კანაფის სასიცოცხლო ციკლის ეტაპები

კანაფის მცენარე, ისევე როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, თავისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში განიცდის ფორმაციას და გაივლის ზრდის სხვადასხვა ეტაპებს. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ კანაფის კულტივაციით, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ როგორ იცვლება მცენარე ეტაპების შეცვლის დროს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყოველი შეცვლილი ეტაპის შემდეგ, მცენარე სხვაგვარ მოვლას საჭიროებს.

სხვადასხვა ეტაპები ითხოვენ სხვადასხვა სინათლეს, სასუქებსა და წყალს. ეტაპები გვეხმარებიან გავიგოთ, თუ როდის უნდა გავსხლათ ან “დავატრეინოთ” მცენარე. მცენარის სქესის დადგენა და საერთო ჯანმრთელობაც, ეტაპების სწორად გავლაზეა დამოკიდებული.

კანაფის სასიცოცხლო ციკლი შესაძლოა დაიყოს ოთხ მთავარ ეტაპად თესლიდან მოსავლის აღებამდე:

  • გერმინაცია (თესლის გაღვივების ეტაპი)
  • ჩითილობა (დიდ ქოთანში გადარგვამდე)
  • ვეგეტაცია (ზრდის ეტაპი)
  • ყვავილობა (ყვავილობის ეტაპი)

გერმინაცია (თესლის გაღვივება) (5-10 დღე)

განათების ფაზა: 18 საათი

სასიცოცხლო ციკლის პირველი ეტაპი მცენარის თესლით იწყება. ამ მომენტში თქვენი მცენარე მშვიდად ელოდება, თუ როდის გააცოცხლებს წყალი მას.

თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ თესლის ხარისხს, მისი ფერითა და ტექსტურით. თესლი უნდა იყოს მყარი და გამომშრალი, ღია-მუქი ყავისფერი. დაუსრულებელი თესლები ძირითადად ღია მწვანე, ან თეთრი ფერისაა და როგორც წესი, არ ღვივდება.

იმისათვის, რომ დაიწყოთ მცენარის თესლიდან გაზრდა, გაიგეთ როგორ გავაღვივოთ კანაფის თესლი?. ეს პროცესი ძირითადად 5-10 დღე გრძელდება.

როდესაც ფესვები რამოდენიმე მილიმეტრზე გამოვა თესლიდან, ფრთხილად უნდა გადაიტანოთ და ჩარგოთ ნიადაგში (მიწა, ქოქოსი, ქვა-ბამბა).

ფესვი ქვემოთ წავა, მცენარის პირველი ორი მწვანე ფოთოლი კი ზევით ამოვა. ეს ფოთლები არიან პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ მიიღებს მცენარე მზის სინათლეს და რამდენად ჯანმრთელი გაიზრდება.

ფესვების განვითარების შემდეგ, თქვენ უკვე ნახავთ როგორ გაიზრდება კანაფის ნამდვილი ფოთლები. ამ დროს შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ჩითილობის პერიოდი იწყება.

ჩითლობის ეტაპი ( 2-3 კვირა)

განათების ფაზა: 18 საათი

მას შემდეგ, რაც თქვენი მცენარე ჩითილობის ეტაპამდე მივა, შეამჩნევთ, როგორ ვითარდება ტრადიციული კანაფის ფოთლები. თავიდან შეიძლება გაიზარდოს ერთ წვეტიანი ფოთლები, მაგრამ ყოველი შემდეგი სართული გამოიტანს უფრო მეტ წვეტებს (1,3,5,7 ა.შ.). ზრდასრულ კანაფის მცენარეს საშუალოდ 5-7 წვეტიანი ფოთლები აქვს, მაგრამ შესაძლოა მეტწვეტიანიც ნახოთ.

