მოწეულზე საკითხავი: ეწევი ცუდად ხარ, ანებებ ცუდად ხარ

პაზიკას რთული პერიოდი აქვს, ცოლს დაშორდა და დეპრესიაშია. ისე, პაზიკა ერთადერთია ჩვენი ეზოს საძმაკაცოში ვინც ცოლი მოიყვანა, როგორც საბა ღადაობს ხოლმე, ეტყობა სადღაც ერთ მაგიდასთან ვიჯექით, როცა ვიღაცამ ჩამოიარა და მიგვაწყევლა და პაზიკა მაშინ გასული იყოო.

ეკუნა და პაზიკა სკოლიდან ერთად იყვნენ, უნივერსიტეტშიც ერთად ჩააბარეს და ხუთი წლის შეყვარებულობის თავზე, ძლივს დაადგეს საშველი დაოჯახებას. პაზიკა სამსახურის დაწყებას ელოდებოდა, ისე არ უნდოდა ცოლის მოყვანა და ხუთი წელი კი გაუგრძელდათ ხელიხელ ჩაკიდებული სიარული. პაზიკას რო კითხავდი რას შვებით, აღარ ქორწინდებითო, ღადაობდა აწი რა ვიცი, უკვე და-ძმურ სიყვარულში გადაგვდისო. თვითონ ქორწილი ძაან ღადაობა იყო, ეკუნას მამას იასნად ქაჯური, სამასკაციანი ქორწილი უნდოდა, მაგრამ პაზიკასიანებს არც ტრაკი ქონდათ შესაბამისად რო შეხიდებოდნენ ხარჯებში და არც პაზიკას და ეკუნას უნდოდათ ჩქარი ტაში. გავაკეთეთ ახალგაზრდული, ვიწრო წრეში ქორწილი საბასთან ბაითზე, წყნეთში. წინა დღეს აპარატურა ავიტანეთ, სახლი და ეზო მოვრთეთ, განათებები დავკიდეთ და წყნეთი მზად იყო ღირსეულად დახვედროდა მონასა ღვთისას გაბრიელს (a.k.a. პაზიკას) და მხევალსა ღვთისას ეკატერინეს. ქორწილის ამბავი იმიტო მოვაყოლე რო დღემდე მწარედ მახსოვს. მე როგორც პაზიკას მეჯვარეს, ჩამბარდა ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო – მთელი ოცდაათკაციანი მაყრიონის სამყოფი ფაქტი მე მედო ჯიბეზე. ჯვრისწერა რო დაიწყო, ერთი ბეწო უბნის ეკლესიაში მოსაწევის სუნი დადგა, იმდენად აშკარა იყო, მამაოს უთქვამს ჩვენი უბნელი სტიქაროსნისთვის, რომელს უდევს, ანიშნე რო გავიდეს ტაძრიდანო და ამ სტიქაროსანმა მე მითხრა ყურში და რა უნდა მექნა მეჯვარე კაცს, შუა ჯვრისწერიდან ვერც გამოვიდოდი და ვერც ჯიბიდან ამოვიღებდი იმდენ ხალხში. ვიდექი გაუნძრევლად და სირცხვილით ვიწვოდი, ჩვენს უკან პირველ ხაზში, ეკუნას და პაზიკას მშობლები, ბიძები, დეიდები და ბებიბა-ბაბუები იდგნენ, მაგრამ ვინ იცის, იქნებ საკმევლის სუნი ეგონათ.

მოკლედ, პაზიკა დამადგა იმ დღეს, სამსახურში ვიყავი და დილიდან მწერდა რაღაც გავაძრე და საღამოს შენთან მოვწიოთო. მეც მეტი რა მინდოდა, სახლში მივედი 7 საათისკენ და პაზიკაც ამოვიდა.

–        გუშინ რა დავაფიქსირე იცი? – დაჯდომაც არ ვაცალე ისე ვკითხე, მინდოდა გამეზიარებინა რაც მაწუხებდა.

–        რა?

–        ბიჭო, გოგო მწერდა რა მთელი დღე, ჩემი ნაშაა ერთი, აი მაშინ კუს ტბაზე რო მყავდა თუ გახსოვს.

–        ჰოო, ჰო, როგორ არა, ეგ მაგარი გოგოა ცვეტში.

–        ჰო, ეგ მოკლედ, გუშინ უნდა ამოსულიყო ჩემთან საღამოს, თან კაი ხანია ისე სექსი არ მქონია რა.

–        მერე?

–        აი კაკრას 9 საათი ხდებოდა, ველოდებოდი უკვე უნდა მოსულიყო და დამირეკა ჩემმა ბიძაშვილმა, ბიჭები ვართ ეხლა უნდა ჩავყაროთო, მე კიდე ნოლზე ვიჯექი, სახლში არ მქონდა მოსაწევი და წკაპ ბიჭო, უცებ წამოვხტი, ამ გოგოს დავურეკე და რაღაც სისულელეები მოვიგონე, მეთქი ეხლა დამირეკეს, იქითური-აქეთური და უეჭველი გასასვლელი ვართქო და ვაყირავე შეჩემა გოგო. მოსაწევის გამო, იკაიფე. გამზადებული სექსი გავაუქმე.

–        ჰა ჰა ჰა, ეგ არაფერი.

–        ღადაობ რა არაფერი.

–        დაიკიდე.

–        რა ყლეობაა ბიჭო, მოსაწევი უკვე გოგოსაც მაკიდებინებს ანუ?!

–        ჰო, ეგრე გამოდის რა.

–        ვახ ჩემი. – მძიმედ ამოვიხვნეშე.

