
კანაფის გენეტიკები: სკანკი (Skunk)
კანაფის ძირითადი სახეობების სიაში პირველია სკანკი.
სკანკი – ეს საკულტო შტამი ბაზარზე პირველად 1970-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ წარმოშვა მრავალი ახალი სახეობა, რომელსაც კანაფის მომხმარებელთა უმეტესობა უკვე ძაალიან კარგად იცნობს.
პირვანდელი სკანკი კანაფის მწარმოებელმა ჯგუფმა “Sacred Seed Co”-მ კალიფორნიის შტატში გამოიყვანა, რომლის დამფუძნებელიცაა დევიდ უოტსონი იგივე სემ “სკანკსმენი”. ჯგუფი იყენებდა ავღანურ (Afghani), აკაპულკო გოლდის (Acapulco Gold) და კოლუმბიური გოლდის (Colombian Gold) სახეობებს. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ ის სახეობები რომელსაც მსოფლიო უკვე ძალიან კარგად იცნობს და უყვარს.
შტამი რომელიც მათ შექმნეს, იყო ნოვატორული. უმოკლეს დროში იძლეოდა ხარისხიან “მოსავალს” და კლიმატის ცვლილებებსაც შესანიშნავად უძლებდა. აქედან გამომდინარე მისი მოყვანა შესაძლებელი იყო როგორც შენობაში, ისე ბუნებაში და სათბურებში.
#1 სკანკის მოწევა უნიკალურ ეფექტს იწვევს; ახასიათებს ძლიერი მაღალენერგეტიკული “თრობა”, რომელიც იმ დროს რთული საპოვნელი იყო სხვა შტამებში.
1982 წელს სემმა “სკანკის” პირველი ნიმუშები ამერიკიდან ჰოლანდიაში ჩაიტანა და ამ ძლიერი შტამის თესლები მცირე რაოდენობით გაყიდა.
მას შემდეგ იყენებენ კანაფის კულტივიტორები და სელექციონერები სკანკის გენეტიკას ახალი ჰიბრიდების გამოსაყვანად.