
სიბიდი კიბოსთვის: შესაძლებელი უპირატესობები, გვერდითი ეფექტები და სხვა.
კანაბიდიოლი (Cannabidiol), იგივე CBD (სი-ბი-დი), არის კანაფის შემადგენელი კანაბინოიდებიდან ერთ-ერთი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იძენს პოპულარობას ნატურალური სამედიცინო საშუალების სახელით, რადგან როგორც აღმოჩნდა, CBD-ს სხეულისთვის არაერთი უპირატესობის მინიჭება შეუძლია. როდესაც ამ თემის გარშემო მუდმივი განხილვაა, ხალხის გარკვეული ნაწილი CBD-ს იყენებს კიბოს განსაკურნებლად.
ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმის მტკიცება, რომ სიბიდი კიბოს 100%-ით სრულად კურნავს, მაგრამ, ეს ქიმიური ელემენტები შეგვიძლია დავიხმაროთ იმ სიმპტომების სამართავად, რომლებიც დაავადების დროს ან მკურნალობისას აღმოჩნდება.
აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ CBD და THC ერთმანეთისგან განსხვავდებიან. THC, იგივე ტეტრაჰიდროკანაბინოლი, აქტიური კანაბინოიდია რომელიც იწვევს High-ს, როდესაც ადამიანი მოიხმარს მას. THC-სგან განსხვავებით CBD-ს არ იწვევს “High” ეფექტს და გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მიმდინარეობს სხვადასხვა კვლევები, რომელთა დანიშნულებაც CBD-ს სამკურნალო თვისებების შფოთვის, ქრონიკული აშლილობისა და უძილობის წინააღმდეგ გამოყენების დადასტურებაა.
მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე პატარა კვლევა CBD-ს ეფექტურობას ადასტურებს კიბოს წინააღმდეგ, მათზე დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით ადრეა.
ამ ორ ნაწილიან სტატიაში გაიგებთ თუ რა ეფექტები შეიძლება იქონიოს CBD-ს გამოყენებამ კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად და როგორ ამსუბუქებს ის ტკივილსა და ტრავმებს, როგორც განკურნების გვერდით მოვლენებს.

სიბიდი, როგორც დამატებითი თერაპია
2018 წელს ჩატარებული მკურნალობების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ CBD და კანაფის თერაპიის ჩატარება კიბოთი დაავადებულ პაციენტებს ეხმარება:
ჭამის მადის მომატება
ბევრი პაციენტი, რომელიც ქიმიოთერაპიას გადის, უჩივის გულის რევასა და მადის არქონას.
ეს სიმპტომები მათ ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში უშლიან ხელს.
კანაფის გარკვეული კანაბინოიდების მიღება (CBD, THC, THCV) ორგანიზმს ხელს უწყობს მადის სტიმულირებაში.
სიბიდი – როგორც ტკივილგამაყუჩებელი
როგორც კიბოს, ასევე მასთან დაკავშირებულ მკურნალობას შეუძლია ტკივილის მიყენება პაციენტისთვის. კიბო ხშირად უტევს ორგანიზმს ანთებითი ტკივილის სახით, შინაგანი ორგანოების წნევის აწევით, ან ნერვის დაზიანებით. ძლიერი ტკივილების შემთხვევაში ის გამძლე ხდება ოპიოიდების, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების წინაშეც. ყველა გამაყუჩებლისგან განსხვავებულად მოქმედებენ კანაბინოიდები.
სიბიდი არაპირდაპირად მოქმედებს უჯრედების CB2 რეცეპტორებზე, რაც ეხმარება ორგანიზმს ხანგრძლივი ტკივილის შემსუბუქებასა და ანთების დაცხრობაში.
THC პირდაპირ მოქმედებს უჯრედების CB1 რეცეპტორებზე, რაც გამოიყენება ნერვული დაზიანების შემთხვევაში.
გულის რევა
კანაფი და CBD-ს მსგავსი კანაბინოიდები, შესაძლოა დაეხმაროს პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ გულის რევა და ღებინება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამის გამომწვევი მიზეზი ქიმიოთერაპიაა.
მაგრამ, გულის რევის საწინააღმდეგო ეფექტი უფრო მეტად THC-ს აქვს, ვიდრე CBD-ს. ის ხალხი, ვინც კანაფის გამოყენებას გულის რევის საწინააღმდეგოდ აპირებს, მზად უნდა იყოს THC-სგან მიღებული ფსიქოაქტიური ეფექტებით, რომელთა შესახებ რეკომენდებულია გაესაუბროთ თქვენზე გამოცდილ მომხმარებელს ან ექიმს.
სტატიას ექნება მეორე ნაწილიც.
მშweedობა!
შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში