
ნახშირორჟანგით (CO2) კვება; როგორ გავზარდოთ მოსავალი?
თვენს გროურუმში ნახშირორჟანგის შეტანით, შეგიძლიათ გაზარდოთ მოსავალი 20%-ით ან მეტით, მაგრამ რა არის საუკეთესო გზა CO2-ის გამოსაყენებლად? არსებობს სწორი და არასწორი გზა და ჩვენდასამწუხაროდ უამრავი გროუერი იყენებს მას არასწორი გზით, რის შედეგადაც იღებენ ტყუილად გაფლანგულ ფულსა და ნულოვან სარგებელს.
ამ პოსტში შევეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ გამოვიყენოთ ის სწორად და ეფექტურად.
რა არის CO2 და რაში ეხმარება ის მცენარეს?

CO2, იგივე ნახშირორჟანგი, არის მცენარისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ადამიანებისთვის ჟანგბადი. ის აუცილებელია მცენარის ფოტოსინთეზისთვის, რათა გარდაქმნას მზის ენერგია საკვებად. ჯერ კიდევ მილიონი წლის წინ, დედამიწაზე ნახშირორჟანგის დონე 3-4 ჯერ მაღალი იყო (1500ppm) დღევანდელთან შედარებით (400ppm), ამიტომ მცენარეები იზრდებოდნენ უფრო მაღლები და დიდები. დროის გასვლასთან ერთად ნახშირორჟანგის დონემ იკლო და მცენარეებიც უფრო დაპატარავდნენ. ჩვენდა საბედნიეროდ ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ დღესაც გაუძლონ მცენარეებმა ნახშირორჟანგის ასეთ მაღალ დონეს.
ნახშირორჟანგის გამოყენებამდე გაითვალისწინეთ
- დაგჭირდებათ ძლიერი განათება – 75 000-დან 100 000-მდე ლუმენი კვადრატულ მეტრზე. ძლიერი განათების გარეშე ვერ გამოიყენებს მცენარე სრულ პოტენციალს, რადგან ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზრდით (1200-1500ppm), მცენარე ასწრაფებს ფოტოსინთეზს და მისი მოთხოვნილება სინათლეზეც იზრდება.
- მოგიწევთ ბოქსის ჩაკეტვა – მოგიწევთ თქვენი ბოქსი გახადოთ ჰერმეტული, რადგან მის გარეშე დაკარგავთ დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს, რაც გაართულებს ბოქსში სწორი კონცენტრაციის შენარჩუნებას და ასევე მეტი ნახშირორჟანგის მიწოდება თქვენს ჯიბეზეც უარყოფითად აისახება. ამასთან ერთად აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დახურულ ბოქსში მოგიწევთ ტემპერატურის და ტენიანობის ხელოვნურად რეგულირება რისთვისაც დაგჭირდებათ ავტომატური კონტროლერები. მაღალი ტემპერატურა პრობლემას არ წარმოადგენს, ნახშიროჟანგით კვებისას შეგიძლიათ იქონიოთ 30-35 გრადუსი. ამ ტემპერატურაზე უკეთესად იგრძნობს თავს თქვენი მცენარე, მაგრამ აუცილებლად შეინარჩუნეთ ტენიანობა 60%-ის ქვემოთ, რათა თავიდან აიცილოთ სოკოვანი დაავადებების გავრცელება ბოქსში, რასაც ასევე ხელს უწყობს მაღალი ტემპერატურა და ვენტილაციის არარსებობა.
- დაამონტაჟეთ მიწოდება ზემოთ – ვინაიდან ნახშირორჟანგი ჰაერზე მძიმეა მოგიწევთ დააყენოთ მიწოდება ისე, რომ ნახშირორჟანგი ზემოდან “ეყრებოდეს” მცენარეს. ასევე დააყენეთ შიდა ვენტილაცია. დადგით ქულერი ან ვენტილატორი რათა არ მოხდეს ნახშირორჟანგის მხოლოდ ძირში დაგროვება და ის თანაბრად გადანაწილდეს მთელს ბოქსში.
- გამორთეთ CO2-ის მიწოდება ღამე – მცენარეები დღე ითვისებენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს, მაგრამ მაშინ, როდესაც სინათლე ქვრება, ეს პროცესი საპირისპიროდ ტრიალდება. გირჩევთ გამორთოთ მიწოდება შუქის გამორთვამდე 1 საათით ადრე და აღადგინეთ მიწოდება შუქის ჩართვიდან 1 სააათის შემდგომ.
- ვეგეტაცია და ყვავილობა – გამოიყენეთ CO2 მხოლოდ ვეგატაციაში და ყვავილობის პირველ 3 კვირაში. აქტიურ ყვავილობაში ნახშირორჟანგი აღარ არის ეფექტური.
- დაგჭირდებათ CO2 საზომი – CO2 კონცენტრაციის გაზომვის გარეშე ვერ მიხვდებით როდის უნდა დააამატოთ ბოქსში ნახშირორჟანგი. მისი გაზომვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რადგან 1500ppm-ის მაღლა მცენარე იწყებს კვდომას.
დაგჭირდებათ ნახშირორჟანგის მიმწოდებელი – ნახშირორჟანგის მისაწოდებლად შეგიძიათ გამოიყენოთ რამოდენიმე გზა:
1. CO2 გენერატორი

ის მოიხმარს პროპანს, ეთანოლს ან ბუნებრივ გაზს, რათა აწარმოოს ნახშირორჟანგი, მაგრამ აშრობს ჰაერს და ღირს ძვირი განკუთვნილია დიდი ზომის გროუ სივრცისთვის.
2. CO2 ბალონი

ეს არის ნახშირორჟანგით დატუმბული ბალონი, ყველაზე მარტივი გზა ნახშირორჟანგის მისაწოდებლად, მაგრამ გაითვალისწინეთმ ადვილად ფეთქდება ცეცხლთან კონტაქტის დროს.
3. ფერმენტაცია

ყველას გვსმენია ძმრისა და სოდის დუეტზე, ასევე შაქრისა და საფუარის (დროჟის) ნაზავზე. ისინი შერევისას გამოყოფენ ნახშირორჟანგს, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით და ასევე აყენებენ უსიამოვნო სუნს.
4. CO2 ჩანთები

ისინი სავსეა ბიოლოგიურად აქტიური მასით, სადაც ბაქტერიებისა და სოკოების თანაცხოვრებით იწარმოება ნახშირორჟანგი, ისინიც მცირე რაოდენობით გამოყოფენ ნახშირორჟანგს, მაგრამ ღირს შედარებით იაფი.
იმედი მაქვს ეს პოსტი დაგეხმარებათ თქვენი გროუინგის ახალ ლეველზე გადასაყვანად.