“კავკასიური” – საქართველოში დაბადებული მსოფლიო დონის სიდბანკი

ბოლო წლები ქართული კანაფის ინდუსტრიის განვითარებაში კრიტიკული მნიშვნელობის იყო. 2017-დან მოყოლებული შეიქმნა თუ გაქრა სხვადასხვა სახის ქართული პროდუქტი და ბიზნესი, გაიზარდა კონკურენცია, საგრძნობლად მოიმატა გროუერების რაოდენობამ, ამასთან ერთად მეტი ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი, რამაც ხარისხზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზარდა.

ამ დროს საქართველოში გამოჩნდნენ კანაფის ენთუზიასტები რომლებმაც ისტორიაში პირველად, გადაწყვიტეს შეექმნათ ბრენდი, რომელიც ქართული გენეტიკის ჰიბრიდული თესლების წარმოებას შეუდგებოდა.

წლების წინ, ჩვენ მოვიარეთ საქართველო, მოვიპოვეთ ქართული ენდემური ჯიშების თესლები, რომლებიც გადავეცით ჩვენს პარტნიორ ლაბორატორიებს ამსტერდამში, სადაც მათ დაასტაბილურეს და გააძლიერეს ქართული გენი, შეაჯვარეს ისეთ ლეგენდარულ ჯიშებთან, როგორებიცაა Amnesia Haze, White Widow & Gorilla Glue…

შედეგი არის პირველი ქართული ფემინიზირებული ჰიბრიდული თესლები – “კავკასიური“.

კანაპედიას გუნდმა გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით მათ წარმომადგენლებს და ჩაგვეწერა ინტერვიუ, რომელიც ამ ბრენდის უფრო ახლოდან გააცნობდა საზოგადოებას.

  1. გამარჯობა, მოგვიყევით თქვენს შესახებ

მოგესალმებით, ჩვენ გახლავართ პირველი გროუ შოპის წარმომადგენლები ამიერკავკასიაში. 2017 წლიდან ვცდილობთ შემოვიტანოთ და განვავითაროთ კანაფის კულტურის ტენდენციები საქართველოში. ასევე ვფიქრობთ გარდამტეხი როლი ვითამაშეთ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და კანაფის მრავალპროფილური დადებითი შესაძლებლობების პრაქტიკაში მოყვანის ნაწილში. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისაგან, რომლებიც უამრავი სხვა და სხვა სფეროდან ვერთიანდებით, მრავალმხრივი გამოცდილებების მქონე ადამიანების ერთობა ქმნის ჩვენს ბრენდს, ხოლო ჩვენი გაერთიანების მთავარი მიზანი, ამ კულტურისაგან მაქსიმალური პოტენციალის გამოყენების სწავლება და ჩანერგვაა.  

  1. როდის და როგორ გაგიჩნდათ ქართული გენეტიკის თესლების წარმოების იდეა?

ამ საკითხზე რა თქმა უნდა საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდით და ვსწავლობდით გენეტიკურ ნიშანთვისებებსა, წყობასა და შერწყმას. ჩვენ მივაგენით ძალიან გამოცდილ ქართველ ბრიდერს, რომელიც ამ საქმეს 30 წელიწადის განმავლობაში ეწევა. მან საქართველოს კუთხური სელექციის გენეტიკები წარმოადგინა, რომელიც საგულდაგულოდ წლების განმავლობაში ამა თუ იმ რეგიონში ჰქონდა მოპოვებული. აქედან წამოვიდა ბრენდი კავკასიურის წარმოშობის იდეა და შემდეგ ჩვენი ოცნებების ასასრულებლად მივმართეთ ბრიდინგ ქარხანას ჰოლანდიაში. პროცესი იყო შრომატევადი, ათასი სირთულით გზაზე, თუმცა ჩვენი გუნდი წარმატებით გაუმკლავდა ყველა გამოწვევას და დღეს კონკრეტული შედეგები გვაქვს. ამ პროექტმა ნათლად დაგვანახა რომ თუ ხარ შეპყრობილი იდეით და საქმეს აკეთებ ბავშვური სიჯიუტით და ენთუზიაზმით მაშინ ყველა ოცნება რეალურ შედეგებად გარდაიქმნება.

