ჭრიჭინები პატარა მწერები არიან, მათ ზომა 2 დან 5 სანტიმეტრამდე მერყეობს. ფერი კი როგორც წესი ყავისფერი ან შავია. თუ თქვენი მცენარის ფოთლებზე ნაღეჭებსა და ხვრელებს შენიშნავთ , სავარაუდოდ თქვენ ჭრიჭინები გყავთ. ეს ნავნებლები როგორც წესი ღამით იკვებებიან დღიით კი იმალებიან. მათი არსებობის დადგენა სპეციფიკური ხმითაც არის შესაძლებელი. ისინი საკმაოდ არასასიამოვნო ხმას გამოსცემენ , თუ თქვენს ბაღში მზის ჩასვლის დროს მსგავსი ხმაური გაიგონეთ ,ესეიგი ჭრიჭინები გყავთ. ისინი ყველაფერს ჭამენ , მათ შესაძლოა მცენარისთვის საზიანო სხვა პარაზიტებიც შეჭამონ , თუმცა მათი უსაზღვრო მადის გამო ამ მწერებს სასარგებლოდ ნამდვილად ვერ მივიჩნევთ. კვერცხებს მიწაზე დებენ , ამიტომ მათი პოვნა ძალიან რთულია. თუმცა არსებობს სხვადასხვა პროფილაქტიკური მეთოდები. არსებობს მიწისქვეშ მცხოვრები ჭრიჭინების ნაირსახეობაც ,ისინი ტალახის პატარა ბორცვებს ქმნიან და ბუნაგს სწორედ იქ იდებენ.

გამოსავალი
  • უნდა იზრუნოთ მცენარისათვის განკუთვნილი ადგილის სისუფთავეზე, რათა ჭრიჭინებმა დასამალი ადგილის პოვნა ვერ შეძლონ.
  • ორგანული ნიადაგის შენარჩუნება ხელს შეუშლის მიწაში კვერცხების გამრავლებას.
  • არსებობენ სხვადასხვა სახეობები , რომლებიც მიწისქვეშა ჭრიჭინებზე ნადირობენ
  • ჭრიჭინების თავიდან ასარიდებლად სასურველია მცენარისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე დაამონტაჟოთ ბადეები და სხვადასხვა წებოვანი ხაფანგები.
  • სხვადასხვა ორგანული ხსნარები , როგორებიცაა ნიმის ზეთი და სპინოსადი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ზრდასრულების , ასევე კვერცხების წინააღმდეგ. ამ ხსნარების გამოყენება შესაძლებელია , როგორც ნიადაგზე , ასევე მცენარეზე ან უშუალოდ მწერზე.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.