ეხება თუ არა კანაფის მოხმარება თქვენს სიზმრებს?

ფაქტია, რომ კანაფის მომხმარებელთა დიდი ნაწილი მას უძილობის პრობლემასთან გასამკლავებლად იყენებს. ისინი ამბობენ, რომ კანაფი მათ უფრო ხანგრძლივ, ხარისხიან და რელაქსაციურ ძილს უზრუნველყოფს.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისინი ამის გამო ნაკლებ სიზმრებს ნახულობენ. მაგრამ როგორ შეიძლება კანაფმა იმოქმედოს სიზმრებზე და რა არის ამის კლინიკური მიზეზი? სანამ ამ კითხვებზე ვუპასუხებთ, ჯობს რამოდენიმე ფაქტს გადავხედოთ.

ძილის ფაზები და როგორ ეხება ეს სიზმრებს

არსებობს ძილის 4 ფაზა: პირველი სამი ფაზა მიეკუთვნება non-REM ძილს, ბოლო ფაზა კი REM ძილია. ჩვენ ყოველ ღამე გამოვცდით ამ ფაზების 4-5 ციკლს.

პირველი ფაზა დაახლოებით 10 წუთი გრძელდება. ის გვამზადებს მეორე ფაზისათვის. ჩვენი კუნთები ისვენებს და ფიქრის პროცესი ნელდება, მაგრამ ნებისმიერ გარე სტიმულს შეუძლია ჩვენი გაღვიძება.

მეორე ფაზას მსუბუქი ძილი ეწოდება. ჩვენი კუნთები ბოლომდე მოდუნებულია, გულისცემის რიტმი და პულსი ნელდება, ჩვენი სხეული ღრმა ძილისთვის ემზადება.

მესამე ფაზა ღრმა ძილია. ამ დროს ჩვენი ორგანიზმი სრულად ისვენებს, განკურნავს და აღიდგენს თავს. ამ ფაზაში არ არსებობს სიზმრები და ჩვენი გაღვიძება არც ისეთი მარტივი იქნება, როგორც წარმოგვიდგენია.

მეოთხე ფაზაა REM (Rapid Eye Movement) ძილი. ეს ფაზა ჩვენ სხეულს გასაღვიძებლად ამზადებს. ამ დროს ჩვენი ტვინი უფრო აქტიური ხდება, იმატებს სუნთქვის და პულსის რიტმი. ეს ის დროა, როდესაც ჩვენ სიზმრებს ვხედავთ, ზოგი იმდენად რეალური და ფერადია, რომ გაღვიძების შემდეგ რთულად ხდება სიზმრის რეალიზება.

კანაფის ეფექტი REM ძილზე

კანაფს შეუძლია ხელი შეუშალოს ნორმალური ძილის ციკლს, REM ძილის აღკვეთით. ჩვენი REM ძილის დროის შემცირების გამო, ჩვენ უფრო მეტხანს ვრჩებით ღრმა ძილის ფაზაში და უფრო მეტად კომფორტულად ვისვენებთ. იმის გამო, რომ ღრმა ძილის ფაზაში საშუალოზე მეტ ხანს ვატარებთ, ვხედავთ ნაკლებ სიზმრებს.

მაგრამ, როგორ უშლის კანაფი ხელს სიზმრებს? ზუსტად უცნობია როგორ, მაგრამ ერთ-ერთმა კვლევამ, რომელიც 1975 წელს ჩატარდა, აჩვენა, რომ THC-ის მაღალ დოზას შეეძლო შესამჩნევად შეემცირებინა REM ძილის დრო. ეს აღმოჩენები ჩაიწერა ელექტროკარდიოგრამის დახმარებით.

ამავდროულად, ამავე კვლევის თანახმად, კანაფის მოხმარების უეცარი გაწყვეტის შედეგად, მივდივართ ფენომენამდე, რომელსაც “მოხსნის ეფექტი” ქვია. ეს ნიშნავს REM ძილის ფაზის სწრაფ ზრდას, რომელსაც ძილის სხვა პრობლემებამდე მივყავართ.

კლინიკური მიზეზები თუ რატომ ვერ ვხედავთ სიზმრებს

არსებობს არაერთი გამოკვლევა კანაფისა და ძილზე მისი გავლენის შესახებ. ამას თან სდევს მომხმარებელთა ამბები, რომელთა მიხედვით, კანაფის მეშვეობით ისინი უკეთ იძინებენ.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ნაჩვენებია, რომ კანაფის არაფსიქოატიური შემადგენელი კანაბინოიდი, ეხმარება პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს რომლებიც განიცდიან REM ძილის დარღვევას, იგივე RBD-ს.

RBD, რომლის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია, არის ძილის პრობლემა, რომელიც გავრცელებულია ადამიანებში, რომლებსაც გააჩნიათ ნერვების დეგრადირების პრობლემა, მათ შორის პარკინსონის დაავადება. ეს გამოიხატება როგორც ფერადი, ხშირ შემთხვევაში ძალადობრივი კოშმრები, სადაც პაციენტი ფიზიკურად გამოხატავს და მოქმედებს იმის შესაბამისად, თუ რას ხედავს ის სიზმარში.

ამ კვლევაზე დაყრდნობით, CBD-მ შეძლო და შეამცირა REM ძილის ხანგრძლივობა, რის შედეგადაც პაციენტებმა დაადასტურეს, რომ ისინი განიცდიდნენ RBD სიმპტომების (ჩხუბი, დარტყმა, ყვირილი, გინება, ა.შ.) ნაკლებობას.

ერთ-ერთი გამოუქვეყნებელი კვლევა აცხადებს, რომ კანაფის მოწევა ეხმარებოდა ისრაელის ომის ვეტერანებს, გაეკოტროლებინათ თავიანთი პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები, კოშმრების ჩათვლით.

ასევე კვლევამ დაადასტურა, რომ THC-ს ორალური გზით მიღების შედეგად, პტსა-ს მქონე პაციენტები ამბობენ, რომ მათ შეუმცირდათ კოშმრების ნახვის სიხშირე და გაუუმჯობესდათ ძილის ხარისხი.

ძილი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ღრმა ძილის ფაზა. მის გარეშე ჩვენ უჯრედებს არ შეეძლებათ აღიდგინონ ძალები და გამოკეთდნენ დაზიანებებისგან. მაგრამ არაერთი ფაქტორი გვაფერხებს კარგი, ხარისხიანი ძილის მიღებისგან – ქრონიკული დაავადებები, ძილის დარღვევა, უძილობა, RBD, კოშმრები პტსა-სგან. ძილის დარღვევა გავლენას იქონიებს ჩვენს ჯანრმთელობაზე, და შესაძლოა ნებისმიერი კლინიკური მდგომარეობა უფრო უარესად გახადოს.

კანაფი, როგორც არაერთ კვლევაშია დადასტურებული, მოქმედებს ძილზე და სიზმრებზე. მას შეუძლია გააძლიეროს ღრმა ძილის ფაზა, REM ძილის ფაზის შემცირებით, რაც ამავდროულად გამოიწვევს სიზმრებისა და კოშმრების ნახვის სიხშირის შემცირებას. სწორედ ამ ეფექტების გამო, კანაფი არის იდეალური მეგობარი მათთვის, ვისაც ძილის სერიოზული პრობლემები აწუხებს.

დასკვნა

ფაქტები საკმაოდ მარტივია: იმ ხალხი ვინც მოიხმარს კანაფს, REM ძილის ხანგრძლივობა შემცირებული აქვს. როდესაც REM ძილის ფაზა მცირდება, ხედავენ ნაკლებ სიზმრებსა და კოშმარებს, რადგან როგორც ახსნილია, სიზმრების ნახვა ხდება REM ფაზაში.

ასე რომ, თუ გაწუხებთ უძილობა, ან უბრალოდ გინდათ, რომ ამ ღამეს ღრმად და ხარისხიანად დაიძინოთ, იცით რაც უნდა ქნათ 🙂

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.