Doctor’s Choice მიმართვა Cannapedia Growers Cup მონაწილეებს

ძვირფასო გროვერებო და Cannapedia Growers Cup-ის მონაწილეებო
Doctor’s Choice–ის გუნდი ძალიან მოხარულია მოგესალმოთ! როგორც ჩანს, საქართველოში ჯერ კიდევ არ იცნობენ ჩვენს სიდბანკს ისე, როგორც საჭიროა და მაგიტომაც უკეთ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი.
Doctor’s Choice არის კანადური სიდბანკი თავისი უნიკალური ისტორიით. ჩვენი დამფუძნებელი და მთავარი სელექციონერი – საშა „Joint Doctor”, ადამიანი, რომელმაც შექმნა ლეგენდარული შტამი – Lowryder. Lowryder–ის შექმნამ დაარსა სრულიად ახალი, აუტოყვავილებადი კანაფის ერა, რამაც სამუდამოდ შეცვალა გროუ ინდუსტრია. 30 წელზე მეტი გამოცდილებით, დღესდღეობით Doctor’s Choice გთავაზობთ კანაფის შტამების შერჩეულ კოლექციას https://doctorschoice.farm/shop/ – ზუსტად ის, რაც ექიმმა გამოგიწერათ!
ჩვენთვის დიდი პატივია გავხდეთ „GROW“ ნომინაციის მთავარი სპონსორი Cannapedia Growers Cup-ზე. ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი პრიზი გროვერებისთვის, ვიდრე მოგზაურობა კანაფის ფესტივალზე. ზუსტად ამიტომ, „GROW” ნომინაციაში გამარჯვებულს დავუფინანსებთ მოგზაურობას კანაფის გამოფენაზე, სადაც მოგებულს ექნება შანსი გაატაროს რამდენიმე დღე Doctor’s Choice-ის გუნდთან ერთად და პირადად შეხვდეს საშა Joint Doctor-ს. დაფინანსება მოიცავს ავიაბილეთებს, საცხოვრებელს და გამოფენის ბილეთს. Cannapedia Growers Cup-ის ფინალთან უახლოესი ექსპო არის კანაფის ყველაზე დიდი შოუ – Spannabis ბარსელონაში, ესპანეთში, 2023 წლის მარტში.
იმ შემთხვევაში, თუ თასის შედეგები Spannabis-ის თარიღებზე გვიან გამოცხადდება, ჩვენ დავპატიჟებთ მოგებულს პრაღაში, Cannafest-ზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მოგებულს ექნება შანსი რომ დაესწროს ერთ-ერთ ექსპოზე. და რაც მთავარია: თუ მოგებული ფინალისტი ვერ ახერხებს წასვლას Spannabis-ზე ან/და Cannafest-ზე, მაგ შემთხვევაში Doctor’s Choice მზადაა გადასცეს პრიზი სხვა მონაწილეს. ფულადი ჯილდო არ არის გათვალისწინებული, იმ შეთხვევაშიც კი, თუ მოგებული ვერ ახერხებს მოგზაურობას ვერც ერთ ექსპოზე.
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს განაცხადებს GROW ნომინაციაში. ყველას გისურვებთ წარმატებებს!