
ფოტოპერიოდიზმი, სინათლის სპექტრები
იმისათვის რომ კანაფის გაზრდა ხელოვნებამდე ავიყვანოთ საჭიროა საფუძვლებს, ბოტანიკას დავუბრუნდეთ და გავიგოთ რა და როგორ ზემოქმედებს მცენარის გაზრდისას. და ზოგადად რა ტიპის მცენარეა კანაფი.
ფოტოსინთეზი
ეს არის მცენარეების (და არა მარტო) უნარი სინათლე (ფოტო) და ნახშირბადი (“C”) დაასინთეზირონ (გარდაქმნან) ნახშირწყლებად და მისცენ მას მყარი სტრუქტურა. ამისათვის მას ჭირდება სინათლის წყარო და CO2 რომელსაც ატმოსფეროდან იღებს. ნებისმიერი რამ რასაც მივირთვამთ საკვების სახით, თუ ჩავისუნთქავთ არის ფოტოსინთეზის შედეგად მიღებული ნახშირწყლების ერთობლიობა, ეს იქნება ბოსტნეული, ხორცი, კანაფის ყვავილედი თუ ჩვენი ორგანიზმი. მოკლედ აბსოლუტურად ყველაფერი დედამიწაზე სინათლის გარდაქმნით არის მიღებული.
აქედან გამომდინარეობს რომ, თუ კანაფი სწორად აწარმოებს ფოტოსინთეზს, ის სწორად გარდაქმნის სინათლეს ნახშირწყლებად და მოგვცემს უფრო მეტ ყვავილედს.
კანაფი არის C3 (ნორმალური) ტიპის მცენარე რომელიც ანხორციელებს სტანდარტულ ფოტოსუნთქვას, გარემოდან იღებს ნახშირორჟანგს და გამოჰყოფს ჟანგბადს.
C3 ტიპის მოყვავილე მცენარეების უმრავლესობა არიან ფოტოპერიოდული მცენარეები.
არსებობს 3 სახის ფოტოპერიოდული მცენარე, ესენია ნეიტრალური, მოკლე და ხანგრძლივ სინათლეზე დამოკიდებული მცენარეები.
კანაფი განეკუთვნება მოკლე დღის მცენარეებს, ანუ როდესაც ყვავილობის დასაწყებად ჭირდება უფრო მეტი სიბნელე ვიდრე სინათლე.
ესეც ინდივიდუალურია მცენარეებში, კანაფი კი ყვავილობას იწყებს მაშინ როდესაც სინათლე 13 საათზე ნაკლებია.
ასევე უნდა აღინიშნოს რომ კანაფი არის ფოტოტროპული მცენარე რაც ნიშნავს იმას რომ იგი იხრება სინათლის მიმართულებით, ხოლო მისი ფესვი გაურბის სინათლეს.
ვეგეტაციური ზრდა, სინათლის ხანგრძლივობა და სპექტრები.
როდესაც მცენარეს ვზრდით Indoor ჩვენ გვაქვს საშუალება ვაკონტროლოთ მისი განათების ციკლები, სინათლის სპეტრები და ა.შ.
მებაღეებში მუდმივი განხილვის საგანია თუ რომელი განათება ჯობია მცენარისთვის, რამდენი უნდა იყოს დღისა და ღამის მონაცვლეობა იდეალური შედეგისთვის, რომელი სინათლის სპეტრი რა ეტაპზეა უმჯობესი და ა.შ.
მოდით ცოტა გავშალოთ ეს თემა.
გავიგეთ უკვე რომ კანაფის ვეგეტაციური ზრდისთვის საჭიროა 13 საათზე მეტი სინათლე და ფართოდ გავრცელებული აზრია რომ მეტი სინათლე = მეტი შედეგის, რაც ყოველთვის ასე არაა.
ბუნებრივ პირობებში Out ში გარზდისას, ივნისის თვეში როდესაც დღის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია და ვეგეტაცია ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს არის 18 საათიანი სინათლე, ეს არის ის მაქსიმუმი რაც მცენარეს შეუძლია მიიღოს იდეალურ პირობებში და მებაღეების უმრავლესობაც მიმართავს 18-6 ტექნიკას რაც დამეთანხმებით ყველამ ვიცით, რომ ეფექტურია.
