
Caramello – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Caramello?
Caramello – Vision Seeds-ის შეჯვარებული სთრეინი, რომელიც მოხიბლულს დაგტოვებთ მისი საოცარი არომატულობით, რომელიც ციტრუსის, თაფლის, ყავისა და კარამელის სურნელების რბილი ნაზავია. Caramello არის სთრეინი, რომელიც ნერწყვს მოგადენთ და მისი მოხმარებისკენ გიბიძგებთ.
Caramello მოგანიჭებთ დამაწყნარებელ, ბედნიერ High-ს და გამომდინარე მისი გემოსა და სურნელისგან, მოგანდომებთ ტკბილეულისა და სხვა “სასუსნავების” ჭამას. მაგრამ ამ ჯიშის ასეთმა აღწერამ არ მოგატყუოთ, Caramello-ს High არის საკმაოდ ძლიერი, და მისი ინდიკა-დომინანტური გენეტიკის წყალობით, შესაძლოა “მიგაწებოთ სავარძელზე”. ამ შემთხვევაში, უბრალოდ გაყევით მას, დაწყნარდით, ჩაუჯექით და ისიამოვნეთ.
Caramello-ს ეფექტები და მახასიათებლები
ეფექტები

სამედიცინო თვისებები

გვერდითი მოვლენები

Caramello-ს გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ
ინფორმაცია გაზრდის შესახებ

ქიმიური შემადგენლობა

გენეტიკური მშობლები
Caramel Monster (ინდიკა), Ruderalis
Caramello-ს არომატი

რჩევები Caramello-ს გაზრდასთან დაკავშირებით
გაზრდის ტექნიკა
Caramello ერთ-ერთი საკმაოდ მარტივად გასაზრდელი ჯიშია და არ საჭიროებს დიდ გამოცდილებას, რეკომენდირებულია დამწყები გროუერებისათვის. არ არის რეკომენდირებული სტრეს-ტექნიკების გამოყენება, მაგრამ არასაკმარისი განათების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ დეფოლაცია, ყვავილობის პირველი კვირის დასრულების შემდეგ.
ყვავილობის დრო: 7-8 კვირა
მოსავლიანობა: საშუალო
გაზრდის სირთულე: მარტივი
კლიმატი: საშუალოდ ტენიანი კლიმატი, 18-27 °C. აუცილებელია მუდმივი აირაცია რათა არ განვითარდეს სოკო და ნესტი. ყვავილობაში შეინარჩუნეთ დაბალი ტენიანობა
Indoor/Outdoor: ძირითადად იზრდება Indoor-ზე, იდეალურია ბოქსში/ტენტში გასაზრდელად მისი პატარა ზომის გამო.
კვება: Caramello-ს 1 კვირის ასაკიდან შეგიძლიათ მიაწოდოთ აზოტი (N) და კალიუმი (K). ყვავილობის დაწყებისთანავე დაამატეთ დიდი რაოდენობის ფოსფორი (P).
დამატებითი ინფორმაცია
THC-ს შემადგენლობა: 19%
CBD-ს შემადგენლობა: 0.1-0.3%
სიძლიერე: მაღალი
გენეტიკა: 80% ინდიკა-დომინანტი