დედალი და მამალი კანაფი: როგორ დავადგინოთ მცენარის სქესი?

მცენარეთა სამყაროში რეპროდუქცია სხვადასხვა გზით შეიძლება მოხდეს. ჰერმაფროდიტი მცენარეები აწარმოებენ ყვავილედებს, რომელთაც ორივე სქესის ორგანო აქვთ. ერთსქესიანები აწარმოებენ ორ სხვადასხვა სახის ყვავილედებს ერთსა და იმავე მცენარეზე. და ასევე არსებობენ ორსქესიანი მცენარეები, მაგალითად როგორც კანაფი, რომლებიც სქესს ინდივიდუალურად გვაჩვენებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ კანაფის მცენარე იზრდება როგორც დედალი, ასევე მამალი, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მამალი მცენარის არსებობა და გავზარდოთ ის დედალთან ერთად, რაც გამოიწვევს დედალი მცენარის ყვავილედების დამტვერვას და მათ მიერ თესლების წარმოებას. ძირითადად ამ ხერხს იყენებენ ახალი ჯიშების გამოყვანის დროს. სხვა მხრივ, ის დედალი მცენარეები, რომლებიც გაიზრდებიან მამალი მცენარისგან მოშორებით, არ დაიმტვერებიან და აწარმოებენ უფრო დიდი ზომის, ჩამოყალიბებულ ყვავილედებს და მათ “სინსიმილა” (Sensimilla) ეწოდებათ. ეს არის წებოვანი კვირტები, რომელთან ჩვენ მოვიხმართ.

სინსიმილა (Sensimilla)

კანაფის კაკლებიანი ყვავილედები, ძირითადად აღიქმება, როგორც დაბალი ხარისხის მარიხუანა. თესლებთან ერთად მოწევისას გემო მკაცრი და არასასიამოვნო ხდება. მაგრამ, გროუერები იყენებენ მამალ მცენარეს რათა გამოიყვანონ ახალი ჯიშები, ან შეაგროვონ კაკლები შემდეგი წლისთვის დასათესად.

დედალი მცენარის გენეტიკა შეგიძლიათ გარანტირებულად მიიღოთ კლონებისა და ფემინიზირებული თესლების გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ ზრდით რეგულარულ თესლს, ან არ ხართ დარწმუნებული თქვენს ხელში არსებული თესლის წარმომავლობაში, სწორი გაზრდისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ დავადგინოთ მცენარის სქესი და ჩვენთვის სასიკეთოდ, ამის გარკვევა არც ისეთი რთულია, თუ ვიცით როდის და რისი ძებნა უნდა დავიწყოთ.

როგორ დავადგინოთ კანაფის მცენარის სქესი?

დედალი მცენარის სასქესო ორგანოები თეთრბუსუსებიანი ბუტკოებია, მამალი მცენარის მრგვალი, კაკლების მაგვარი ბურთები.

კანაფი თავის სქესს გვაჩვენებს იმით, თუ რა იზრდება ტოტების გადაბმის ადგილებში. ყვავილობის დაწყებისას, დედალის წებოვანი ბუტკოები იზიდავენ მტვერს, რომელიც მამალის ბურთების შიგნით ყალიბდება და ყვავილობისას ცვივა. საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ კანაფის სქესი მანამ, სანამ ის რეპროდუქციას დაიწყებს და დედალ მცენარეებს დამტვერავს. ამ ეტაპს ქვია “ყვავილობამდე” ეტაპი.

“ყვავილობამდე” ეტაპი, კანაფის ზრდის მეოთხე კვირას იწყება და ამ დროს გამოაქვს მცენარეს სასქესო ორგანოები (იხ. ზედა ფოტო). შესაძლოა ეს ეტაპი უფრო გვიანაც დაიწყოს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სისწრაფით განვითარდა მცენარე. მეექვსე კვირის ბოლოს, დაწრმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომელი მცენარე რა სქესის არის.

მარცხნივ – დედალი მცენარე, მარჯვნივ – მამალი მცენარე

ეს სასქესო ორგანოები, შესაძლოა თავიდან ძალიან პატარა იყოს და ვერ დაინახოთ მათი ფორმა შეუიარაღებელი თვალით, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ იუველირის გამადიდებელი შუშა და დააკვირდეთ მათ ახლოდან. გამოიკვლიეთ ტოტების გადაბმის ადგილები და ნახეთ იქ არსებული ორგანოები. გახსოვდეთ, რომ დედლები აწარმოებენ თმის-მაგვარ ბუსუსებს, მამლები კი მრგვალ, ბურთისებრ თესლებს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანაფის სქესის დადგენის სხვა მეთოდებიც, ზემოთ განხილული საუკეთესოა, რათა დროზე მოხდეს ბაღიდან მამალი მცენარის მოშორება. ამით დედლების უფრო მეტი ადგილი ექნებათ ჩამოსაყალიბებლად, და არ გაუფუჭდებათ მოსავლის ხარისხი.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.