
Defoliation – მოსავლის გაზრდის რისკიანი გზა
Defoliation (დეფოლაცია) არის High-stress ტექნიკა, რომელიც მოსავლის რაოდენობის გაზრდისათვის გამოიყენება გამოცდილი გროუერების მიერ. დეფოლაციის შედეგად მცენარე ფოკუსირდება ყველაზე კარგად განლაგებულ ყვავილედებზე და მიმართავს მთელ ენერგიას მათკენ. გაფრთხილება: დეფოლაციის გამოყენება არ არის რეკომენდირებული დამწყები გროუერებისთვის. თქვენ უნდა იცოდეთ რას აკეთებთ ამ მეთოდის გამოყენების დროს.
რათქმაუნდა, ყველა გროუერს უნდა, მაქსიმალურად დიდი მოსავლის მიღება მცენარისაგან. კანაფის სწორი გაზრდა, მისი სიყვარულის საქმეა, სწორედ ამიტომ მებაღეებს ყოველთვის მეტი უნდათ. მოსავლის რაოდენობის გასაზრდელად არაერთი მეთოდი და გზა არსებობს. აუცილებელია კარგი განათება და სასუქების სწორად მიწოდება მცენარისათვის. მორწყვის სწორი ციკლი და ტემპერატურის კონტროლიც აუცილებელია კანაფისთვის.
საერთოდ, ყველაზე არასტრესული გარემოს შექმნა მცენარისთვის, ეს უნდა იყოს ყველა გროუერის მთავარი მიზანი (Goal). ჯანმრთელი კანაფის მცენარე, ბედნიერი კანაფის მცენარეა. ბედნიერი მცენარე ყველაზე დიდ ყვავილედებს გამოიმუშავებს და ეს გვაბედნიერებს ჩვენ, გროუერებს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილებისა, არსებობენ სპეციალური ტექნიკური მეთოდები, რომლებსაც “სტრესები” ეწოდებათ. მათი სახელი ცუდად ჟღერს, მაგრამ პოზიტიურ შედეგებს დებენ. “სტრესები“-ს გამოყენება არ არის რეკომენდირებული დამწყები გროუერებისთვის. მათი სწორად გამოყენება გამოცდილებაზეა დამოკიდებული. სწორედ ასეთი სტრესის შესახებ გიამბობთ ამ სტატიაში და მას “Defoliation” (დეფოლაცია) ეწოდება.
დეფოლაცია – საკამათო მეთოდი

პირველი, რაც დეფოლაციაზე საუბრისას უნდა ავღნიშნოთ, არის ის, რომ ეს მეთოდი საკამათოა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს გამოცდილ გროუერებს შორის. არიან ისეთები, ვინც “იფიცება” ამ მეთოდის შედეგიანობას, და არიან ისეთებიც, ვინც ამას საერთოდ არ ეთანხმება.
დეფოლაცია ნიშნავს მცენარის დაბალი ტოტებიდან პატარა ფოთლების ნაადრევ მოშორებას, ვეგეტაციურ ფაზაში. ახალგაზრდა მცენარისათვის ტოტების რეგულარული დაჭრა საზიანოა და მის დათრგუნვასს იწვევს, მაგრამ დეფოლაციის იდეა სწორედ ეს არის, რომ მცენარემ მთელი თავისი ენერგია სინათლესთან ახლოს მყოფ ყვავილედებს დაახარჯოს და მათი პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს. როდესაც ყვავილედი სინათლის დიდ ნაკადს იღებს, ის უფრო სწრაფად, ენერგიულად და ჯანმრთელად იზრდება.
კანაფი არ არის ერთადერთი მცენარე, რომელზეც ამ მეთოდის გამოყენებაა შესაძლებელი. დეფოლაციას იყენებენ მრავალი აგროკულტურული მცენარისათვის. დეფოლაციის სწორად ჩატარებამ შესაძლოა მოსავალი 50%-მდე გაზარდოს.
დეფოლაციის ეფექტური გზა

მეთოდის მიზანი მცენარის “მოტყუებაა”. თქვენ არ გინდათ, რომ ის დაითრგუნოს. თქვენ გინდათ ის გრძნობდეს სიყვარულს, გინდათ, რომ”შეჭრათ და დაბანოთ”. ასე ის გაიხსნება სიახლეებისათვის და გაიფურჩქნება.
პირველად მოაჭერით დიდი, სავენტილაციო ფოთლები. ნელ-ნელა ეს ხელოვნებას ემსგავსება. შემდეგი ნაბიჯია მოაჭრათ ის ფოთლები, რომლებიც პოტენციური ყვავილედის ზრდას ხელს უშლიან. უნდა მოიჭრას ზედა დიდი ფოთლებიც, რომლებიც აკავებენ დიდი რაოდენობით სინათლეს და ყვავილედებს ჩრდილში ამყოფებენ. ასევე “SCROG“-ის გამოყენების შემთხვევაში, დეფოლაცია სრულად უტარდება ბადის ქვემოთ არსებულ ტოტებს.
ასეთი კრეჭვის პროცესი, მცენარეს მისცემს ფორმას და დაეხმარება ყვავილედებს, იყონ უფრო ნოტიო და მსუყე.
პრაქტიკა მნიშვნელოვანია

ისევ, “დეფოლაცია” არ არის რეკომენდირებული დამწყებთათვის. ამაზე მეტად მნიშვნელოვანია გროუინგის სხვა უნარების დახვეწა. დარწმუნდით, რომ საკმარისი გასაზრდელი სივრცე გაქვთ. მორწყვა და სასუქით სწორად კვება აუცილებელია. განათებაზე და მის სწორ ციკლზეც არის დამოკიდებული წარმატებული გაზრდა.
როდესაც ამ ყველაფერს შეისწავლით, შეგიძლიათ ყურადღება მის გაკრეჭვასაც მიაქციოთ. ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ.