საკვები ნივთიერებების დეფიციტების თავიდან აცილება

საკუთარი კანაფის მცენარის გაზრდა საუკეთესო გზაა იმაში დასარწმუნებლად, რომ სუფთა მარიხუანას ეწევი. მაგრამ მისი გაზრდა-კულტივაცია სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე შესასრულებლად. ამ სტატიაში შეხვდებით რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ და თავიდან აიცილოთ ძირითადი საკვები ნივთიერებების დეფიციტები.

ხოდა, როგორც იქნა დაიწყეთ გროუინგი. გილოცავთ! მაგრამ, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ვიდეოებში ნახეთ, რადგან თქვენი მცენარის ფოთლები მწვანე არ არის. სამაგიეროდ ახლა იმ ადგილას ხართ, სადაც გაიგებთ, თუ რას გეტყოდნენ მცენარის ფოთლები, მათ რომ ლაპარაკი შეეძლოთ. თუ თქვენი მცენარის ფოთლების ფერი არ არის ჯანსაღი, ღია მწვანე ფერის, ესეიგი მას საკვები ნივთიერებების დეფიციტი აქვს. საკვები ნივთიერებების დეფიციტების 95% პირველ რიგში ფოთლებზე ახდენს გავლენას და ეს არც არის გასაკვირი, მცენარის დიდ ნაწილს ხომ ფოთლები წარმოადგენს. შედარებით იშვიათია ფესვების დაზიანება. მაგრამ სანამ კონკრეტულ დეფიციტებზე და დაავადებებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია რამოდენიმე სიტყვის თქმა pH (მჟავიანობა) დონეებსა და მორწყვის პრაქტიკებზე.

საკვები ნივთიერებების სწორი pH დონე გადამწყვეტია

დამწყებო გროუერებო, თუ pH-ის გაგება/წაკითხვისას დაიბნევით და ვერ მიხვდებით რაზეა საუბარი, არაუშავს, თქვენ მარტო არ ხართ და ჩვენ დაგეხმარებით ამ საკითხის გამარტივებაში. pH (ტუტე-მჟავიანობა) ძირითადად სითხეების ტუტე-მჟავიანობის აღმნიშვნელი სიმბოლო-ტერმინია. გამოიყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. pH-ის დონე იწყება მინიმალური 0-დან (ძალიან მჟავე) და ადის 14-მდე (ძალიან ტუტე). კანაფს, როგორც მცენარეს, უყვარს ნორმალურად მჟავე pH დონე, ამიტომ თქვენი სასუქის გაზავებისას, ნაზავის pH მჟავიანობა 5-6 დონეზე დაარეგულირეთ. მარიხუანას ფესვებს არ შეუძლიათ საკვები ნივთიერებების მიღება, თუ ნიადაგში pH მაჩვენებელი ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალია. ასე რომ, თუ საკვებს აწვდით, მაგრამ pH დონეს ვერ აკონტროლებთ, ნივთიერებების დეფიციტი მაინც აისახება მცენარეზე.

ნიადაგში გაზრდისას, არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს. დაიწყეთ დაბალი დოზით საკვების მიწოდებით. დაგჭირდებათ ორიოდე კვირა, რომ მიაგნოთ სასუქის იმ სწორ რაოდენობასა და პროპორციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტულ დროს გამოგადგებათ.

წყალი = ჯანმრთელობას

კანაფისთვის, ისევე როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, აუცილებელია წყალი. ეს ნიშნავს, რომ გარდა სასუქით კვებისა, მცენარე აუცილებლად უნდა მოირწყას სუფთა წყლით. სასუქი მიაწოდეთ განათების ჩართვისას, ანუ დილით. სუფთა წყლით მორწყეთ განათების გამორთვამდე, ანუ საღამოს.

ნიადაგში გაზრდისას მცენარე სასუქით ან წლით მორწყვას 2-3 დღეში ერთხელ საჭიროებს, მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისები. თუ თქვენი ნიადაგი სწრაფად შრება, შეიძლება ყოველდღიური მორწყვაც, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ მორწყვამდე ნიადაგის ზედაპირი 1,5-2 სმ-ის სიღრმეზე მშრალი იყოს. ზედმეტმა კვებამ ან მორწყვამ, შესაძლოა გამოიწვიოს ფოთლების სიკვდილიანობა და შეჩერებული ზრდა. ეს პროცესი არ აგერიოთ საკვები ნივთიერებების დეფიციტში. თქვენი Growbox-ის პირობებიდან გამომდინარე დააბალანსეთ ტენიანობა.

სასუქის ნაზავები

მას შემდეგ რაც გაიწაფებით pH დონის დარეგულირებასა და კვება/მორწყვის სწორი გრაფიკის შედგენაში, შესაძლოა ვისაუბროთ სასუქის ნაზავებზეც. ზოგადად, კანაფის თესლში, თავიდანვე მოთავსებულია მისთვის აუცილებელი ძირითადი საკვები ნივთიერებები, როგორებიცაა ცინკი, რკინა, ფოსფორი, კალიუმი და სხვა, ასე რომ ზრდის პირველი 2 კვირის მანძილზე, შეგიძლიათ მცენარე სასუქის გარეშე გაზარდოთ და ის ნამდვილად ჯანმრთელი გაიზრდება, რათქმაუნდა თუ თესლი კარგი გენეტიკისაა.

