქტის ჯიშებიაკრძალულია სინთეზურად წარმოებული კანაბინოიდების შემცველი პროდუქტები
რეკლამა და მარკეტინგიიკრძალება ყველა სახის რეკლამა და მარკეტინგი
შეფუთვაგარე შეფუთვას ექნება ნეიტრალური იერსახე.
ონლაინ გაყიდვებიამ საკითხზე ზუსტი ინფორმაცია ცნობილი არ არის , თუმცა მოცემულ მომენტში საეჭვოა ონლაინ გაყიდვები დაშვებული იყოს.
გადასახადებისტანდარტული დღგ-ის განაკვეთები, სააქციზო კანაფის გადასახადით. გადასახადი დაკავშირებული იქნება THC რაოდენობასთან
ფასის მექანიზმისამომხმარებლო შესყიდვის ფასი გადასახადისა და დღგ-ს ჩათვლით არ აღემატება ქუჩის ვაჭრობის სავარაუდო ფასს €10/გრ
კანაფის წარმოშობის ადგილინებადართული იქნება მხოლოდ გერმანიაში წარმოებული კანაფის გაყიდვა

პირველი რეაქცია cannabisindustrie..nl -სგან

ჩვენ ამას ნიდერლანდებში საცდელ ბუშტებს ვეძახით , შესაძლოა საწყის ეტაპზე მოხდეს გარკვეული შეფერხებები , რომლებიც ბიუჯეტის დარეგულირებასთან ერთად ავტომატურად გამოსწორდება , რაც გარკვეული დროის განმავლობაში გამოიწვევს წესების შერბილებას.

პირველი შთაბეჭდილებით , ჩვენ მოსალოდნელზე მეტი შეზღუდვები მივიღეთ. თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს კანონპროექტი შეიმუშაოს ისე , რომ იგი შეესაბამებოდეს ჯანდაცვის საკითხებს.  ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ კანონპროექტს , პუნქტების უმეტესობა გასაგები ხდება. ასევე საჭიროა განისაზღვროს გარკვეული ნიუანსები ასაკთან დაკავშირებული შემოთავაზებული საზღვრების უკეთ გასაცნობიერებლად.

ახალგაზრდების დაცვის კანონი

გერმანიაში 16 დან 18 წლამდე ადამიანს უფლება აქვს შეიძინოს ალკოჰოლური სასმელი, თუმცა ალკოჰოლური სასმელის ტიპები შეზღუდულია და ისინი შემოიფარგლება მხოლოდ ლუდით , ღვინითა და ცქრიალა ღვინოებით. ასევე ნებადართულია შერეული სასმელები, რომელთა შემადგენლობაშიც ზემოთ აღნიშნული სასმელები შედის. ალბათ ამით აიხსნება ადრეულ ასაკში უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებთან შედარებით, ლუდის მაღალი პოპულარულობა. ასევე  14 წლის მოზარდი , რომელიც იმყოფება ზრდასრული ადამიანის გვერდით უფლებამოსილია მოიხმაროს ალკოჰოლური სასმელები  ზემოთ ხსენებული კატეგორიიდან.

მნივშენლოვანია ვიცოდეთ , რომ ალკოჰოლის პროცენტული მაჩვენებელი მთავარი განსაზღვრება არ არის, მთავარი ალკოჰოლის მიღების მეთოდებია. შერეული სასმელები, როგორებიცაა ალკოჰოლური სასმელი შეზავებული წვენთან ან გამაგრილებელ სასმელებთან ბევრად უფრო საზიანოა მოზარდისთვის ვიდრე მაგალითად სუფთა ღვინო.

რატომ ხდება ასე? მსგავსი ალკოჰოლური სასმელები მოზარდებზე ახდენს როგორც ფიზიოლოგიურ ასევე ქცევით ცვლილებებს. მაგალითად მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია , მსგავსი ტიპის ალკოჰოლმა შესაძლოა იმოქმედოს მოზარდის სიმაღლის ან წონის ცვლილებაზე.