მცენარეს ჩითილი შეგიძლიათ მანამ უწოდოთ, სანამ სავენტილაციო ფოთლებზე ამოსული ტოტები, სრულყოფილი ფოთლების წარმოებას დაიწყებს. ჯანმრთელი ჩითილი ძლიერი მწვანე ფერის უნდა იყოს. ფრთხილად იყავით და ზედმეტად არ მორწყათ ჩითილი, მისი ფესვები პატარაა და არ საჭიროებს დიდი რაოდენობით წყალს.

ამ ეტაპზე მცენარე სუსტია და მარტივად იკიდებს დაავადებებსა და სოკოს. მისი სამყოფელი სუფთა და ზედმეტი ტენიანობის გარეშე უნდა იყოს.

ვეგეტაცია (3-16 კვირა)

განათების ფაზა: 18 საათი

ვეგეტაციის ეტაპი ის დროა, როდესაც მცენარე მართლა იზრდება. ამ მომენტისთვის ჩითილი დიდ ქოთანში უნდა გქონდეთ გადატანილი, ამიტომ ფესვები და ფოთლები სწრაფად ვითარდება. ეს არის ეტაპი, როდესაც შეგიძლიათ ტოპინგის და ტრეინინგების ჩატარება.

დატოტვის კვანძებს შორის მანძილი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ჯიშის მცენარეს ზრდით. ინდიკა იზრდება დაბალი და დაბუჩქული, როდესაც სატივა მაღალი, ხშირფოთლოვანი და გაწელილია.

მოუმატეთ მორწყვას მცენარის განვითარებასთან ერთად. როდესაც ის პატარა, მთავარ ღეროსთან ახლოს უნდა მორწყათ, ხოლო გაზრდის შემდეგ, ფესვებიც ქვემოთ და გვერდებზე ვითარდება, ამიტომ ღეროსგან მოშორებით მორწყეთ, რათა მათ შეძლონ მეტი წყლის ათვისება და ნიადაგზე მოჭიდება.

ვეგეტაციის ეტაპი აფასებს კარგ ნიადაგსა და სასუქებს. ამ დროს ძლიერად კვებეთ მცენარე აზოტით.

ყვავილობის ეტაპი (8-11 კვირა)

განათების ფაზა: 12 საათი

ყვავილობის ეტაპი, კანაფის ზრდის ბოლო ეტაპია. ძირითადად ყვავილობა მას შემდეგ იწყება, რაც მცენარე სინათლეს 12 საათზე ნაკლები დროით მიიღებს, როდესაც ზაფხულის დღეები მოკლდება, ან Indoor-ში განათების ფაზას შეცვლით. ამ ეტაპზე მცენარე წებოვანი კვირტების წარმოებას იწყებს და თქვენი შრომა ფასდება.

თუ თქვენ გინდათ მცენარის სქესის გაგება, ისინი სასქესო ორგანოების გამოჩენას ყვავილობის დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში შეძლებენ. აუცილებლად განაცალკევეთ მამალი და დედალი მცენარე, რათა არ მოხდეს მოყვავილე დედლების დამტვერვა.

არის რამოდენიმე ცვლილება, რომელიც მცენარის ვეგეტაციიდან ყვავილობაში გადასვლის შემდეგ უნდა განახორციელოთ:

  • არ გასხლათ მცენარე ყვავილობის პირველი სამი კვირის შემდეგ, რადგან ეს შესაძლოა ცუდად აისახოს მცენარის ჰორმონებზე.
  • მცენარეს უნდა დაახმაროთ სამაგრები, ისე, რომ ყვავილედებს მეტი შუქი მოხვდეთ.
  • ვეგეტაციის სასუქები უნდა შეიცვალოს ყვავილობისთვის საჭირო სასუქებით, რომელშიც იქნება დიდი რაოდენობით ფოსფორი.

როდესაც ყვავილედები ზრდას დაასრულებენ, მოსავლის აღების დროა.

გაიგე, როდის ავიღოთ მოსავალი საუკეთესო შედეგისათვის?

ბედნიერ გაზრდას გისურვებთ!

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირვლემა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.