ასეთივე ეფექტურია 16-8 სისტემაც, რა შემთხვევაშიც სრულიად საკმარისი დრო აქვს მცენარეს ღამის ციკლში სუნთქვისათვის და დასვენებისთვის.

არის თუ არა ეს ორი ტიპის განათება უნიკალური? და სჭირდება თუ არა მცენარეს ვეგეტაციაში სიბნელის ფაზა ჯანმრთელი ზრდისათვის?
ამ მონაკვეთის სწორად გასაგებად, ჯერ უნდა ვთქვათ, რომ ზემოთხსენებული ფართოდგავრცელებული აზრი მეტი სინათლე = მეტ მოსავლის, არასწორია. ზედმეტი არაფერი არ არის კარგი, არც სინათლის ხანგრძლივობა და არც სინათლის სიძლიერე რადგან მცენარეს რაღაც გარკვეული სინათლის შთანთქვა შეუძლია ფოტოსინთეზისთვის, გადამეტებულ სინათლეს შეუძლია მცენარეს ეგრედწოდებული სინათლის დამწვრობა მიაღებინოს, ეს შეცდომა ბევრ მებაღეს მოსდის როდესაც ვეგეტაციურ ფაზაში ხმარობენ მეტალო ჰალოგენს და სოდიუმს, მათი სიძლიერე პატარა მცენარისთვის მეტისმეტია.
ერთადერთი რისკფაქტორი ხანგრძლივი სინათლის არის მხოლოდ ეს, დანარჩენი “სინათლე დამოუკიდებელი პროცესები” მცენარეში, ვეგეტაციური ფაზისას მიმდინარეობს როგორც სინათლისას ასევე სიბნელის დროსაც, “სინათლე დამოუკიდებელი პროცესები” არის ზუსტად ის პროცესები რომლის დროსაც იზრდება მცენარე და ხდება ფოტოსინთეზი, ამას ბიოლოგიაში კალვინის ციკლი ეწოდება.
ექსპერიმენტული განათება
თანამედროვე მებაღეობაში არის ახალი მიგნება, რომელზეც ვარაუდობენ რომ უმჯობესია ძველ კლასიკურ ( 18-6, 16-8) ხერხებზე ვეგეტაციისთვის. ეს ხერხია დანაწევრებული სინათლის ციკლი რომელიც გულისხმობს იდეალური რაოდენობის სინათლის მიწოდებას, რაც მცენარეს ესაჭიროება და ამავდროულად გვეხმარება ვაკონტროლოთ ტენიანობა, ტემპერატურა და მეტი დასვენების საშუალება მივცეთ მცენარეს, რომ კარგად დაასინთეზოს მიღებული სინათლე.
ამ სინათლის ციკლის გადანაწილება არის შემდეგნაირი :
12 საათი სინათლე
5.5 საათი სიბნელე
1 საათი სინათლე
5.5 საათი სიბნელე
ასეთი სინათლის ციკლისას მცენარე იღებს საკმარის განათებას იმისათვის რომ არ დაიწყოს ყვავილედების გამოტანა, ტენიანობას ვინარჩუნებთ უფრო მაღალს, ფესვები უკეთ ვითარდებიან, ნიადაგი უფრო დიდხანს რჩება ნოტიო, ეკონომიურია ჩვენი ჯიბისთვის და ფოტოსინთეზი იდეალურად მიმდინარეობს. შესაძლებელია შუა პერიოდში 2 საათიანი სინათლის ჩართვაც რისკების თავიდან ასარიდებლად.
რაც შეეხება ყვავილობის ეტაპს, კლასიკად მიღებული 12/12 რათქმაუნდა ამართლებს ყველა კანაფზე მაგრამ არსებობს ვარაუდები, რომ ყვავილობის მეოთხე კვირიდან თითო საათით თუ შევამცირებთ სინათლის ხანგრძლივობას შედეგი ბევრად უკეთესი იქნება.