” Jugendschutzgesetze”-მ საკმაოდ დიდი პოსტი მიუძღვნა ახალგაზრდებში სხვადასხვა საგნების , მათ შორის ვიდეო თამაშების , ფილმების , ალკოჰოლისა და სხვა პროდუქტების შედეგებს.

ახალი შეხედულებები

კანაფის მოპოვება გერმანიაში გარკვეული შეხედულებებისა და კანონმდებლობების შეცვლას მოითხოვს.

კერძოდ, კანაფის ამოღება ნარკოტიკების სიიდან საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვისთვის აუცილებელი გახდება , რადგან ევროკავშირის შეთანხმებაში ნათქვამია , რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ აქვთ ნარკოტიკების წარმოების უფლება. თუკი გერმანიის მთავრობა კანაფს ნარკოტიკების სიიდან ამოიღებს , ეს წესი დარღვეული აღარ იქნება.

შესაძლოა გაჩნდეს გარკვეული ეჭვები გაყიდული კანაფის წარმოშობასთან დაკავშირებით.  წინა დისკუსიებსა და პუბლიკაციებში ცხადი გახდა, რომ პიკური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საწყის ეტაპზე ადგილობრივი წარმოება საკმარისი არ არის და საჭირო ხდება იმპორტის გამოყენება. თუ იმპორტი აკრძალული იქნება, გაყიდვები 2024 წლის იანვრის ჩათვლით შეუძლებელი გახდება. ეს კი თავისთავად გამოიწვევს ქუჩაში უკანონო ვაჭრობის საგრძნობ ზრდას.

SPD ინფორმაციის გაჟონვის შესახებ პასუხს ვიდეო მიმართვით ავრცელებს

Dirk Heidenblut და Carmen Wegge – მა ატეხილ აურზაურს უმალვე გასცეს პასუხი ინსტაგრამის მეშვეობით.

იხილეთ ვიდეოები.

ნათქვამია , რომ გაჟონილი დოკუმენტები პარკის სკამთან იპოვეს, ამბობს დირკ ჰეიდენბლუტი.

სხდომის გახსნიდან მალევე , THC-ის ლიმიტები განხილვის თემა გახდა. მას ხალხი უკიდურესად პრობლემურად და მოულოდნელად აღიქვამს , რადგან აღნიშნული შემცველობა 10 და 15% ბევრისთვის მიუღებელია.

FDP და მწვანეები  არ არიან მზად ამ საკითხის განხილვისთვის . მათი თქმით, იმ შემთხვევაშიც თუ გაჟონილი დოკუმენტები სინამდვილეს შეესაბამება , მას ჯერ პარლამენტში უნდა უყარონ კენჭი და შემდეგ დაამტკიცონ , წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მხოლოდ მონახაზებია და მეტი არაფერი.

კოალიციაში შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული სურვილები და შეხედულებები , ისეთ საკითხებზე , როგორებიცა ზღვრული მნიშვნელობები , ეს შესაძლოა რომელიმე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს და საგრძნობლად განსხვავდებოდეს ოფიციალურად გაცხადებული ინფორმაციისგან.

ასევე დიდი ალბათობით შესაძლოა სახლში მცენარის მოყვანის რაოდენობასთან დაკავშირებით წესში რეალობასთან უფრო ახლოს 3დან 5 მცენარემდე მოყვანა იყოს , ვიდრე მხოლოდ ორის.

კანაფის სოციალური კლუბები (CSC) შეიძლება სხვა ღონისძიებების გატარებას მოითხოვნდნენ.  გასარკვევია თუ როგორ მოხდება ამის კონტროლი და როგორ დადგინდება მცენარე წესების მიხედვით არის მოყვანილი თუ არა.

საერთო ჯამში SPD ს თავისი ძველი შეხედულება არ შეუცვლია. ხალხმა ეს ინფორმაცია ძალიან მტკივნეულად მიიღო , დირკი შოკირებული იყო live ში ჩართული ადამიანების მხრიდან დასმული კითხვების რაოდენობით.

დირკმა და კარმენმა ხაზგასმით აღნიშნეს , რომ როგორც კი რაიმე ოფიციალური ინფორმაცია გამოქვეყნდება , ამას აუცილებლად გამოაცხადებდნენ.  მათი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება და საერთო აზრი მიღწეული არ არის.  მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს , რომ გერმანიის პარლამენტში გადაწყვეტილება 2023 წლის ზაფხულამდე იქნებოდა მიღებული.

ასევე შეძრწუნებულები არიან FDP და Grunen -იც

ქრისტინე ლუტკე FDP-დან შეძრწუნებულია გაჟონილი დოკუმენტებით. იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს , რომ THC ზღვრული ღირებულებები და ბაზრის დაყოფა 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის არ არის სწორი ნაბიჯი უკანონო ბაზრის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ მან თავის ტვიტერის გვერდზე განაცხადა.

კირსტენ კაპარტ გონტერი სწრაფად გამოეხმაურა სიახლეებს twitter ის მეშვეობით და თქვა , რომ გაჟონილი ინფორმაცია ძალიან შემზღუდველია. ის დაჟინებით მოითხოვს , რომ ლეგალური ბაზარი უფრო საინტერესო იყოს , ვიდრე შავი ბაზარი. ის ასევე აღნიშნავს , რომ გაჩენილი მოთხოვნა შეუძლებელია დაკმაყოფილდეს მხოლოდ ადგილობრივად კულტივირებული კანაფით.

Jung & naiv-ის ჟურნალისტი ტილო იუნგი საკმაოდ კარგ კითხვებს უსვამს პოლიტიკოსებსა და პრეს სპიკერებს. ის ჯანდაცვის სამინისტროს მოადგილე გრუნებერგს ეკითხება თუ მის აზრს გაჟონილ დოკუმენტებთან დაკავშირებით. თუმცა პასუხად მხოლოდ იმას იღებს , რომ პარლამენტში ამ პოზიციის შესახებ შეთანხმება არ არსებობს და სხვა კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს.

წინასწარი დასკვნა

ჩვენ გვესმის , რომ ეს თემა საერთაშორისო დონეზეა აქტუალური. ვებსაიტ tagesschau-ზე სტატია ძალიან სწრაფად გაქრა პირველი გვერდიდან , მაგრამ ის მთელი საღამოს განმავლობაში ყველაზე წაკითხვადი სტატიების სამეულში შევიდა. ეს მხოლოდ ორ რამეზე მეტყველებს. რედაქტორები არ არიან კმაყოფილი წყაროს საიმედოობით  და “Otto Normalverbraucher” ამ საკითხზე ძალიან ბევრს მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით მხოლოდ ის გაირკვა, რომ ამ დოკუმენტზე მართლა მიმდინარეობს მუშაობა და ის უახლოეს მომავალში ხალხისთვისაც ცნობილი გახდება.

შესაძლოა სწორედ იმიტომ , რომ ეს უბრალოდ საცდელი ვარიანტია და ამიტომ იყოს ყველაფერი ასე ცუდად დაგეგმილი. გეგმაში გვევლინება ერთმანეთის ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები , მაგალითად სახლში კულტივირების შეზღუდვებთან , ფლობის შეზღუდვებთან და ბაზარზე მოსალოდნელ დეფიციტთან დაკავშირებით.

შესაძლოა ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდგომ გაკეთებულმა კომენტარებმა ბევრი რამ შეცვალოს და პოლიტიკოსების მხრიდან უფრო დიდი ყურადღება დაეთმოს ამა თუ იმ თემებს. ჯიუტ ოპონენტებს მოუწევთ იმის აღიარება , რომ შესაძლოა მკაცრი რეგულაცია კარგად ჟღერს , მაგრამ ასე საჭირო მიზნების მიღწევა შეუძლებელი გახდება. თუ კოალიციის უმრავლესობა ამ პოზიციას გაიზიარებს, ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება მათი დაბლოკვა, ამას კი იმ დასკვნამდე მივყავართ , რომ ინფორმაციის გაჟონვას საბოლოო ჯამში მაინც მოჰყვება სასარგებლო შედეგი.  

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.
%d bloggers like this: