
ეფექტის განმსაზღვრელი ფაქტორები კანაფის მიღებისას
შეეკითხეთ რამოდენიმე სხვადასხვა მწეველს, რომელია მათთვის საყვარელი სთრეინი და ბევრ სხვადასხვა პასუხს მიიღებთ. ზოგს უფრო მოდუნებულად ყოფნა და არაფრის კეთება ურჩევნია, ზოგს ურჩევნია როდესაც ეფექტი სხეულზე მოქმედებს, ზოგს კი როდესაც თავზე. ის, თუ როგორ დროს გავატარებთ კანაფის მიღებისას ბევრ რამეზე არის დამოკიდებული, ამ ფაქტორების ცოდნით შეძლებთ, რომ შემდეგი მოწევისას უკეთესი დრო გაატაროთ.
გარემოება
გარემოებას და გარშემომცველებს ძალიან დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ დროს გავატარებთ მოწევის შემდეგ, ამიტომ ეს ფაქტორი არ უნდა იყოს უგულვებელყოფილი თუ გინდათ, რომ რაც შეიძლება კარგი დრო გაატაროთ. შემჩნეული გექნებათ, რომ ხანდახან თუკი ერთიდაიგივე მცენარეს სხვადასხვა დღეებში მოწევთ, გამოცდილება მაინც განსხვავებული იქნება ერთმანეთისგან.
ამის მიზეზი სწორედ თქვენი გარემოებაა, როგორი იყო თქვენი ხასიათი სანამ მოწევდით? ბედნიერი იყავით თუ მოწყენილი? კომფორტულად გრძნობდით თავს თუ ერთ ადგილას ვერ ისვენებდით? მშვიდად გრძნობდით თავს თუ ნერვიულობდით? გარშემო ისეთი ხალხი გახლდათ ვისთან ყოფნაც გსიამოვნებთ?
ამ ყველაფერს დიდი მნიშნველობა აქვს, შემდეგში კანაფის მიღებისას კი შეგიძლიათ ამაზე დაფიქრდეთ და შეეცადოთ მოწევამდე რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნოთ თავი, შედეგს კი თავად ნახავთ.
მიღების მეთოდი
მოწევა, ვეიფინგი, საკვების სახით მიღება – სამივეს სხვადასხვანაირი ეფექტი აქვს. მოწევას და “სპეციალური” ნამცხვრის ჭამას თქვენზე სხვადასხვანაირი ეფექტი ექნება. თითოეულ შემთხვევაში ადამიანის სხეული კანაფს სხვადასხვანაირად გადაამუშავებს, და ნივთიერებების ის რაოდენობა რომელსაც თქვენი სხეული შეიწოვს, სწორედ რომ მიღების მეთოდზეა დამოკიდებული. მაგალითად, ყველა თანახმაა, რომ საკვები სახით მიღებისას ეფექტი უფრო დიდხანს ძლებს და უფრო ძლიერია ვიდრე მოწევისას.
დოზირება
დოზირება ხანდახან რთული საქმეა, განსაკუთრებით როცა საქმე ახალ ჯიშს ან საკვები პროდუქტის სახით მიღებას ეხება. მაგალითად, საკვების სახით მიღებისას ბევრად უფრო რთულია თქვენი დოზა განსაზღვროთ ვიდრე მოწევისას. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი ლიმიტი. უფრო მეტი, იშვიათად ნიშნავს უკეთესად გატარებულ დროს.
კანაბინოიდების პროფილი
ამ ეტაპზე, კანაბინოიდების შემცელობის პროფილი, ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანაფის ეფექტების სიძლიერეზე. მაგალითად, მომხმარებელთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს კანაბინოიდებიდან ყველაზე ცნობილის, THC-ს მიღებას, როდესაც სხვებს მისი მიღებისას, არასასიამოვნო შეგრძნებები ეუფლებათ, როგორებიცაა შფოთვა, ეიფორია და სხვა.
არსებობენ სხვა კანაბინოიდებიც, მაგალითად CBD, რომელიც ძირითადად სამდიცინო დანიშნულებებით გამოიყენება. ყველა სთრეინს განსხვავებული კანაბინოიდების პროფილი აქვს, შესაძლოა ერთიდაიგივე ჯიში სხვადასხვანაირად განვითარდეს და რათქმაუნდა პროფილებიც ერთმანეთისგან განსხვავდება და ეფექტებიც.
როდესაც გაიგებთ რომელი კანაბინოიდი მოქმედებს თქვენზე უკეთ, გეცოდინებათ როგორ მოეპყროთ კანაფს და რა დოზით მიიღოთ ის.
ტერპენები

დაგვიჯერეთ, თქვენ იცნობთ ტერპენებს, მიუხედავად იმისა, პირველად გესმით მათი სახელი თუ არა. ტერპენები არიან ლიმონი თქვენ Lemon Haze-ში, კენკრა თქვენ Blueberry-ში, საწვავი თქვენ Sour Diesel-ში. ტერპენები ჩვენს მცენარეებს მიანიჭებენ არომატსა და გემოს, მაგრამ შეუძლიათ მათ ეფექტებზე ზემოქმედება? კვლევები ტარდება ამის შესახებ, მაგრამ ჭორის დონეზე უკვე მიდის საუბარი, რომ ტერპენები ზემოქმედებენ High-ზე.
მაგალითად, Pinene (ერთ-ერთი აქტიური ტერპენი) შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც სტრესის განმაქარვებელი საშუალება, გამომდინარე იქიდან, რომ ის გვხვდება მარადმწვანე ტყეებში.
ასაკი
ოდესმე გიკითხავთ ასაკიანი ადამიანისთვის თუ ეწევა? დიდია ალბათობა პასუხად მიგეღოთ, რომ ახალგაზრდობაში მოსწონდათ მაგრამ ახლა ვეღარ უძლებენ. საქმე იმაშია, რომ თუ როგორი ეფექტი ექნება ადამიანს კანაბინოიდებზე დამოკიდებულია მის ასაკზე.
2007 წელს ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა ვირთხები უფრო ამტანები იყვნენ კანაბიონოიდების ეფექტების მიმართ, ვიდრე უკვე ასაკიანები, რომლებზეც შეიმჩნეოდა სტრესი, აფორიაქებულობა და გართულებული მოძრაობა.
ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ არის კვლევები ჩატარებული, თუმცა, თუ ასაკიანი ბრძანდებით გაითვალისწინეთ, რომ იგივე ეფექტის მისაღებად რასაც ახალგაზრდობაში იღებდით ნაკლები პროდუქტის მიღება დაგჭირდებათ, რაც არც თუ ისე ცუდია.
ამტანობა
ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს, იგივეს თქმა შეიძლება მათ ამტანობაზე კანაფის მიმართ. ზემოთხსენებული ასაკი არ არის ერთადერთი რამ, რასაც გავლენა აქვს ეფექტზე, ასევე მნიშვნელოვანია რამდენად ხშირად ეწევა ადამიანი, როგორი რეაგირება აქვს მის სხეულს და ა.შ.
შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში