როგორ გამოიყურება ობი კანაფზე?

კანაფის რამდენიმეთვიანი ზრდისა და მოვლის შემდეგ ობის აღმოჩენა ყველა კულტივატორისთვის საშინელებაა. მისი ამოცნობა კი არც თუ ისე მარტივი საქმეა, თუმცა გამოცდილი თვალი აუცილებლად შენიშნავს მას. ამ შემთხვევაში კი, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა სახეობის ობთან გაქვთ საქმე.

როგორც ხილზე დაკვირვებით სწავლობთ მის ამოცნობას, ზუსტად ასევე უნდა დააკვირდეთ თქვენს კანაფსაც. სასურველია შეამჩნიოთ და მოაშოროთ ობი მანამ, სანამ პრობლემად გექცევათ. უნდა იზრუნოთ თქვენსა და იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ვინც თქვენს კანაფს მოიხმარს, რათა ეს პროცესი ყველასთვის სასიამოვნო იყოს.

ობის გავრცელებული ფორმები

აქ წარმოგიდგენთ ობის რამოდენიმე სახეობას, რომლებიც შეიძლება შეგხვდეთ კულტივაციისას.

ფხვიერი ობი

ფხვიერი ობი აღმოცენდება მსუბუქი მტვრის სახით თქვენი კანაფის ფოთლებსა და ყვავილედებზე. ის ცალკეულ კერებად გამოჩნდება და სწრაფად გავრცელდება თუ არაფერს მოიმოქმედებთ.  უცებ ვრცელდება იმ მცენარეებზე, რომლებიც ცოტათი დაზიანებული ან სუსტია.

გამოუცდელი თვალისთვის ის შეიძლება გავდეს პატარა ტრიქომებს. თუ ეჭვი გეპარებათ, გამოიყენეთ გამადიდებელი შუშა და დაათვალიერეთ ყვავილედები, აუცილებლად შენიშნავთ განსხვავებას მათ შორის. ობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოაშორეთ დაზიანებული ყვავილედები. ამით თავიდან აიცილებთ მისი გავრცელების საფრთხეს. თანაც, არავის სურს ობიანი პროდუქტის გამოყენება.

ნაცრისფერი ობი (ბოტრიტისი)

ნაცრისფერი ობი ვითარდება ყვავილედის შიგნით და ზედმეტი ტენიანობის შემთხვევაში გარეთაც გამოიზრდება. მისი არსებობის მანიშნებელია ფოთლების კვდომა და ყვავილედების დასუსტება. თუ თქვენს კანაფს მსგავს სიმპტომებს შეატყობთ, ნუ დაკარგავთ დროს, დაუყოვნებლივ გამოიკვლიეთ მცენარე. კარგად შეამოწმეთ ყვავილედების შიდა მხარეები. მოაჭერით დაზიანებული ნაწილები და მოაშორეთ თქვენი ბაღიდან. ის შედარებით ნელა ვრცელდება და შანსი გაქვთ, გადაარჩინოთ მოსავალი. თუმცა ობიანი ნაწილები არ უნდა გამოგრჩეთ.

ობი ძირითადად გარეთ გაზრდისას, ძლიერი წვიმის შემდეგ ჩნდება. განსაკუთრებით სეზონის ბოლოს, როდესაც ყვავილედები კარგად გაზრდილი და ხშირია. დიდი ყურადღებით დაათვალიერეთ თითოეული მათგანი.

როგორ ჩნდება ობი და როგორ ავიცილოთ თავიდან ის

ობი ვითარდება თბილ, სველ და მაღალი ტენიანობის მქონე გარემოში. ის ვითარდება სპორებიდან და ვრცელდება ჰაერში. მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ეკოსისტემისთვის ობი სასარგებლოც კია, ვინაიდან ის „ჭამს“ მცენარის მკვდარ უჯრედებს. თუმცა მისი გავრცელება ჯანსაღ ყვავილედებზე ნამდვილად არ გაწყობთ.

კანაფზე ობი შეიძლება განვითარდეს შემდეგი გარემოებების გამო:

  • ტენიანობა
  • ვენტილაცია
  • ტემპერატურა
  • მცენარის ჯანმრთელობა

ნებისმიერი მათგანის ან მათი რომელიმე კომბინაციით, იქმნება ობის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო.

პრევენცია დახურული სივრცისათვის

ობის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო ვარიანტია თქვენს გროუბოქსში მუდმივი კლიმატის შექმნა. გამოიყენეთ ვენტილატორები, დეჰუმიდატორები, ტემპერატურის მაკონტროლირებელი სისტემები. მათი საშუალებით შეინარჩუნებთ ერთგვაროვან ტემპერატურას, ტენიანობას, სუფთა ჰაერს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თქვენი მცენარის სიჯანსაღის შენარჩუნებას.

სხვა ფაქტორები ობის გავრცელების შესამცირებლად:

გაკრეჭა და ადეკვატურ ფართში განთავსება ხელს შეუწყობს მცენარის განიავებას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს ტენიანობას. თუ კანაფს ზედმეტად მორწყავთ, მცენარე ვერ შეიწოვს სრულად, დარჩენილი სითხე ოთახში აორთქლდება და ტენიანობა კვლავ გაიზრდება. სასუქის ზედმეტი დოზა კი, დაასუსტებს მცენარის იმუნიტეტს და ობის მიმართ ადვილად მოწყვლადს გახდის.

პრევენცია ღია სივრცეში

ღია სივრცის პირობებში ნაკლები რესურსი გაქვთ მცენარის დასაცავად – თქვენ ვერ გააკონტროლებთ კლიმატს. ფართის განაწილება, გაკრეჭა და სასუქის სწორად მიწოდება ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. ამგვარად კანაფის ტოტები განვითარდება თანაბრად, ჰაერი თავისუფლად იმოძრავებს მათ შორის და გაანიავებს თითოეულ ყვავილედს.

ძლიერი წვიმის შემდეგ შეგიძლიათ მსუბუქად შეარხიოთ მცენარეები, რათა ჩამობერტყოთ წყლის წვეთები. ასევე დაათვალიერეთ და მოაშორეთ მოტეხილი ტოტები, რომლებიც წყლითაა გაჟღენთილი და ობის გასაჩენად იდეალური ადგილია.

გისურვებთ წარმატებებს და გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში!

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.