
Gelato – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Gelato?
FastBuds-ის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სთრეინი, Gelato Auto, ჯიში რომელიც ნებისმიერი გროუერის გულს მოიგებს და ყველას გემოვნებაში ჩაჯდება.
კალიფორნიაში დაბადებულმა Gelato-მ მთელს მსოფლიოში თავი დაიმკვიდრა, როგორც ხარისხისა და არომატის ნიმუშმა.
დიდი ხნის წინ, როდესაც პირველად შეაჯვარეს Sunset Sherbet და Thin Mint GSC, FastBuds-ის გუნდმა, უკვე იცოდა, რომ ამ ჯიშს წარმატება ელოდა, რადგან მიიღეს საოცარი, უტკბესი არომატი, რომელიც ტიპური Cookies არომატს გავს, გაერთიანებული მენთოლით გაჟღენთილ ცივ სურნელებთან, რაც საერთო ჯამში იდეალურ კომბინაციას ქმნის და ნებისმიერს მაშინვე მონუსხავს, როდესაც ცხვირის ნესტოები პირველად შეიგრძნობენ ამ არაჩვეულებრივ სურნელს.
გარდა არომატებისა, არც ამ “დესერტის” ეფექტები და სიძლიერეა ნაკლები. Gelato არის ყველაზე ძლიერი ავტომოყვავილე ჯიში, რომელიც FastBuds-ის მიერ შექმნილა, THC-ს 26%-იანი ლაბორატორიული მაჩვენებლით.
Gelato-ს ყვავილედების შეფერილობა მუქი იისფერი იქნება, ნარინჯისფერი, წებოვანი თმებით დაფერილი, რომელთაც გარშემო შემოკრული იქნება თოვლისებრი, კრისტალური რეზინი. ახალბედა მომხმარებლები მოერიდეთ ამ ჯიშის დიდი რაოდენობით მოხმარებას, რადგან THC-ს მაჩვენებელი მართლაც მაღალია. გამოცდილი მწეველები კი ნამდვილად ისიამოვნებენ ამ მძიმე ეიფორიითა და ფიზიკური რელაქსაციით. ბევრი ახასიათებს Gelato-ს როგორც დღის განმავლობაში მოსახმარ სთრეინს.
Gelato-ს ეფექტები და მახასიათებლები
ეფექტები

სამედიცინო თვისებები

გვერდითი მოვლენები

Gelato-ს გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ
ინფორმაცია გაზრდის შესახებ

გენეტიკური მშობლები
Sunset Sherbet (ჰიბრიდი), Thin Mint GSC (ჰიბრიდი)
Gelato-ს არომატი

რჩევები Gelato-ს გაზრდასთან დაკავშირებით
გაზრდის ტექნიკა
Gelato საკმაოდ ძლიერი სთრეინია, როგორც ეფექტებით, ასევე ფენოტიპურად. მცენარე არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას გასაზრდელად. გამომდინარე იქიდან, რომ Gelato ავტომოყვავილე მცენარეა, გირჩევთ თავიდან აირიდოთ მისი დასტრესვა. 2 კვირის ასაკიდან დაიწყეთ სასუქების მიცემა.
ყვავილობის დრო: 8-9 კვირა
მოსავლიანობა: საშუალო
გაზრდის სირთულე: საშუალო
კლიმატი: მცენარეს შეუქმენით სტაბილური, თბილი გარემო. 20-26°C გრადუსი. შეინარჩუნეთ მუდმივი აირაცია, რადგან თავიდან აირიდოთ ყვავილედების სოკო.
Indoor/Outdoor: ძირითადად იზრდება Indoor-ზე, იდეალურია ბოქსში/ტენტში გასაზრდელად მისი სასიამოვნო სურნელისა და პატარა სასიცოცხლო ციკლის გამო.
კვება: ზრდის 2 კვირის თავზე შეგიძლიათ დაუწყოთ სასუქების მიწოდება. გამოიყენეთ დიდი რაოდენობით ფოსფორი ყვავილობაში, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება ოვერდოზებს.
დამატებითი ინფორმაცია
THC-ს შემადგენლობა: 26%
CBD-ს შემადგენლობა: 0.2-0.8%
სიძლიერე: მაღალი
გენეტიკა: 55% სატივა/45% ინდიკა
სარჩევი