–        ეგრეა ძმაო, რა გოგო რის გოგო, მოსაწევი რო არ მაქვს ვერ ვიძინებ ხო არ ღადაობ, არ გავარტყი გოგოს? – წამოდგა პაზიკა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო ოთახში.

–        მეც ეგრე ვარ ძმაო, იმ დღეს კიდე ეგრე ნოლზე ვიჯექი, თქვენც დაგირეკეთ, ბიჭებსაც გადავურეკე, ვერაფერი რო ვერ ვქენი ჩავედი ლუდი ვიყიდე, ამოვიტანე და მარტომ დავლიე, რაღაც კინოს ჩავუჯექი.

–        გამარჯობა შენი, ზუსტად ეგრე ვართ ყველა, შენ რა გგონია, მე ვაბშე დალევა ხო იცი ძაან მეზიზღება შენი არ იყოს, მარა მოსაწევი თუ არ მაქვს ლუდს ვწრუპავ რა, აბა რა ვქნა ძმაო, ყლეობაა ერთ დღესაც ვერ ვაგდებ.

–        აუ ბიჭო, ნეტა მარტო შაბათ-კვირას ვეწეოდეთ ტო, ეგ იქნება იდეალური. კვირის დღეებში იმუშავე, პარასკევი-შაბათ-კვირა იგულავე, ორშაბათს ისევ ადექი ფრეშად და წადი იმუშავე.

–        ხოო ბიჭო, თორე სამსახურშიც ტყუილა ხარ როგორც წესი რა, წინა ღამეს რო 3 საათამდე ეწევი, დილით დებილი იღვიძებ. – შემომჩივლა პაზიკამ.

–        აბა რაა, იმ დღეს ძლივს ავწიე თავი და ოფისში რო მივედი, ჩემი კარგი მოვტყან კიდე დაბოლილი ვიყავი. დავჯექი მონიტორთან ზომბივით, მეთქი არავინ გამოიაროს ეხლა…

–        ზუსტად ძმაო, ზუსტად იგივე. ისე, შენ ხო დაანებე თუ რაღაც ერთი პერიოდი, რამდენი ხანი გაქაჩე?

–        რა დავანებე შეჩემა, ორი კვირა? ორი კვირაც არა დაჟე, ერთი კვირა სრულად და მეორე კვირის პარასკევს უკვე ჩავლპი.

–        როგორია მერე სიფხიზლე? არ მოიხოდე ეგრევე?

–        ბიჭო, ორი კვირა არაფერი არაა, ერთი თვე მაინც გინდა ალბათ რო ცოტა აზრზე მოსვლა დაიწყო. თან ყლეობა რა აქვს იცი?

–        რა?

–        რო ანებებ რა, ორგანიზმი მიჩვეული როა ყოველდღე დაბოლებას, მით უმეთეს დაბოლილზე დაძინებას ყოველ ღამით, მერე უცებ წკაპ და რო აღარ აწვდი მოსადუნებელს, ეტყობა შოკში ვარდება და გულის ფრიალები დამეწყო.

–        გულის ფრიალები როგორ?

–        როგორ და აი ეგრე, ზიხარ შენთვის წყნარად, ფხიზელი, ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე და ოპაა, უცებ გული გიჩქარდება გიჟივით, გგონია რო ამოგივარდება, პრინციპში როგორც დაბოლილზე იცის ეგრე მარა ნუ, ეს უარესია ძმაო, მერე ცივი ოფლი გასხავს, ხელის გულები გიოფლიანდება და შფოთვა გაქვს რა საშინელი, ერთ ადგილზე ვერ ჩერდები, იმ დღეს შეხვედრა მქონდა კლიენტთან და ეგეთი შეტევა მომცა, დავემშვიდობე ეგრევე, მეთქი ეხლა მომწერეს, დიდი ბოდიში გასაქცევი ვარ და რამე. წამოვედი კისრის ტეხვით, სახლში ავედი ჩემებთან, წნევა გავიზომე. დედაჩემმა კორვალოლი დალიეო, მეთქი რა კორვალოლი, ვიბრიდები. მოდუსი და რაღაცეები ვხიე ეგრევე, ლიჟბი ჩამიდგეს გული, ეს რა არისმეთქი… გაგიჟებული ვიყავი.

–        და რა იცი რო მოსაწევის ბრალია?

–        ბიჭო იმ დღეს ტრიპაჩა შემხვდა, მე და ჩემმა ძმამო დავანებეთ მოსაწევსო, მაგის დედაც მოვტყანო, მაგას მოვაკვლევინო თავიო, კაროჩე ისაო-ესაო და კაკრას პირველი დღეების მერე ეგრე დაგვეწყო ჩვენცო, ზუსტად იგივე მომიყვა, ორივეს იგივენაირად დამართნიათ შეჩემა და რას დავაბრალო აბა?!

–        ხოო, რავი.

–        …

–        რა ყლეობაა, ეწევი ცუდად ხარ, ანებებ ცუდად ხარ, ხო არ ღადაობ.

–        ხო ნუ, თავიდან გაიჭირვებ, ცოტას წამალს მიახმარ, ან ვაბშე ნევროლოგთან უნდა მივიდე რა.

–        კაი რა, რა უნდა გითხრან ბიჭო, ექიმებმა რა იციან.

–        რას ქვია რა იციან?

–        აზრზე არ არიან, დაგინიშნავენ უაზროდ წამლებს და მოგიშორებენ თავიდან.

–        კაი, ნუ ატრაკებ რა.

–        ეგრეა ძმაო! დამიჯერე.

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირვლემა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.