პროკურატურა კანაფის თესლებზე ჩივის

16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ენდრიუ ფენის სახელზე სასამართლო პროცესი გაიმართება. პროკურატურის მომჩივანი წარმომადგენელი მის დაჯარიმებას კანაფის თესლების აღმოჩენის გამო ითხოვს, რომლებიც საერთოდ არ შეიცავენ ფსიქოტროპულ, ან რაიმე სახის ნარკოტიკულ საშუალებას.

ენდრიუსთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ როგორც თავად აცხადებს, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება იმისთვის, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს. იგი 27 სექტემბერს, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს მხოლოდ იმის გამო, რომ ჩანთაზე “გირჩის” სტიკერი ჰქონდა მიკრული. მას შემდეგ, რაც ანდრომ სამართალდამცავებს თესლების კონტეინერი გადასცა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, თესლები კი ექსპერტიზაზე გაგზავნეს.

ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ეს ნამდვილად კანაფის თესლებია, მაგრამ ის არ შეიცავს არავითარ ნარტკოტიკულ ნივთიერებას.

ექსპერტიზის დასკვნა

ექსპერტიზის დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ, პროკურატურა მაინც ჩივის. მათ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში და ენდრიუს ფულადი ჯარიმის გადახდას უსჯიან.

სასამართლო გაიმართება  ორშაბათს, 16 დეკემბერს სადაც ენდრიუს დასახმარებლად შეიკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები, გირჩის წარმომადგენლები, ასოციაციები და მისი მეგობრები.

საქმის მასალები იხილეთ გალერეაში

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.