  1. რა უპირატესობები აქვს თქვენს შექმნილ პროდუქტს ახლანდელ ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით?

ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროდუქტი უფრო მეტად გაახალისებს საერთაშორისო ბაზარს, თავისი ინდივიდუალური ძლიერი მხარეებით, როგორიცაა სტრესგამძლეობა, გაუმჯობესებული ეფექტები, განსხვავებული გემოვნური თვისებები, ველური მარიხუანას არომატები და ა.შ. ეს ყველაფერი მივიღეთ დასტაბილურებული, ყველასათვის კარგად ნაცნობი გენეტიკებისა და ჩვენს სუბტროპიკულ ჰავაზე ადაპტირებული გენეტიკების ფენოტიპურად თავსებადობისა და შეჯვარების ხარჯზე.

  1. რა მომავალი გეგმები გაქვთ? გეგმავთ თუ არა გაფართოებას, ბაზარზე არსებულ აქტიურ პროექტებში ჩართვას?

ჩვენ გვსურს ბრენდი კავკასიურის ცნობადობა გავზარდოთ მსოფლიო ბაზარზე, ამისათვის კომპანია კავკასიური დავარეგისტრირეთ ჩეხეთში და ძირითად საწყობად ვაქცევთ პრაღას, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში კანონებთან შეუთავსებელია, ჩვენი პროდუქტი. პროექტი კავკასიურით, გვსურს ყველას ვაჩვენოთ, რომ ქართველები მიწათმოქმედების დარგში მრავალმხრივ განვითარებულები ვართ და კანაფთანაც იგივე წარმატებით ვმუშაობთ, როგორც ვაზთან ან ვაშლთან.

  1. რას უნდა ელოდოს მომხმარებელი თქვენგან?                       

ჩვენი კომპანია მუდმივად გრძნობს და კარგად აცნობიერებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას რომელიც მომხმარებლის წინაშე აქვს აღებული. ვფიქრობთ, რომ მომხმარებელი ჩვენგან მუდმივად სიახლეს ელოდება, ისეთს რაც არ უნახავს ჯერ და სხვისგან არ გაუგია. ჩვენ ინოვატორები ვართ და მომხმარებლების მოლოდინიც ამ მიმართულებით უნდა გავამართლოთ.

  1. რას ფიქრობთ საქართველოში არსებული კანაფის კულტურისა და განვითარების შესახებ?

ერთი შეხედვით კანაფი ყველასათვის ნაცნობი მცენარეა, თუმცაღა ინფორმაცია მასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის მწირი და ისიც ხშირ შემთხვევაში არასწორი, კონკრეტულად კანაფის კულტურას მრავალი წლის მანძილზე ებრძოდნენ სრულიად უსაფუძვლოდ რამაც გამოიწვია ძალიან არასწორი და დამახინჯებული შეხედულებები საზოგადოებაში, უმნიშვნელოვანესია რომ ამაღლდეს ცნობიერება კანაფის კულტურასთან  დაკავშირებით. საქართველოში  ძალიან დაბალია შემეცნების დონე ზოგადად სოფლის მეურნეობის დარგში, ვერ ვითვისებთ სიახლეებსა და ინოვაციებს, გვიჭირს მათთან ადაპტირება.  დროის ამბავია ყველაფერი და ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად ჩაებმევიან სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდები და აი შემდეგ მოვა სწრაფი განვითარება. ჩვენი მიზანია გზა გავკვალოთ უზარმაზარი შესაძლებლობებისაკენ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რომ მიწა რომელზეც დავდივართ ერთერთი ყველაზე დიდი სიმდიდრეა ჩვენი ქვეყნისთვის და პირდაპირ დანაშაულია მისი არ გამოყენება, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ საკითხს და გვჯერა რომ ახლო მომავალში ეს სფერო ძლიერ განვითარდება და ამ განვითარებაში ჩვენ აუცილებლად დიდ როლს შევასრულებთ.

