ქვეყნები ყველაზე მკაცრი კანონებით კანაფის მომხარებელთა მიმართ

ბოლო რამოდენიმე ათწლეული „მწვანე რევოლუცია“ ძლიერად მიემართება წინ. იმ ქვეყნების სია რომელშიც მარიხუანა ლეგალური ხდება დღითიდღე იზრდება. ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება მისი მსოფლიო დეკრიმინილიზაცია. მაგრამ, დღესდღეობით დედამიწაზე მაინც არსებობს ადგილები სადაც კანაფის შენახვის/მოხმარების გამო ადამიანი შესაძლოა ციხეში მოხვდეს, ხოლო გაზრდის გამო კი სიკვდილით დაისაჯოს.

თუკი თქვენ ხშირად მოგზაურობთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვის ერთგვარი გიდი იქნება იმ ქვეყნებზე, რომლებშიც უკეთესია თუ კანაფის მოხმარებაზე არ დაგიჭერენ, რადგან სავარაუდოდ ადგილობრივი ხელისუფლება არ იქნება თქვენს მიმართ გულისხმიერი მხოლოდ იმის გამო, რომ უცხო ქვეყნიდან ბრძანდებით.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ასეთი ქვეყნების უმეტესობა აზიაში მდებარეობს. უდარდელი დასვენება ტაილანდში კანაფის უსასრულო მარაგებით სამოთხედ მოგეჩვენებათ მაგალითად, სინგაპურთან და სამხრეთ კორეასთან შედარებით.

წარმოგიდგენთ 5 ქვეყანას რომლებსაც გააჩნიათ ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულება კანაფის მიმართ.

ფილიპინები

თუ ფილიპინებში ადამიანს მარიხუანის მოხმარების ფაქტზე იჭერენ, მაშინ იგი მსუბუქ სასჯელს მიიღებს მორიგ დარღვევებთან შედარებით. პირველ დაკავებაზე ადამიანმა შესაძლოა მიიღოს 6 თვე რეაბილიტაციის დრო, თუმცა უკვე შემდეგ „დარღვევაზე“ ჩნდება ციხის საშიშროება. კანონის განმეორებით დამრღვევებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 6-დან 12 თვემდე ვადით. ხოლო, თუკი ვინმეს კულტივაციაზე დაიჭერენ მაშინ მას მაშინვე სასამართლოში უშვებენ და ან სასიცოცხლოდ სვამენ ციხეში ან კიდევ სიკვდილით სჯიან. ქვეყანაში 2002 წელს შემოღებული კანონების გამო, ფილიპინები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულის მქონე ქვეყანად მარიხუანის მიმართ.

სინგაპური

ქალაქის არქიტექტურა, გაცოცხლებული სავაჭრო კვარტლები, სუფთა ქუჩები – ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის, თითქოს სინგაპურში ჩასვლით მომავალში ხვდებით.  თუმცაღა, ამ ‘მომავალში’ მარიხუანის მოხმარებას იოლად შეუძლია მოიტანოს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 20,000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით.  თუკი ვინმეს სულ რაღაც 15 გრამი კანაფით იჭერენ, მაშინ კანონის მიხედვით იგი შესაძლოა ბრალდებული იყოს ნარკოტიკული საშუალებების არაკანონიერ გავრცელებაში, რის შემდეგაც მას ‘შესაბამისი’ სასჯელი ელის (მათი კანონის მიხედვით). ხოლო 450 გრამის ან მეტის აღმოჩენის შემთხვევაში, უკვე არსებობს სიკვდილით დასჯის სერიოზული საშიშროება.

არაბეთის გაერთიანებული საამიროები

არაბთა საამიროები კარგად არიან ცნობილი თავისი სასტიკი სასჯელებით მარიხუანის შენახვაზე. კანაფის ნამცეცების გამოც კი, ადამიანი შესაძლოა ოთხი წლით ჩასვან ციხეში. BBC-ს თუ დავუჯერებთ, ერთ ბრიტანელ ტურისტს 4 წელი მიუსაჯეს ფეხსაცმლის ძირზე მიკრული 0.003 გრამი მარიხუანის გამო. ევროპელი ტურისტების უმეტესობა კარგად წმენდს თავის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და ა.შ სანამ გაერთიანებულ საამიროებში გაფრინდებიან, ზოგი კი საერთოდ არასდროს არ მიფრინავს იქ.

“კავკასიური” – საქართველოში დაბადებული მსოფლიო დონის სიდბანკი
ბოლო წლები ქართული კანაფის ინდუსტრიის განვითარებაში კრიტიკული მნიშვნელობის იყო. 2017-დან მოყოლებული შეიქმნა …
“Dutch Passion” – პრემიუმ ხარისხის კანაფის თესლები
The Dutch Passion Seed Company – ოფიციალურად 1987 წელს დაარსდა. კომპანია ცნობილია, როგორც …
“The High Times”-ის პროფესიონალური რჩევები თქვენი მოსავლის ასაღებად
კანაფის მოყვანის საბოლოო სტადიები საჭიროებს მოთმინებას, ცოდნასა და საქმისათვის საჭირო შესაბამის ხელსაწყოებს.  …

სამხრეთ კორეა

თუკი სამხრეთ კორეის მონახულება გადაწყვიტეთ, მაშინ უმჯობესი იქნება თუკი წასვლამდე ერთი თვით ადრე კანაფის მოხმარებისგან თავს შეიკავებთ. თუკი ქვეყანაში სისხლში კანაბინოიდებს აღმოგიჩენენ, ეს შესაძლოა თქვენი თვეობით პატიმრობის საფუძველი გახდეს. სამხრეთ კორეის კანონები კანაფის მიმართ ძალიან მკაცრია, ქვეყნის მოქალაქეები შესაძლოა ციხეში ჩასვან სხვა ქვეყანაში მოხმარების გამოც კი. THC ადამიანის სხეულში – ეს საფუძველი კმარა იმისათვის, რომ ადამიანი დასაჯონ. ცნობილია, რომ სამხრეთ კორეაში ‘სამართალდამცველებს’ აქვთ უფლება ნებისმიერ დროს შეაჩერონ მოქალაქე და მოსთხოვონ ნარკოტესტის გაკეთება.

ინდონეზია

მარიხუანა ინდონეზიაშიც სასტიკად არის აკრძალული. თუკი ადამიანს ცოტა რაოდენობით დაიჭერენ, მას 4 წლემდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მარიხუანით ვაჭრობისთვის სასჯელი უფრო სერიოზულია – თავისუფლების აღკვეთა 5-დან 15 წლამდე ვადით. ასეთმა მკაცრმა კანონებმა მოქალაქეები იძულებული გახადა რომ მასიური კამპანიები დაეწყოთ ამ კანონების წინააღმდეგ. ამიტომ, სანამ ინდონეზია არ შეამსუბუქებს თავის სასჯელებს კანაფის მომხარებელთა მიმართ, ის ბევრი კანა-ტურისტისთვის არასასურველ ქვეყანად დარჩება.

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.