დიდი არ ნიშნავს უკეთესს: მცირე ზომის მცენარის მოყვანის შემთხვევა

ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემის გარშემო განსხვავებულ დებატებში შესვლას, თუმცა როდესაც საქმე კანაფს ეხება, დიდი არ ნიშნავს უკეთესს. რათქმაუნდა, გიგანტური კანაფის ხეები ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება, სხვა თუ არაფერი, გასაოცარია, რომ წლიური თბილი სეზონის განმავლობაში , სულ რამდენიმე თვეში, პატარა თესლისგან ნამდვილი ხის ზომის მცენარე ვითარდება. ეს გვესმის.

თუმცა, როდესაც საქმე უშუალოდ კანაფის მოყვანას ეხება, მისი გაშრობა, გემოვნური თვისებები და ნაყოფის ხარისხი ის ფაქტორებია, რომელიც არ გაფიქრებინებთ, რომ კანაფის ზომა ყველაზე მნიშვნელოვანია. მეტიც, ჩვენ გვაქვს რამდენიმე სოლიდური მიზეზი რომელიც წაგახალისებთ რომ თქვენს ბაღში ადგილი მცირე ზომის მცენარეებსაც დაუთმოთ.

ცნობისმოყვარე მეზობლები მათ ვერ ხედავენ

ზომას მნიშვნელობა არ აქვს, მეზობლებმა ნაყოფის სურნელი ღობის მიღმა შესაძლოა მაინც იგრძნონ, თუმცა თქვენს ბაღს ნაკლებად შესამჩნევს გახდით, თუ მცირე ზომის კანაფის მოყვანას გადაწყვეტთ. თუ თქვენს შტატში კანაფის მოყვანა ლეგალურია, ჩვენ ისევ “ნაცრისფერ ზონაში” ვახდენთ ოპერირებას , სადაც ის ფედერალურად დასჯადია.

თუ ვინმეს თქვენზე შურისძიება სურს, უმჯობესია, თქვენი კანაფის მცენარეები ღობის მიღმა სივრცეს კოშკივით არ გადაჰყურებდეს ან უცხო თვალისთვის შესამჩნევ ადგილას იყოს განთავსებული. შურისმაძიებლების გარდა ის შესაძლოა სხვა ადამიანებისთვისაც დიდ ცდუნებას წარმოადგენდეს, თუ მას ზედმეტად ხელმისაწვდომს გახდით.

მათი მოვლა ბევრად იოლია

მავნებლების კონტროლის საუკეთესო მეთოდი ყოველთვის იწყება თქვენი მცენარეების დათვალიერებითა და გამოკვლევით. ეს ყოველივე საკმაოდ მარტივია როცა მცირე ზომის მცენარეები მოგვყავს. თქვენ შეგიძლიათ მისწვდეთ ყველა ყვავილედსა თუ ფოთოლს და გამოიკვლიოთ დამღლელი შრომისა და მთელი დღის დროის დახარჯვის გარეშე.

დავალება რთულდება , როდესაც იმავეს გასაკეთებლად კიბის მიდგმა ხდება საჭირო. თქვენ არამხოლოდ საკუთარი თავის დაზიანების რისკს ზრდით, არამედ კარს უხსნით მავნებლებთან დაკავშირებული პრობლემების გაკონტროლების გართულებას.

მცირე ზომის ნაყოფის გაშრობა შედარებით იოლია

დიდი ზომის ნაყოფი შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა მათი წესისამებრ გაშრობა შეიძლება დიდ თავის ტკივილთან იყოს დაკავშირებული. გემრიელი, მოსახმარად გამოსადეგი ნაყოფის მიღება დამოკიდებულია ყვავილედების თანაბარ შრობასთან , როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. ეს ყველაფერი უფრო მარტივად მიღწევადია , როცა ნაყოფი ნაკლებად მასიურია. როდესაც ყვავილედები გარედან მშრალი გვეჩვენება, მასში კვლავ ნარჩუნდება ტენი, რომელიც ნაყოფის ჭურჭელში მოთავსების შემდეგ, რამდენიმე დღეში გამოთავისუფლდება.

მასიური ნაყოფი ძნელად შრება, შეიძლება გარედან სრულიად მშრალი ჩანდეს თუმცა შიგნით დიდი ოდენობით ტენს ინახავდეს, რამაც შესაძლოა ნაყოფის მკურნალობის დრო საგრძნობლად გაზარდოს და ასევე ობის სოკოსთან დაკავშირებული პრობლემებიც გააჩინოს.

მცირე ზომის ნაყოფი შესაძლოა უფრო გემრიელი იყოს

თუ ჯერ არ გჯერათ, შეიძლება გადაგაფიქრებინოთ, რადგან “The Emerald Cup”-ის ჟიური საუკეთესო გემოვნური თვისებებისთვის ჯილდოს ძალიან ხშირად გადასცემს ისეთი ჯიშის მცენარეებს, რომელიც 900 გრამზე ნაკლებ მოსავალს იძლევა. მარტივად რომ ვთქვათ, ნაკლებად პროდუქტიული ჯიშის მცენარეების ნაყოფი უფრო გემრიელია.

მოდით დავფიქრდეთ, მცენარის ძირითად სასიცოცხლო მისიას გამრავლება წარმოადგენს. თუ რაიმე გზით იგი ისტრესება , ის ნაკლებად საჭირო დავალებების შესრულებას აღარ განაგრძობს ( მაგალითად დამატებითი ფოთლების წარმოება ) და ძირითად ფოკუსირებას ახდენს გამრავლების უნარის გამომუშავებაზე. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ გვესმის ამდენი მშრალი ფერმების უგემრიელესს პომიდორზე ან ყურძენზე. მოსავალი შეიძლება მცირე იყოს, თუმცა ნაყოფის გემო საუკეთესო იქნება, რადგან დასტრესილი მცენარე მთელს რესურსს ნაყოფისკენ მიმართავს.

კანაფის შემთხვევაში, ეს ნიშნავს უფრო წებოვან, ტერპენებითა და სხვა კანაბინოიდებით მდიდარ ყვავილებს. მხოლოდ ჩვენს სიტყვას ნუ ენდობით, “Happy Dreams” , “Eel River” , “High Water”-ის ფერმები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია მათგან, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს კანაფის მშრალი ფერმების მეშვეობით. მათი მცენარეების ნაყოფი მართალია მცირე ზომის , თუმცა საშინლად გემრიელია.

მცირე ზომის მცენარეების მოყვანა არა მხოლოდ გარემო ფაქტორების გამო ღირს, ის თქვენი ჯიბისთვისაც კარგია. უკვე აღარ მოგიწევთ დიდი რაოდენობით სასუქისა და შხამ-ქიმიკატების გამოყენება იმ იმედით, რომ დიდი ნაყოფი უკეთეს გემოვნურ თვისებებს მოგცემთ პროდუქტში . იგივეს გაკეთება უფრო მარტივად და იაფადაც არის შესაძლებელი.

როდესაც პირველად რგავ მცენარეს გარე პირობებში, დარწმუნდი , რომ ნიადაგი გაჯერებულია წინასწარ გამზადებული ყველა საჭირო მინერალით. სიმართლე რომ ითქვას, ეს უკვე ყველაფერია რაც თქვენს მცენარეს სჭირდება მთელი სეზონის განმავლობაში, ხანდახან მცირე უფრო მეტია.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.