7. სამი რამ რასაც დღევანდელ ინდუსტრიაში შეცვლიდით

დღევანდელი ინდუსტრია  ჯერ კიდევ შექმნის გზაზეა, შესაბამისად რთულია თქვა რა არის შესაცვლელი, ალბათ ბევრი რამ!

სახელმწიფოს პოლიტიკა, საზოგადოების დამოკიდებულება, უშუალოდ ამ ინდუსტრიაში  ჩართული კომპანიების და ადამიანების მხრიდან გაცნობიერება იმ დიდი პასუხისმგებლობის რომელიც მათ ეკისრებათ, გამჭვირვალობა, ცოდნის დონე. ვთვლი რომ ყველა იმ ადამიანმა რომელიც ჩართულია ამ ინდუსტიის განვითარებში მუდმივად უნდა იმუშაოს ცოდნის დონის ამაღლებაზე რადგან ამ ადამიანებზე დგას მთლიანად ეს საქმე. ჩვენ გვჯერა რომ სწავლით, დაუღალავი შრომით, შეცდომების დაშვების გამბედაობით ეს ინდუსტრია გახდება ერთერთი მოწინავე არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიან რეგიონში!

კავკასიური ამ ეტაპისთვის აწარმოებს 7 დასახელების პროდუქტს, ესენია, Pirkush, Ochopintre, Dali, Aieti, Medea, Amirani და Bochi. ყველა დასახელება წარმოდგენილია როგორც ავტომოყვავილე, ასევე ფოტოპერიოდული შტამების სახით.

აღსანიშნავია, რომ “კავკასიური” წარმოდგენილია GrowDiaries-ზე, როგორც ოფიციალური მწარმოებელი.

დეტალურ ინფორმაციას ჯიშების შესახებ ნახავთ ქვევით👇

აიეტი

შუაგულ აჭარაში – ბათუმთან, მდებარეობს მთა “მტირალა” რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალტენიან ადგილად ითვლება. აქაური მიკროკლიმატი, საუკეთესო გარემოს ქმნის მცენარეების ვეგეტაციური ფაზისთვის, რაც განსაკუთრებით ჩანს თვალუწვდენელი მწვანე საფარის შეფასებისას. ბუნებრივია, ასეთ პირობებს განსაკუთრებით კარგად ირგებს კანაფიც, და სწორედ ამიტომაა აჭარული სატივა ჯიშები გამორჩეულად ძლიერი. მძლავრი და ინტენსიური ადგილობრივი შტამის მეტად დასტაბილურებისა და სრულყოფისთვის, ის ინდიკა-დომინანტ Super Skunk-თან შეჯვარდა და დაიბადა “აიეტი” რომელმაც სრულად გამოავლინა ორივე მშობელი ნიმუშის მაქსიმალური პოტენციალი.

დაწყვილებული Super Skunk-ი, თავის მხრივ, Skunk #1-ის და Afghani #1-ის შეჯვარებით გაჩნდა, როდესაც Sensi Seeds-მა, Skunk-ის უფრო სწრაფი და მეტად პროდუქტიული, შენობაში გასაზრდელად იდეალური ვერსიის შექმნა გადაწყვიტა.
ამ კომბინაციის შედეგად ჩამოყალიბდა თვალწარმტაცი, ძლიერი და გამძლე Super Skunk-ი. მდგრადობით და კულტივაციის სიმარტივით, ის იდეალურია როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი გროუერებისთვის, რომლებიც ხარისხს, პროდუქტიულობას და სანდოობას ეძებენ. Super Skunk-ისთვის დამახასიათებელია უზარმაზარი, მსხვილი ყვავილები, უმძაფრესი, ნიადაგის, სუნელების და ციტრუსის მკაფიო არომატით. 
აიეტი – ძველი კოლხეთის მითური მეფე, მზის შვილი, ბუნების მომნუსხველი ქალღმერთის, კირკეს ძმა და ქვეყნიერების უდიდესი ჯადოქრის, მედეას მამა; ოკეანიდან ამომავალი მზის გულივით მოციმციმე ოქროს მუზარადით დამშვენებული აიეტი, თესავს დრაკონის კბილებს, სპილენძისჩლიქებიანი ხარებით, ერთ დღეში ხნავს შვიდი დღის სახნავს და ხოცავს მიწისშობილ ბუმბერაზებს. ეს უძლეველი მეფე-ღვთაება პირდაპირ განსხეულებულია კავკასიური “აიეტის” ჯიშში და კოლხურ გენებს ავლენს სრულად – მძლავრი, ენერგიული და ინტენსიური ეფექტებით.

ბოჩი

საქართველოს რეგიონებს შორის, იმერეთი მაღალგანვითარებული სამეურნეო და მატერიალური კულტურით გამოირჩევა. სპეციფიკურმა ჰავამ, საუკუნეების მანძილზე, იმერეთში უზრუნველყო ისეთი უნიკალური ჯიშის ყურძნის და აგრო კულტურების ზრდა-განვითარება, რომლებმაც საქართველოს სხვა კუთხეებში ფეხი ვერ მოიკიდა. 

კავკასიონის ქედით და მესხეთის მთათა სისტემით გარშემორტყმულ, უამრავი მინერალური წყლით და მდინარის შენაკადით ნაკვებ ნიადაგში, ბუნებრივია, რომ კანაფიც განსაკუთრებულად პოტენტური და უხვმოსავლიანი იზრდება. 
საუკუნეების მანძილზე გამოწრთობილი იმერული კანაფის ჯიშის LSD შტამთან შეჯვარებით, დაიბადა “ბოჩი”, რომელიც სრულად ავლენს აქტიური ნივთიერებების ეფექტს და საგრძნობლად უფრო კეთილშობილი გემოთი და არომატით იწონებს თავს. 
LSD-ის, წყლის დიდი და ბევრი ულუფა უყვარს. აგრესიულად სწრაფი და ინტენსიური ყვავილობის გამო, რეკომენდებულია სხვა ჯიშებთან შედარებით, მისი უფრო ხშირად გამოკვება. ეს მახასიათებელი, გენეტიკურად, ასევე ერგო “ბოჩის”; მისი მოვლის დროსაც, უმჯობესია, არ დაგენანოს წყალი, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, აკონტროლო აზოტის შემცველობა, ვინაიდან აზოტის მაღალ დონეს ეს ჯიში დიდად არ წყალობს. 
ბოჩი – ძველი ქართული, წარმართული ღვთაება, რომელიც თამამად დააბიჯებს კავკასიონის ქედის კლდოვან მასივებზე. ბოჩი მესაქონლეობის და მოსავლიანობის მფარველად მიიჩნევა. 

დიდი მოსავლის მიმართ მიდრეკილება, ღვთაებისგან პირდაპირ დაენათლა მისი სახელის მქონე კანაფის ჯიშს. ზრდის ადრეულ პერიოდში, ნერგის შეკავება, დაბმა, შეზღუდვა, მნიშვნელოვნად ავითარებს საყვავილე ზონებს და აუმჯობესებს სინათლის გადანაწილებას ღეროს სიმაღლეზე; ეს კი – კიდევ უფრო მსუყე ნადავლს ნიშნავს შენთვის.

