
Stink Bug – ფაროსანა
ფაროსანა არის მწერი, რომელიც გამოირჩევა თავისი ფარის მსგავსი ჯავშნით. მათი საშუალო ზომა 1.7სმ-ია . მათი ფარები კი შესაძლოა სხვადასხვა ფერის იყოს. თუმცა ყველაზე ხშირად გვხვდება მუქი ან ღია ყავისფერი. ფაროსანას არსებობა შეგვიძლია დავადგინოთ უსიამოვნო სუნით , მათი კვერცხები როგორც წესი , დიდი თეთრი ფერისაა და ფოთლების ქვედა მხარეს საკმაოდ მარტივად შესამჩნევია. ფაროსანები სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე იკვებებიან მარიხუანას მცენარით. ჭამენ როგორც ფოთლებს, ასევე კვირტებს
გამოსავალი
- ფაროსანების თავიდან ასარიდებლად სასურველია ის ადგილი , სადაც მცენარე იზრდება იყოს სუფთა და ზედმეტი ნარჩენებისგან თავისუფალი. რადგან სწორედ ასეთ ნარჩენებში შეიძლება დაიმალოს ფაროსანა ან დადოს კვერცხები.
- ფაროსანას მიერ დაზიანებული ფოთლებისა და კვირტები სასურველია ხელით მოაცილოთ მცენარეს.
- გარეთ ზრდის დროს ფაროსანას მცენარიდან მოცილება შეგიძლიათ მცენარის ნაზი შერხევითაც.
- მწერები კი საპნიან წყალში უნდა მოათავსოთ ან ხსნარის საშუალებით მოკლათ.
- მცენარის სახლში გაზრდის შემთხვევაში პარაზიტს მცენარის ნაზი შერხევით ვაგდებთ ძირს და შემდეგ მტვერსასრუტით ვაგროვებთ მათ.
- მხოლოდ უკანასკნელ შემთხვევაშია რეკომენდირებული მწერების საწინააღმდეგო სპრეის გამოყენება.