მაგრამ ამ 2 კვირის შემდეგ, აუცილებელია ნიადაგის სწორი გამოკვება, ანუ სასუქის სწორი შერჩევა და რაც მთავარია შეზავება. სასუქის გადამეტება (Overdose) არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რასაც გროუერების უმეტესობა თავისი გამოცდილების მანძილზე, ერთხელ მაინც აწყდება. ეს ჩვეულებრივი მომენტია, რომ სასუქის ნაზავი იმაზე ძლიერი გამოვიდეს, ვიდრე მცენარე აიტანს, ასე რომ მის შეზავებამდე, გულმოდგინედ და ყურადღებით გაეცანით ეტიკეტებზე დატანილ ინსტრუქციებს.

ტემპერატურის კონტროლი

ახლა შეგვიძლია ვიფიქროთ იდეალურ ტემპერატურაზე. კანაფს უყვარს 22-26°C. ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, რომ მცენარე დასტრესილია ზედმეტი ტემპერატურის გამო, თუ მისი ფოთლები ზევით არის აპრეხილი. ასევე ფოთლების ფერები იქნება ავადმყოფურად მუქი მწვანე. დაახლოებით ასეთივე გამოვლინება აქვს აზოტის გადაჭარბებასაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ფოთლები ქვევით არის მოხრილი.

მაღალ ტემპერატურას ასევე შეუძლია ფესვების ლპობის გამოწვევა, რაც დროთა განმალოვბაში მცენარეს მოგიკლავთ. ტემპერატურის დასაწევი ყველაზე მარტივი გზა Growbox-ში ვენტილატორის დამონტაჟება და გამოყენებაა. ის დააცირკულირებს და დაატრიალებს ჰაერს, რის შედეგადაც ჰაერი გაცივდება და ტემპერატურაც დაიკლებს.

მთავარი საკვები ელემენტები

გადახედეთ ქვემოთ არსებულ ცხრილს, მასში აღწერილია ძირითადი ნივთიერებების დეფიციტები.

თუთია/გოგირდი – ყველაზე ზევით მყოფი ფოთლები ყვითლდებიან. ყვითლდებიან ქვემოთ მყოფი ფოთლები. ფოთლების სიყვითლე იწყება ტოტიდან და გადადის წვერომდე.

კალიუმი – არ აქვს მნიშვნელობა ფოთლის ასაკს, ყველა ფოთლის კიდე ყვითლდება და ყავისფერდება.

ფოსფორი – ფოთლებს უჩნდება ყავისფერი პატარა ლაქები/წინწკლები. დაზიანებული ფოთლები კვდება და ცვივა მცენარეს.

მანგანუმი – ფოთლის ძარღვები ყვითლდება. ნელ-ნელა დაეტყობა ყავისფერი ლაქები.

მოლიბდენი – ასაკით დიდი ფოთლებს დაედება ღია ვარდისფერ-წითელი ფერი.

მაგნიუმი – ჩნდება დიდი ასაკის მცენარეებზე. ფოთლის ძარღვებს შორის ყვითელი ლაქები გამოდის.

რკინა – ზედა შიდა ფოთლები ხდება ღია ყვითელი ან თეთრი ფერის.

სპილენძი – ფოთლის წვეროები ყვითლდება. ფოთლებს აქვს მუქი მწვანე ფერი.

კალციუმი – ჩნდება ყავისფერი ლაქები, რომლებიც შიგნიდან ჭამენ ფოთლებს. ტოტები ხდება მყიფე და მტვრევადი.

ბორი – ფოთლის უკანა მხარეს ჩნდება ყავისფერი ღია ლაქები.

დეფიციტების გამომწვევი ძირითადი მიზეზები ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების ნაკლებობაა და მათ შესავსებად ან დასაბალანსებლად აუცილებელია სასუქით სწორად კვება. გადამეტების შემთხვევაში მცენარის ნიადაგი აუცილებლად უნდა “ჩაირეცხოს” მინიმუმ 1/2.5-თან შეფარდებით, რაც ნიშნავს, რომ თუ 20 ლიტრიან ქოთანში ზრდით, უნდა ჩაირეცხოს მინიმუმ 50 ლიტრი წყლით.

გაითვალისწინეთ, რომ ძირითადი ელემენტებით სავსე სასუქების კარგი ბოთლები აუცილებლად მუქი ფერისაა, რათა არ გაატაროს მზის სინათლე და არ დაკარგოს თვისებები. მათი შენახვა თქვენც ნაკლებად მზიან ადგილას მოგიწევთ. სხვა შემთხვევაში, ნივთიერებები დაკარგავენ ძალას და გახდებიან გამოუსადეგარნი.

თქვენი მცენარის გაზრდა-დამწიფებასთან ერთად, შეიცვლება მისი მიდგომაც ნივთიერებების მიმართ. ყვავილობის ეტაპზე გადასვლისას, მცენარე აუცილებლად გაჩვენებს რამოდენიმე დეფიციტს, რომელთაგანაც ყველაზე ხშირი და მარტივად აღმოსაჩენია აზოტის დეფიციტი. ამ დროს მცენარის ქვედა ფოთლები ყვითლდება, რადგან მცენარე მთელ ძალას მიმართავს ყვავილედების გადიდება-დამწიფებისკენ, რისთვისაც მას ჭირდება დიდი რაოდენობით ფოსფორი.

მოკლედ რომ ვთქვათ, სწორად მიწოდებული სასუქით, წყლითა და გარემო პირობებით, თქვენ შეძლებთ გაზარდოთ ისეთი მცენარე და მიიღოთ ისეთი მოსავალი, YouTube-ზე რომ ნახავთ ხოლმე 🙂

ბედნიერ გაზრდას გისურვებთ!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.