დალი

გაგიჭირდება, შეხვდე ქართველს, ვისაც ლეგენდარული, გურული კანაფის შესახებ არ სმენია. გურიის ტროპიკული კლიმატი იდეალურ პირობებს ქმნის კანაფის სწრაფი ზრდისთვის, ნოყიერი ნიადაგი კი, განსაკუთრებულ უხვმოსავლიანობას უზრუნველყოფს. ვვარაუდობთ, რომ გურულებისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტი, სიცოცხლის სიყვარული და ბრწყინვალე იუმორი, შესაძლოა, გარკვეული დოზით, ადგილობრივ მცენარეებთან აქტიური მეგობრობის შედეგიც იყოს. 
“დალი” გურული თესლის და Super Lemon Haze-ის შეჯვარების ბრწყინვალე შედეგია და გვთავაზობს ყველაფერს, რასაც კანაფის მოყვარულები ეძებენ: სწრაფ, დიდ და ძლიერ მოსავალს. მისი მოკლე სასიცოცხლო ციკლი ნიშნავს, რომ შთამბეჭდავ შედეგს სულ რამდენიმე კვირის შემდეგ მიიღებ. ეს ძლიერი და პოტენტური ქალღმერთი, ნიადაგისა და ციტრუსის ელემენტებით გაჯერებული არომატით გასიამოვნებს. 
თავის მხრივ, Super Lemon Haze სატივა დომინანტი ჰიბრიდია, რომელიც Lemon Skunk-ის და Super Silver Haze-ის შეჯვარებით ჩამოყალიბდა და Green House Seeds-ის კანაბისის თასის ორგზის გამარჯვებულია. Super Lemon Haze მრავალფეროვანი საოცრებაა, როგორც ვიზუალურად, ასევე ეფექტით. სახელიდანაც ჩანს, რომ გემოს და არომატის თვალსაზრისით, ძირითადი აქცენტები ლიმონის და სხვა ციტრუსების ცედრას მოგაგონებს, თუმცა, არანაკლებ შთაბეჭდილებას ახდენს ტარტის მოტკბო ელემენტებიც. აქვს უნიკალურად ენერგიული და ცოცხალი ეფექტი, იდეალურია აქტიური მდგომარეობის მოყვარულებისთვის. 
დალი – ნადირობის ქალღმერთი ქართულ მითოლოგიაში. მუდამ განსხვავებული და მრავალფეროვანი იერის მქონე დალი მთაში, მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს და ცხოველებს მფარველობს. დალი მაქციაა და განსაკუთრებულ და გამოჩენილ მონადირეებს, ცხოველად, ან ფრინველად სახეცვლილი ევლინება, რომ შეაცდინოს. მათ, ვინც მის სიყვარულს გაიზიარებს და ამ სიყვარულის საიდუმლოს შეინახავს, დალი ნადირობაში ეხმარება და წყალობას არ აკლებს. თუმცა, მოღალატეებს დაუნდობლად ეპყრობა – ზვავს, ან მეწყერს გაატანს, ან უკანმოუხედავად გადაჩეხავს კლდეზე.

პირ-კუში

კახეთის რეგიონი ცნობილია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის წარმოებით. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ კახეთის კლიმატი არა მარტო ღვინის, არამედ კანაფის კულტივაციისთვისაც ბრწყინვალე პირობებს ქმნის. ნოყიერი ნიადაგი, მშრალი ჰავა, დაბალი ტენიანობა და უმეტესად მზიანი ამინდი, ხელს უწყობს ნერგების ნაყოფიერებას და უხვმოსავლიანობას. წლების განმავლობაში, სწორედ კახეთში, კერძოდ კი — ლაგოდეხში ხდებოდა საუკეთესო ინდიკა-დომინანტი ჯიშების ხალხური მეთოდით კულტივაცია. 
ინდიკა ჯიშებისთვის იდეალურ კლიმატში გაზრდილი თესლის განსაკუთრებული თვისებების ჩვენს სასარგებლოდ გამოსაყენებლად და დასახვეწად, ის ლეგენდარულ OG Kush-თან შევაჯვარეთ, რომელიც თავისი დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით გამოირჩევა. სწორედ ამ ორი, უნიკალური მახასიათებლის მქონე ჯიშის შერწყმით შეიქმნა “პირქუში”, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს სასიამოვნოდ გააოცებს.
თავის მხრივ, OG Kush-ის კულტივაცია, პირველად, ფლორიდას შტატში მოხდა, ადრეულ 90-იანებში, როდესაც ჩრდილოეთ კალიფორნიული ჯიში შეაჯვარეს ამსტერდამის Hindu Kush-თან. შედეგად შეიქმნა ჰიბრიდი, ტერპენის უნიკალური პროფილით და კომპლექსური არომატით — სკანკის და სუნელების ნოტებით. 
პირქუში — ღვთაებრივი მჭედელი ქართულ მითოლოგიაში. სახელი და ეპითეტი  — ცეცხლოვანი, პირქუშის ბნელ ძალებთან — დევებთან, ქაჯებთან და მსგავს პერსონაჟებთან კავშირზე მიუთითებს. დატყვევებული პირქუში მათთვის იარაღს, ოქროს და ვერცხლის ნივთებს ჭედავს. 
ამ ჰიბრიდის ლაგოდეხის ჯიშთან შეჯვარებით, მივიღეთ “პირქუში” — იდეალური კომბინაცია — სწრაფად მზარდი, კომპაქტური და გემრიელი ნიმუში. რამდენიმე თაობის გენეტიკური დასტაბილურებით, “პირქუში” ჩამოყალიბდა ინდიკა-დომინანტ ჯიშად.

ამირანი

კავკასიური თესლების ‘’ამირანი’’ მითოლოგიური ლეგენდის მსგავსად ძლევამოსილი, გამბედავი და ღონიერია. მას თავად შესწევს იმის ძალა, რომ ადამიანი მთის მწვერვალის სიმაღლეზე აიყვანოს და მიაჯაჭვოს.  ამირანის ჯიში დამწყებთათვის არაა განკუთვნილი – ნებისმიერი ადამიანი ვინც მის სიძლიერეს ეზიარება, სიფრთხილით და პატივისცემით უნდა მოეკიდოს ღვთაებრივი ამირანის ძალას.  მხოლოდ გამოცდილ მწეველთათვის.

ლეგენდარული ამირანის შემადგენლობაში შედის სინათლის სიჩქარით მოქმედი 70% ინდიკა , რომელიც შეჯვარებულია გორილა გლუ-ს ახალ თაობასთან.  ამ ორი ჯიშის გაერთიანების შედეგად ვიღებთ მონსტრულ 31% THC შემცველობის მცენარეს, რომლის ზრდა-განვითარების საშუალო პოტენციალი 600გ/კვ.მ-ს წარმოადგენს.

სულ რაღაც 70 დღის შემდეგ, ამ რევოლოციური მცენარისგან გაიზრდება ხარისხიანი, მჭიდროდ ჩაზრდილი და სურნელოვანი ყვავილედები.  ისიამოვნეთ მდიდარი, სისცოცხლით სავსე, ფსიქოდელიური გამოცდილებით, რომელსაც ამირანში აღმოცენებული დომინანტი ინდიკა გპირდებათ.

მედეა

საუკეთესო სთრეინები იბრძოდნენ მედეას სახელობისთვის, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ჩემპიონი.

სატივას უმაღლესი თვისებები, ციტრუსის არომატი, უხვი მოსავალი, სამედიცინო თვისებები და უძლიერესი ფსიქოდელური High გაერთიანდა ამ ერთ დიდებულ სთრეინში რომელიც შეჯვარდა ლეგენდარულ White Widow-სთან და შედგა პირველი ქართული ჰიბრიდი – მედეა, კავკასიური თესლებისგან. 

უნიკალური და უგემრიელესი სატივა დომინანტი ჯიში – უბრალოდ უნდა გაზარდო რომ დაიეჯერო.

ოჩოპინტრე

როდესაც ლეგენდარული ამნეზიის ჯიში უერთდება მცენარეს საქართველოს ყველაზე მისტიური მხარიდან და გენეტიკურად ერთიანდება ჯიშთან, რომელიც მითოლოგიური ტყის ღმერთის სახელს ატარებს, ვიღებთ ღვთაებრივ ჰიბრიდს – ოჩოპინტრეს. 

ეს არაამქვეყნიური სთრეინი ხასიათდება უხვი ყვავილობით, მჭიდროდ აღმოცენებული კვირტებითა და ფანტასტიური მოსავლიანობით.  მისი ინტენსიური, ხილისებრი არომატი ჰარმონიურლად აბალანსებს სატივასა და ინდიკას შემცველობას.

ოჩოპინტრეს ნაყოფი გპირდებათ დაუვიწყარ შეგრძნებებს, რომელიც აგამაღლებთ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და გონებრივად

პირველი ქართული სიდბანკისგან, კავკასიური თესლები: ოჩოპინტრე.  ან უბრალოდ, ოჩო.

სულ ეს იყო, წარმატებულ გროუს გისურვებთ!

შეიძინე აქ

გამოიყენე კოდი: CannapediaGiftCard ნებისმიერ ონლაინ შენაძენზე და მიიღე 10%-იანი ფასდაკლება!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.