5 კვირა 11-13
6 კვირა 10-14
7 კვირა 9-15
8 კვირა 8-16

ვინაიდან კანაფი მოკლე დღის მცენარეა, სინათლის თანდათანობით შემცირება მას აიძულებს უფრო აქტიურად დაიწყოს ყვავილედების წარმოება, ხოლო ბოლო ეტაპი 8-16 ზე არის კრიტიკული მომენტი მცენარისთვის, ამ დროს თავის ბოლო სასიცოცხლო ძალებს იყენებს ნაყოფის დასამწიფებლად, რადგან ფიქრობს რომ სასიცოცხლო ფაზას ასრულებს.
ღამის ციკლს ბიოლოგიაში კალვინის ციკლი ეწოდება, სწორედ ამ დროს ხდება დღის მანძილზე დასინთეზირებული ნახშირწყლების ყვავილედებისკენ გასროლა.
ასევე ნახეთ: კანაფის სახლის პირობებში გაზრდა
სინათლის სპექტრი
მცენარეს ზრდის ყველა ეტაპზე სხვადასხვა ფერის (სპექტრის) სინათლე ესაჭიროება სწორად ზრდისათვის. მზე იდიალური სინათლის წყაროა რომელიც ყველა ხილულ სპექტრს შეიცავს, მაგრამ იგივე შედეგის Indoor გამეორება შეუძლებელია. იდეაში არსებობს Full Spectrum ნათურები, რომლებიც მართლა შეიცავენ ყველა საჭირო სინათლის ფერს მცენარის ზრდისათვის მაგრამ საშუალო რაოდენობით ყველას, რაც იდეალურ შედეგს ვერ მოგვცემს.
უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ძირითადი 3 ფერის სინათლე რომელსაც მცენარე იყენებს ზრდისათვის.
ესენია ლურჯი, წითელი, მწვანე. ლურჯი სპექტრი იდეალურია ვეგეტაციურ ფაზაში, ხოლო წითელი ყვავილობისთვის, მაგრამ არცერთი პროცესი არ მიდის ჯანმრთელად თუ რომელიმე მათგანს მთლიანად ამოვიღებთ.
რაც შეეხება მწვანე სპექტრს, ბევრს გონია, რომ მცენარე მას სრულიად ირეკლავს რაც არასწორია, მწვანე ფერის სპექტრი ახდენს ეგრეთწოდებული ქლოროფილის და კარტენოიდების აღგზნებას, ის აღიქმება ფოტორეცეპტორებიდან 90% ოდენობით და აძლიერებს ფოტოსინთეზის პროცესს, დანარჩენი 10% კი აირეკლება მცენარის ფოთლებიდან და სწორედ ამიტომ აქვთ მათ მწვანე შეფერილობა.
ჩვენთან გავრცელებული ულტრაიისფერი ლედ პანელები არ შეიცავენ მწვანე სპექტრის სინათლეს. ულტრაიისფერის მიღება ხდება წითელი და ლურჯი სპექტრის მიქსისას და ითვლება რომ ვინაიდან ორივე ძირითად ფერს შეიცავს იდეალურია როგორც ვეგეტაციისათვის, ასევე ყვავილობისთვის. ექსპერიმენტების შედეგად დამტკიცდა, რომ კანაფის ზრდისას საუკეთესო შედეგის მომცემი თეთრი ფერის სინათლეა, რომელიც იდეალურია ვეგეტაციისათვის და მართლაც ბევრად უკეთეს შედეგს დებს ვიდრე ულტრაიისფერი, რადგან თეთრი ფერი შეიცავს იმ 3-ვე მთავარ სინათლეს.
უმჯობესია 25-25% იყოს წითელი და მწვანე, 50% ლურჯი, ყვავილობისას კი პირიქით, ლურჯი სპექტრის მნიშვნელობა ქვემოთ იწევს და წითელი სპექტრია ბევრად მნიშვნელოვანი დანარჩენ ორზე. ამიტომ ითვლება სოდიუმის ნათურები დღემდე უნიკალურად, რადგან ლურჯი სპექტრს შემცველობა საშუალოდ 5% აქვს, დანარჩენს კი მწვანე და წითელი ინაწილებენ.
სტატიის ავტორია ჩვენი Facebook ჯგუფის წევრი: Igor Golicinski