
ღეროს გახლეჩვა: ჩავარჭოთ თუ არა დანა მცენარეს მოსავლის აღებამდე?
აიღო დანა და ჩაარჭო მცენარეს ჰარვესატმდე რამოდენიმე დღით ადრე, ცოტა დამაბნევლად და საშიშად ჟღერს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გროვერები მაინც ხშირად იყენებენ ამ ტექნიკას მეტი ტრიქომებისა და გაუმჯობესებული გემოს მისაღებად.
ღეროს გახლეჩვა არის აგრესიული გაზრდის ტექნიკა, რომელიც ხშირად იწვევს კამათს გროვერების საზოგადოებაში. ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ სტრესის ეს ტექნიკა მიეკუთვნება სასარგებლო სტრესებს, რაც აიძულებს მცენარეს აითვისოს მეტი საკვები უფრო სწრაფად და აწარმოოს უფრო დიდი მოსავალი მეტი ტრიქომებით.
თეორია ღეროს გახელჩვის შესახებ
ღეროს გახლეჩვის თეორია არაფრით განსხვავდება სხვა სასარგებლო სტრესების თეორიისგან. მთავარი მიზეზი არის ის, რომ მთავარი ღეროს გახლეჩვით, მცენარეს აიძულებ დაიცვას საკუთარი თავი და შთამომავლობა, ამიტომ საპასუხოდ ის იწყებს დიდი რაოდენობით საკვების ათვისებას, ტრიქომების წარმოებისთვის. ტრიქომები ხომ მისი იარაღია მწერებისგან და სხვა საფრთეებისგან თავდასაცავად. შედეგად ვიღებთ უფრო სქელ, ძლიერ და არომატულ ყვავილედებს.
როგორ გავხლიჩოთ ღერო?
ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
- ბასრი, სტერილიზებული დანა
- სქელი მავთული (უკეთესია რბილი გარსით თუ იქნება)
- ასანთის ღერები ან ყურის საწმენდი ჩხირი
1 – პირველ რიგში მოძებნეთ ადგილი ყველაზე დაბლა მყოფ ტოტებთან მთავარ ღეროზე. შემოახვიეთ მავთული მჭიდროდ ღეროს 1-2 სანტიმეტრის დაშორებით.
2 – აიღეთ სუფთა სტერილური დანა და ჩაარჭეთ მავრთულებს შორის. ეცადეთ დანა ჩაარჭოთ სიმეტრიულად ღეროს ცენტრში და არა გვერდებზე. ასევე ეცადეთ რომ გახლიჩოთ სწორად, არ ჩაარჭოთ დანა ცერად.
3 – აიღეთ ასანთის რამოდნეიმე ღერი ან ყურის საწმენდი, დანის გამოღებასთან ერთად ჩაარჭეთ ეს ჩხირები რათა შეინარჩუნოთ “ჭრილობის” ეფექტი

საუკეთესო დრო გახლეჩვისთვის
ჯერ კიდევ მიდის კამათი გახლეჩვისთვის იდეალურ დროზე. გროვერების უმეტესობა იყენებს ამ ტექნიკას ჰარვესატამდე 3 დღით ადრე, ზოგიც 7-10 დღით ადრე. კონკრეტული დრო არ არსებობს, მარა კარგი იქნება, თუ ამ დროს ინტენსიურ მონიტორინგს აწარმოებთ და თუ შეატყობთ, რომ ადრე მოგივიდათ დროულად მოახდინეთ რეაგირება, რათა თავიდან აიცილოთ ყვავილედების ლპობა. ეცადეთ ავტომოყვავილე ჯიშებზე ეს ტექნიკა გამოიყენოთ 2-3 დღით ადრე.
მუშაობს თუ არა ნამდვილად ეს ტექნიკა
არსებობს დიდი მასა გროვერების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს ტექნიკა საოცრად მუშაობს, მიუხედავად ამისა, არ არსებობს კვლევა რომელიც ამ ტექნიკის მართებულობას დაამტკიცებს. სტრესის ეს ტექნიკა გამოიყენება ჰოლანდიელი ექპერტი გროვერების მიერ 1970 წლიდან.